"რატომ არ მომეწონა სანიოლის დებიუტი? ეს არ იყო ის რისკიანი თამაში..." - მერაბ მეტრეველი შვედეთი - საქართველოს მატჩზე სტატუსს ავრცელებს

AutoSharing Option
საქართველოსა და შვედეთის თამაშის შემდეგ ვილი სანიოლის სადებიუტო შეხვედრას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. პალიტრანიუსის ჟურნალისტმა, მერაბ მეტრეველმა საკუთარ ფეისბუქის გვერდზე აღნიშნულ მატჩთან დაკავშირებით აზრი დააფიქსირა:

"ახლა ცოტა ვრცლად დავწერ, რატომ არ მომეწონა სანიოლის დებიუტი და რატომ მგონია, რომ ეს არ იყო ის რისკიანი თამაში, რასაც დაგვპირდა.
პორველ რიგში შემადგენლობის გამო. რისკიანად აპირებ თამაშს თუ არა, ეს სწორედ შემოდგენლონიდან ჩანს.

როცა სკამზე სვამ კიტეიშვილს და საკმაოდ კარგ ფორმაში მყოფ ბერიძეს და ათამაშებ ჯაბა კანკავას და კვეკვესკირს, რომლებსაც დაცვიდან შეტევაში ბურთიც კი ვერ გადააქვთ,
რაზეა ლაპარაკი?

საერთოდ, ეს კანკავა რატომ ითვლლება ნაკრებისთვის შეუცვლელ ფიგურად ვერ ვხვდები. კარგი ჩამშლელია და კარგად იბრძვისო. თანამედროვე ფეხბურთში ეს საყრდენისთვის საქმის მხოლოდ ნახევარია. დღეს ყველა გუნდი პრესინგს გეთამაშება, შესაბამისად დაცვიდან შეტევაში ბურთის გადატანა საკმაოდ გართულებულია. ამ დროს საყრდენი უნდა ახერხებდეს გახსნას, ბურთის მიღებას და შეტევის წამოწყებას. კანკავა კი პასების ალბათ 80 პროცენტს უკან აკეთებს. კვეკვესკირს კი ერთადერთი, რაც კარგად გამოსდის, არის ბურთის ფლანგიდან ფლანგზე გადატანა. მეტი სარგებელი მაგისგან არაა.

ან რატომ თამაშობს სულ საქართველოს ნაკრები 4-3-3 ტაქტიკით, რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც შვედებივით კლასიკური 4-4-2 სქემით გვეთამაშა, რაც საშუალებას მოგვცემდა ორი ფორვარდი დაგვეყენებინა. ქვილითაია და ზივზვაძე, ან ზივზივაძე და მიქაუტაძე. ხოლო ნახევარდაცვა ასეთი ყოფილიყო (ერთ ხაზზე განლაგებული მარცხნიდან მარჯვნივ): კავარაცხელია-კიტეიშვილი- აბურჯანია-ლობჟანიძე. ან კიდევ უფრო რისკიანი: კავარაცხელია-კიტეიშვილი-ლონჟანიძე-ბერიძე.

აი, ეს იქნებოდა შემტევი და რისკიანი ტაქტიკა. აი, ოქრიაშვილი რომ დაბრუნდება, ცენტრში იდეალური იქნება ოქრიაშვილი-კიტეიშვილის წყვილი. თან ოქრიაშვილს აქვს საყრდენად თამაშის გამოცდილება. მე როგორც მახსოვს, თავიდან ის სწორედ ამ პოზიციაზე თამაშობდა. ახალგაზრდულ ნაკრებში გაბელიამ რომ გამოიძახა, საყრდენი იყო.

რადგან ბოლო წლებში პირველად მოხდა, რომ კანკავამ 90 წუთი არ ითამაშა და შეცვალეს, მაიმედებს, რომ სანიოლი მიხვდა, მასზე მეტი სარგებლის მოტანა სხვას შეუძლია. იმედია, ესპანეთთან შემადგენლობაც და ტაქტიკაც სხვა იქნება" - წერს მერაბი

Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 77 /
წადი, ბიძია და პოლიტიკაზე წერე! არცერთ ქვეყანაში საკუთარი ქვეყნის კაპიტანს ასეთ ნეგატიურ კონტექსტში არ მოიხსენიებენ. გგონიათ, რამე მართებს ჩვენი? გგონიათ ვალანსიენი და ტობოლი არ მიიწვევდა თუ ნაკრებში არ ითამაშებდა? ვიდრე ენას აყრანტალებთ, დაფიქრდით, რა მისცა ნაკრებმა ჯაბას (არაფერი!) და რა მისცა ჯაბამ ნაკრებს (ყველაფერი, რაც კი შეეძლო!). მეც მინდა უკეთესი ფეხბურთელი ნაკრებში, მაგრამ არ გვყავს. ასაკს რაც შეეხება, ყველა ნაკრებში თამაშობს ლეგენდა, რომელიც ახალი თაობისთვის მაგალითია პროფესიონალიზმისა და ქვეყნისთვის თავდადების. ამ მხრივ კი კანკავას არავინ შეედრება!
და ბოლოს, ერთი რამეც - ეს მხოლოდ პირველი მატჩი იყო სანიოლის, ახლა პირველად ხედავს საქმეში „მასალას“, რომლისგანაც საკუთარი საფეხბურთო ფილოსოფიით მომავალი წარმატების ბირთვი უნდა შეკრას და იქნებ ვაცალოთ ადამიანს მუშაობა. თვითონ მეტრეველი რას იტყოდა ნეტა, მისი სადებიუტო სტატიის ფილოლოგიური კრიტიკით რომელსამე საფეხბურთო მწვრთნელს (ამ სფეროში უსათუოდ დილეტანტს) რომ გამოედო თავი?
ნოდარ ღაჭავა
12:33 27-03-2021
5
ამას ჰქვია ადამიანი ექსპერტობას იბრალებსო...

პირველ რიგში სქემა - ატლეტიკო 4-4-2-ს თამაშობს, ლივერპული 4-3-3, ითვლება, თუ არა ატლეტიკო უფრო შემტევ გუნდად?! სქემა არაა მთავარი, მთავარია რა დავალებას აძლევ ფეხბურთელებს..

კიტეიშვილზე შეეძლო ენახა, რომ ტრავმის მერე ჯერ არ უთამაშია და 90 წუთუ თამაში გაუჭირდებოდა.

კანკავა კიდე ალბათ ერთადერთი ცენტრალური ნახევარმცველია, ვინც ფორმაშიც არის, პრაქტიკაც აქვს და ამავე დროს, მინუსების მიუხედავად, უამრავი პლიუსი გააჩნია - ბრძოლისუნარიანობა, გამოცდილება, დარტყმა და მისი ყოფნა კი არ არის პრობლემა, აბურჯანიას და კვეკვესკირის თამაში იყო პრობლემა, რომელთაც უნდა ეზრუნათ ბურთის დაჭერაზე და ამოტანაზე, მაგრამ უამრავი შეცდომა დაუშვეს.

ეგეთი ჟურნალისტები, რომ გვყავს, მაგიტომაც არის, რომ არავინ უსვამს საჭირო ხალხს საჭირო კითხვებს, რაც ნორმალურ ქვეყნებში პროგრესის საწინდარია..
Just Supporter
14:55 27-03-2021
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული