გურამ გიორბელიძე: ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში შვედეთთან 0:1 დამარცხდა, ეროვნულ ნაკრებში გამართული სადებიუტო მატჩის შესახებ კი კომენტარი მცველმა გურამ გიორბელიძემ გააკეთა:

"მოხარული ვარ, რომ ეროვნულ გუნდში ჩემი დებიუტი შედგა. რაც შეეხება თამაშს, ბოლომდე ვიბრძოლეთ და სამწუხაროა, რომ ქულაც ვერ ავიღეთ. ვფიქრობ, ცოტათი რომ გაგვმართლებოდა, ერთი ქულის მოპოვება შეგვეძლო.

შემდეგ მატჩში ძალიან რთული მეტოქე გვყავს. შევეცდებით, რომ ძალები სწრაფად აღვიდგინოთ და წარმატებისთვის მაქსიმალურად დავიხარჯოთ".

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 11 /
გიორბელიძე კარგი იყო, უშიშარი ბოლომდე მებრძოლი, წარმატებები გურამ დებიუტანტის კვალობაზე მაგარი იყავი. მემეწონე ძალიან.
Baduri
10:46 26-03-2021
1
აბააა... არც ერთ თამაშში როგორ არ გვიმართლებს უკვე რამდენი წელია!...
გამართლების გარდა სხვაგანაც ხომ არაა პრობლემა, მაგ მიმართულებითაც, რომ იპიქროთ?!...
buba
08:29 26-03-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული