საქართველოს ნაკრებს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა

AutoSharing Option
მცველი ჯიმი ტაბიძე საქართველოს ნაკრების მომავალ ორ მატჩში მონაწილეობას ვერ შეძლებს, - იტყობინება nakrebi.ge:

"2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები საკუთარ მოედანზე ესპანეთს დაუპირისპირდება. 27 მარტს, ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ "დინამო არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში 23 ფეხბურთელი იყო ჩართული. ტრავმის გამო ეროვნულ გუნდს კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა. მომდევნო ორ შეხვედრაში ნაკრებს ჯიმი ტაბიძე ვერ დაეხმარება".

მკითხველის კომენტარები / 17 /
გარედან ისე ჩანს თითქოს წინასწარ ჰქონდა გადაწყვეტილი თუ ვინ ითამაშებდა ესპანეთთან და საბერძნეთთან.

ალბათ მიქაუტაძემ და ტაბიძემ წინასწარ იცოდნენ თამაში, რომ არ უწევდათ და მწვრთნელის რჩევით საკუთარ გუნდებში დაბრუნდნენ იმ პირობით, რომ შემდეგ თამაშებში, თუ კარგ ფორმაში იქნებიან მაშინ ათამაშებს.

0
ჯიმის ჯანმრთელობას ვუსურვებ. დანარჩენებს მინდა ვუთხრა: მოვდივართ სტადიონზე და რაც შეიძლება გვედძე დაგიდგებით, ოღონდ ფეხბურთი ითამაშეთ და წაგებულებივით არ გამოხვიდეთ მინდორზე, დაცვას მიხედეთ და თავდასხმაში ახალგაზრდები ათამაშეთ, სისწრაფეც მეტი აქვთ და ენერგიაც. თამაში ყველასთან შეიძლება აგერ ლუქსემბურგმა დუბლინში ირლანდიას მოუგოოო.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული