"რატომ არ მომეწონა სანიოლის დებიუტი? ეს არ იყო ის რისკიანი თამაში..." - მერაბ მეტრეველი შვედეთი - საქართველოს მატჩზე სტატუსს ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოსა და შვედეთის თამაშის შემდეგ ვილი სანიოლის სადებიუტო შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პალიტრანიუსის ჟურნალისტმა, მერაბ მეტრეველმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით აზრი დააფიქსირა:

"ახლა ცოტა ვრცლად დავწერ, რატომ არ მომეწონა სანიოლის დებიუტი და რატომ მგონია, რომ ეს არ იყო ის რისკიანი თამაში, რასაც დაგვპირდა.
პორველ რიგში შემადგენლობის გამო. რისკიანად აპირებ თამაშს თუ არა, ეს სწორედ შემოდგენლონიდან ჩანს.

როცა სკამზე სვამ კიტეიშვილს და საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ ბერიძეს და ათამაშებ ჯაბა კანკავას და კვეკვესკირს, რომლებსაც დაცვიდან შეტევაში ბურთიც კი ვერ გადააქვთ,
რაზეა ლაპარაკი?

საერთოდ, ეს კანკავა რატომ ითვლლება ნაკრებისთვის შეუცვლელ ფიგურად ვერ ვხვდები. კარგი ჩამშლელია და კარგად იბრძვისო. თანამედროვე ფეხბურთში ეს საყრდენისთვის საქმის მხოლოდ ნახევარია. დღეს ყველა გუნდი პრესინგს გეთამაშება, შესაბამისად დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა საკმაოდ გართულებულია. ამ დროს საყრდენი უნდა ახერხებდეს გახსნას, ბურთის მიღებას და შეტევის წამოწყებას. კანკავა კი პასების ალბათ 80 პროცენტს უკან აკეთებს. კვეკვესკირს კი ერთადერთი, რაც კარგად გამოსდის, არის ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა. მეტი სარგებელი მაგისგან არაა.

ან რატომ თამაშობს სულ საქართველოს ნაკრები 4-3-3 ტაქტიკით, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც შვედებივით კლასიკური 4-4-2 სქემით გვეთამაშა, რაც საშუალებას მოგვცემდა ორი ფორვარდი დაგვეყენებინა. ქვილითაია და ზივზვაძე, ან ზივზივაძე და მიქაუტაძე. ხოლო ნახევარდაცვა ასეთი ყოფილიყო (ერთ ხაზზე განლაგებული მარცხნიდან მარჯვნივ): კავარაცხელია-კიტეიშვილი- აბურჯანია-ლობჟანიძე. ან კიდევ უფრო რისკიანი: კავარაცხელია-კიტეიშვილი-ლონჟანიძე-ბერიძე.

აი, ეს იქნებოდა შემტევი და რისკიანი ტაქტიკა. აი, ოქრიაშვილი რომ დაბრუნდება, ცენტრში იდეალური იქნება ოქრიაშვილი-კიტეიშვილის წყვილი. თან ოქრიაშვილს აქვს საყრდენად თამაშის გამოცდილება. მე როგორც მახსოვს, თავიდან ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. ახალგაზრდულ ნაკრებში გაბელიამ რომ გამოიძახა, საყრდენი იყო.

რადგან ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ კანკავამ 90 წუთი არ ითამაშა და შეცვალეს, მაიმედებს, რომ სანიოლი მიხვდა, მასზე მეტი სარგებლის მოტანა სხვას შეუძლია. იმედია, ესპანეთთან შემადგენლობაც და ტაქტიკაც სხვა იქნება" - წერს მერაბი

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 77 /
მსჯელობაზე გეტყობა ფეხბურთის აზრზე არა ხარ! რატომ გგონიათ, რომ პოლიტიკაც, ეკონომიკაც, ეკოლოგიაც, გეოუსაფრთხოებაც კარგად იცით და თქვენი აზრი აუცილებლად უნდა გამოთქვათ? ფეხბურთი ბენზინის ჩასხმა არაა!
მერაბ გ.
10:40 29-03-2021
1
კანკავაზე რამე გაბედოს არავინ, ბიჭი ბოლო წვეთამდე იბრძვის, უამრავ შეტევას შლის,სტატისტიკა მაინც ნახე და რახან დრიბლინგებს არ ასრულებს მაგიტიმ იწუნებ? იმ ტაქტიკაში როცა პირველ ნომერს ვერ ვთამაშობთ,კანკავა შეუცვლელი ფიგურაა დღეს და ფეხბურთის უცოდინრობაა ჯაბაზე რამის ბოდვა.
ზესტა
23:31 28-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული