ესპანეთის ნაკრების "დინამო არენაზე" ვარჯიშისას მოედანზე რამდენიმე გულშემტკივარი შევარდა, სტიუარდებმა ძლივს დაიჭირეს და გაიყვანეს, ხოლო ფეხბურთელებმა ტაში დაუკრეს.
ვარჯიშის დაწყებიდან ნახევარ საათში კი სტადიონზე შუქი გამოირთო და სტუმრები იძულებულები გახდნენ გასახდელში გასულიყვნენ. სერხიო რამოსმა ირონიულად იხუმრა: "დროა გასახდელში გავიდეთ, ეს ისტორიულია".