სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 წაგების შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი მატჩის შეფასება ასე სწრაფად ძალიან რთულია. ვფიქრობ, რომ გოლის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. შვედეთი უკეთესი იყო, რადგან მათ საკუთარი მომენტი გამოიყენეს, ჩვენ კი ვერა. ამის მიუხედავად, ჩემი გუნდის ნაჩვენები თამაშით ვამაყობ, მოთამაშეებმა წარმატებისთვის ყველაფერი გაიღეს. ბევრი ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელი ვათამაშეთ. მეორე ტაიმში ის თამაში ვაჩვენეთ, რომლის ნახვაც მომავალში გვსურს. ჩვენ ვიყავით გუნდი, რომელიც პასუხისმგებლობას იღებს და რისკავს.

​ვულოცავ შვედეთს მოპოვებულ გამარჯვებას,
მათ ეს დაიმსახურეს. ჩვენ კი, ეს მატჩი ვფიქრობ, რომ მომავალში გამოგვადგება. ვთვლი, რომ მომავლისთვის კარგი საფუძველი შევქმენით. სამ დღეში კიდევ ერთი რთული შეხვედრა გველის, ამჯერად ესპანეთის წინააღმდეგ. უახლოეს საათებში და მომდევნო დღეების განმავლობაში ჩვენი მთავარი პრიორიტეტი ენერგიის აღდგენა იქნება, რადგან ფეხბურთელებმა ბევრი იბრძოლეს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ ასე მუშაობას და გუნდურად თამაშს გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 63 /
სამ პასს ვერ აკეთებთ ზედიზედ კუთხური ისე მაგრად გაათამაშეთ ლორიასთვის ბურთის დაბრუნება გახდა საჭირო. ორივრეალური მომენტი გცქონდა და დაბბალი კლასის გამო ვერც ეგ გამოვიყენეთ რა გაიმედებს ვილი ჩვენც გაგვაგებინე ერთი
912
26 მარტი 2021 11:02
5
მწვრთნელმს ფეხბურთელი ხუთი თითივით უნდა ჰყავდეს შესწავლილი და ყველას შესაძლებლობა იმაზე უკეთ უნდა იცოდეს, ვიდრე თვითონ ფეხბურთელმა იცის. სანიოლს კი ფიზიკურად ფეხბურთელები 2-3 დღის წინ გააცნეს. მართალი გითხრათ შთაბეჭდილება დამრჩა, შვედები შესაძლებლობის 70%-ზე მეტს არ თამაშობდნენ. მიუხედავად ყველაფრისა ასეთი თამაშით კმაყოფილები უნდა ვიყოთ (შედეგით კი არა).
ჟორა გაბრიჭიძე
26 მარტი 2021 11:02
3
დიდი ხანია ნაკრები განახლებას საჭიროებს (ამ ჯგუფიდან გასვლის შანსი არ გვაქვს და ახალი გუნდი მაინც გავაკეთოდ). ახალგაზრდებს მეტი შანსი უნდა მიეცეს, მიქაუტაძეს, კიტეიშვილს, შენგელიას, ბერიძეს, ზივზივაძეს, ჩაკვეტაძე იმედია ფორმაში შევა, ლოჩოშვილს და ნინუასაც უნდა მიეცეთ შანსი... ქვილითაიას რატომ ათამაშებენ ძირითადში გაუგებარია.
ქომაგი
26 მარტი 2021 14:13
0
კიიი, ყველა მწვრთნელი ეგრე გვპირდება!!
ახლა არა და მომავალში მაგრები იქნებითო და ამით იხანგრძლივებს თავის ყოფნას!!
buba
26 მარტი 2021 08:21
7
ნააგდი ევროპული ტაქტიკური და კობინაციური ტამაში იტამაშა ნაკრებმა, სწრაფ ტამაში და პასებს ცდილობდენ, ბევრი ახალი ფეხბურტელი იყო, ჩ
ვენ შემტევი ფეხბურტს კაზახისტანტან და მაგნაირ გუნდებტან ტუ ვიტამაშებტ, შვედეტის ნაირ გუნდებს ტაქტიკურად უნდა ვეტამშოტ, შვედეტი ჩვენ საჯარიმოში ტავისუფლად შემოდიოდა, ჩვენ გვიჩირდა ბურტის მალე წარტმევა და იმატ საჯარიმოში შესვლა, ფიზიკურად გვაჯობეს, ტექნიკიტ გავდივარრტ ფონს და უნდა გამოვიყენოტ ეს ტრინერი ევროპული ტაქტიკა კომბინაციურ ტამაშს ასწავლის ბიჩებს.
simartle
26 მარტი 2021 14:29
6
მგონი ცოტა გიჟია ეს :))
me ar var Roboti
26 მარტი 2021 04:41
9
სანიოლი: თუ ასე გავაგრძელებთ, კარგი მომავალი გვექნება,,,,,,,,,,დააწყებინეს უკვე მოწევა???
FEOLA
26 მარტი 2021 19:48
2
ვინმემ გამაგებინეთ ხვიჩა რატო შეცვალა?
კრაზანა
26 მარტი 2021 10:48
12
თვითონაც არ იცის, აი მაგაზე პასუხი თუ მოეთხოვა ცოტა აზზე მოვა
.
26 მარტი 2021 11:29
4
ახალგაზრდები მომეწონა. კარგად, ვაჟკაცურად ითამაშა გიორბელიძემ, ეგ ბიჭი ჩემის აზრით დასატოვებელია, კარგი იყო მარჯვენა მცველი ჩაბრაძე, ოღონდ, სამომავლოდ,რაღაცეებზე უნდა იმუშაოს, ეს რა ჯანდაბაა პასი ვერ გააკეთა წესიერი, ისევე როგორც სხვებმა ვერ ივარგეს ამ კომპონენტში, ყველა აუტი მოწინააღმდეგეს ჩააბარა. ხედავ ვერ ღებულობენ ბურთს, წინ მაინც გადააგდე, ყველა აუტი პოტენციალური საფრთხე იყო ჩვენთვის... მერე უკან პასაობა, ეს რა ჯანდაბაა, დაგვიხეთქეს გულები, წინა გადააგდე რა ბურთი, ხო ხედავ ლორიასაც, ხანდახან ტვინი უბნელდება და იბრაჰიმოვიჩთან მატაობას იწყებს, ეს რა გააკეთა, იმ კახელი მეკარესავით ტინგიცი რო დაიწყო,,, ორ ბურტს მაგარს აიღებს, მაგრამ ისეთ რამეს გააკეთებს, რომ აგატირებს, ერთ წამში ყველაფერს წყალში ჩაყარის, მოკლედ... ჩემის აზრით, მეკარე, ნომერი ორი მაინც, მაკარიძე უნდა იყოს...ლობჟანიძე, მჯერა, მომავალში გაიხსნება... რაც შეესხება ქვილითაიას, შე დალოცვილო, ხედავ ისედაც მძიმე თამაშია, მომენტებს თითქმის ვერ ქმნი, ერთი გადმოგვხედა ღმერთმა, რატომ "ღორობ" (ასე არ იტყვიან ხოლმე პარტნიორს ბურთს რომ არ გადააწოდებენ), გაუკეთე რა პასი ლობჟანიძეს (ყველაზე ნაღდი მომენტი დაიკარგა)... კვეკვესკირი, ეს საოცრება, რას ტრიალებდა ციბრუტივით, რომელი რიველინო ეგ არის, ვერ გავიგე... მე მგონი მაგის დაკარგულ ბურთს მოყვა გოლი...ბერიძეც არა უშავს შემოვიდა... დვალი, მაგის ახალგაზრდულ ნაკრებში თამაშები მახსოვს, კარგად მატაობდა, პასიც უვარგოდა, ძაან აგრესიული იყო...ახლა რა მოსდის,,,მიქაუტაძეც ვფიქრობ მომავალში უკეთესად გაიხსნება,,,აბურჯანია მხოლოდ ესპანეთში ურტყამს კარის მიმართულებით, როგორც, ჩანს... კიტეიშვილსაც ფორმაში შესვლა სჭირდება,ისევე როგორც შენგელიას... რა ვიცი, მე მგონი ნაკრებში არაბიძეს და დავითაშვილსაც უნდა მიეცეს შანსი... არაბიძე, უთამაშებელიც კი, დარწმუნებული ვარ, ყველაზე პროდუქტიული იქნება...სად არის ლოჩოშვილი ან ბერიშვილი თუ არ ვცედები (როტორში რომ არის), მასაც კარგი მონაცემები აქვს...ისე ამ წაგებების სერიით დავიღალეთ... რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს, ქართველებმა ვეცით შვედებს პატივი, რომ ასეთ უნიათოებს დედა არ უტირეთ...ხალხო, დაიხსომეთ, იბრამ უნდა ილოცოს რომ კოსოვოს გადაურჩეს...რავი, სანიოლიზეც რა ვთქვა... ისე ამ პენსიონერმა ვეტერანმა ფეხბურთელებმა არ გამოგვისვეს...მაკედონიასთანაც იმ 120 წლის ფეხბურთელმა არ გაგვიტანა? ვაი, ვაი, ვაი, რა გვეშველება გეკითხებით მეორე " სამო მუშკეტერო" - კობიაშვილო, მუჯირო, იაშვილო...
kachalini
26 მარტი 2021 11:58
5
ქვილითაიას არ უღორია! კარგად ვნახე ის მომენტი. იმ პასის ნორმალურად გაცემა იქ გოლის გატანაზე უფრო მარტივი არ იყო, შვედი მცველი მორბოდა ქვილითაიას და ლობჟანიძეს შორის! რაც შეეხება გოლი რომ ვერ შეაგდო ძალიან მეწყინა, მაგრამ მესი რომ მესია ხანდახან იმასაც ვერ გააქვს! გაიხსენეთ ამ ბოლოს კრიტიკულ მომენტში პსჟ -სთან პენალტი როგორ ვერ გაიტანა?! კარგი ბიჭია ქვილითაია და ამ უზომო შეურაცხყოფებით ფეხბურთის თამაშს თავს ნუ დავანებებინებთ!
aburjga
26 მარტი 2021 14:13
8
ხიზანიშვილის ფუნქცია რა არის, არ უნდა უთხრას რომ ფლანგებია ჩვენი მთავარი ძალა?
თამაზი
26 მარტი 2021 09:31
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული