შვედეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების ფეხბურთელების შეფასება

AutoSharing Option
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველ ტურში, შვედეთში მინიმალური ანგარიშით (0:1) მარცხის შემდეგ, გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა და მთავარი მწვრთნელის  ჩვენეულ შეფასებას.

გიორგი ლორია(6.5) - საქართველოს ნაკრების კარის დარაჯმა, მეტოქის მინიმუმ, ორი ძალიან რთული დარტყმული მოიგერია, გაშვებული გოლის ეპიზოდში კი ნაკლებად  დავადანაშაულებთ, თუმცა აღება შეეძლო. პასების 61%- იანი სიზუსტე კი ბევრი ნამდვილად არაა.

გრიგოლ ჩაბრაძე(6.0) - ბათუმის "დინამოს" მცველი, ნაკრების დებიუტანტის კვალობაზე, ურიგოდ არ გამოიყურებოდა. ჩაბრაძე ცდილობდა აეთვისებინა მთელი ფლანგი და დაეჩაგრა "ვერდერის" მცველი აუგუსტინსონი, რომელიც ნაკლებად დამაჯერებელი იყო. თუმცა, იყო ეპიზოდები, როცა სიტუაცია მარჯვენა
ფლანგიდან მეტად გააქტიურებას ითხოვდა, ჩაბრაძე კი მეტოქის საჯარიმოდან ახლოს იმყოფებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ მის შეტევებში ჩართვებს შედეგი არ მოუტანია. გაშვებული გოლის ეპიზოდშიც, კაშიასთან ერთად მისი წვლილიც დიდია.

გურამ კაშია (6.5) კაშიამ რამდენჯერმე დასამახსოვრებლად ითამაშა, ერთხელ მშვენიერი ვარდნაც შემოგვთავაზა. გამოცდილ მცველს გოლის დროსა და სხვა ეპიზოდებშიც ჰქონდა შეცდომები, რიგ მომენტებში დაცვა სათანადო გადაწყობას ვერ ახერხებდა. კაშიამ ორთაბრძოლები მოიგო და პასების 78% ზუსტი ჰქონდა.

ლაშა დვალი(6.0) - ეს ნამდვილად არ იყო ლაშა დვალის საუკეთესო შეხვედრა. "ფერენცვაროშის" მცველს უჭირდა ორთაბრძოლების მოგება. 95% პასებისა ზუსტი იყო, მაგრამ გადაცემებიდან მხოლოდ 3 იყო შეტევის წამომწყები.

გურამ გიორბელიძე(6.0) - დებიუტანტი პირველ ტაიმში ზედმეტად ფრთხილი იყო და შეცდომის დაშვებას ერიდებოდა - ბურთს სახით საკუთარი კარისკენ იღებდა და პასს, ძირითადად, უკან აკეთებდა. მეორე ტაიმში თავდაჯერება მოემატა, მაგრამ გრძელ გადაცემებს სიზუსტე აკლდა... ამ პოზიციაზე შექმნილი საკადრო დეფიციტის გათვალისწინებით, მისი თამაში მაინც შექებას იმსახურებს.

ჯაბა კანკავა(5.5) კაპიტანს ბრძოლისუნარიანობა არსად დაუკარგავს, მაგრამ შეტევის წამოწყების კომპონენტს, რაც ამ შეხვედრაში ევალებოდა, რამდენიმე გრძელი პასის გარდა, თავი კარგად ვერ გაართვა, მუდმივად ტემპს ანელებდა. თან, დაცვაში თამაშის დროსაც ჰქონდა შეცდომები.

ნიკა კვეკვესკირი(5.5)- ნიკა კვეკვესკირი ძალიან ჭკვიანი ნახევარცველია, მაგრამ ეს თამაში აშკარად ჩაუვარდა, ამაში თვითონაც დარწმუნებული იქნება. "ლეხის" ნახევარმცველის ასეთ სუსტ ასპარეზობას კლუბში ნაკლები სათამაშო პრაქტიკითა და მისთვის ნაკრებში გამონახული ახალი პოზიციით ვხსნით.

გიორგი აბურჯანია-(6.0) ჩვენ სულ სხვანაირი აბურჯანია გვახსოვს, ის ხომ უკეთესად იწყებს შეტევას. შესაძლოა, განსხვავებული ამპლუის მიზეზითაცაა, "აბუმ" ბურთი რომ ათჯერ დაკარგა. მისი პოზიცია "6 ნომერია" და არა 10, შეტევების დაწყება უკეთ გამოსდის, ვიდრე მისი გაგრძელება. "კარტახენას" ლეგიონერმა ერთხელ კარგი პასი გაუკეთა შენგელიას და მეტოქის კარის აღებასაც ცდილობდა.

ხვიჩა კვარაცხელია(6.0) - მიუხედავად მხოლოდ ერთი ტაიმის თამაშისა, კვარაცხელია ცდილობდა თამაშის გამწვავებას, ხშირად ეხმარებოდა მის ფრთაზე მოთამაშე გიორბელიძეს, რამდენიმე  ართმევაც ჰქონდა. "რუბინის" ლიდერი თითქოს უხასიათოდ იყო და შესვენების შემდეგ შეუძლოდ ყოფნის მოტივით შეცვალეს.

საბა ლობჟანიძე(5.5) "ანკარას" შემტევს აქვს თავისი პლუსები, რომელთა გამოყენების საშუალება ნაკლებად მიეცა. ლობჟანიძე სწრაფია და პოზიციურ შეტევებში ნაკლებად პროდუქტიული. სხვა შეხვედრებში მის მეტ აქტიურობას ვისურვებდით.

გიორგი ქვილითაია(5.0) - "ანორთოსის" ფორვარდი არაერთ ორთაბრძოლაში შევიდა ტანმაღალ შვედ მცველებთან, ბევრიც იბრძოლა, სამჯერ მასზე დაჯარიმდნენ კიდეც. ქვილითაიამ სპრინტის შემდეგ ხეირიანად ვერ დაარტყა და მანამდე ვერც თანაგუნდელი შენიშნა. შეტევის გასაძლიერებლად ვერაფერი შეძლო.

ლევან შენგელია(5.5) - შენგელიამ ნამდვილად გააძლიერა თამაში და შეხვედრის გადარჩენაც შეეძლო , ცოტა უკეთ რომ დაერტყა. იგი ბოლოს ნაკლები სათამაშო პრაქტიკითაა კლუბში, თორემ გაცილებით  პროდუქტიულიც გვინახავს.

გიორგი ბერიძე(6.5) - უნგრეთში მოთამაშე შემტევი ძალიან ენერგიულად ჩაერთო თამაშში, შეტევების გამწვავებას ცდილობდა და 2-ჯერ გამოუვიდა კიდეც.

ოთარ კიტეიშვილი(6.0)- კიტეიშვილს დაეტყო, რომ ტრავმისგან გამოწვეული უქმობამ მას ბევრი დააკარგვინა. კარგ ფორმაში მყოფი "შტურმის" ნახევარმცველი შეტევებს სხვა ელფერს შესძენდა.

ვაკო გვილია(5.5) - იგი ცდილობს გაემწვავებინა თამაში, არუშინდება შეცდომის დაშვებას, ამის გამო ცხრა დაკარგვაც ჰქონდა.ერთიანობაში, მის პროდუქტიულობაზე საუბარი გაგვიჭირდება.

გიორგი მიქაუტაძე - შ.გ. გიორგი მიქაუტაძეს იმდენად ცოტა დრო მიეცა, ნაკლები შანსი ჰქონდა  გამოჩენის და შეფასება გაგვიჭირდება.

ვილი სანიოლი (6.5)- ფრანგ სპეციალისტმა ერთგვარად გარისკა, დაცვის ფლანგებზე დებიუტანტების განმწესებით, მაგრამ მას ახალგაზრდა ფეხბურთელებმა იმედები არ გაუცრუეს. გარდა ამისა, სანიოლი კარგად კითხულობდა თამაშს და ცვლილებაზე გამოსულმა თითოეულმა ფეხბურთელმა თამაში გაამწვავა. საქართველოს ნაკრებმა ვერ შეძლო სათანადოდ გაერისკა ბოლო წუთებზე და თამაში გადაერჩინა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
როგორ მაინტერესებდა მიქაუტაძე ამ სამ თამაშში. არ გამიკვირდება ხვიჩაზეც რომ თქვან დღეს წავიდა რუბინშიო. თავიდანვე რატომ იყო ასე მოწყენილი ეს ბიჭი? საერთოდ რა ხდება, რა განუკითხაობაა !! ჟურნალისტები რისთვის ხართ ამ ქვეყანაში?? ყველას როგორ გეშინიათ სიმართლის გარკვევის, სულ ყველა რაღაცას როგორ მალავს და ფრთხილობს. გაარკვიეთ ეს ხიზანიშვილი რას აკეთებს საერთოდ იქ? არ მჯერა მიქაუტაძის ტრავმის! უბრალოდ არ მჯერა!!!!! არაფერი ეტყობოდა, დარბოდა მხეცივით . ასეთი რა ტრავმა აიკიდა რომ უკან ბრუნდება ძლივს ჩამოსული კაცი? ეტყობა უთხრეს, რომ არ ათამაშებდნენ ბოლო წუთებზე მეტს და წავიდა :( ხვუჩას მინდა მივმართო - ხვიჩა გული არ გაიტეხო მეგობარო, ამ კორუმპირებულ , უნამუსო და ყიველგვარ სინდის ნამუს გარეცხილ ხალხში, შენ ის იცოდე რომ მთელი ქვეყანა შენნაირი ფეხბურთელევის იმედით უყურებს მოლოდინით ამ მატჩებს და აბა შენ იცი. სამწუხაეოდ არა მხოკო მოწინააღმდეგის, ამ ჩვენების მამაძაღლობის და პრიმიტიუკოვის დამარცხებაც მოგიწრვს, მაგრამ მჯერა შეძლებ!!!
გადასარევი გიორგი
16:11 27-03-2021
13
კვარაცხელიას 6 იანს ვერ დავეთანხმები. საგოლე პასი გაუკეთა ქვილითაიას და ერთდერთი იყო ვინც წინ წასვლას ცდილობდა. მეორე აშკარად დაცვითი ფუნქციების შესრულება უწევდა და ხშირ შემთხვევაში შეტევას უჩერებდა ან უფერხებდა.
ბოკინიო
18:18 27-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული