საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს თამაში, როცა გუნდი სულს და გულს დებს და ყველა ბოლომდე იხარჯება, აუგს ვერ ვიტყვი.
11
28 მარტი 2021 23:00
2
20 წელია ფეხბურთს ვუყურებ და საქართველოსნაირი უიღბლო გუნდი და ნაკრები მეორე არმახსენდება. მართლა ოღონდ იმიტო კიარა რო ქართველივარ და რაღაც გამართლება მინდა ამით ჩვენი უშედეგობის. ეს არის უკვე ზედმეტი და ოდესღაც ხოუნდა დასრულდეს?? ესეთი უიღბლობა არვიცი ჯადოგვაქვს მემგონი
)))
29 მარტი 2021 01:29
0
3 დღეში კიდევერთი ბრძოლა გველოდება. რთულია მაგრამ ემოციებიდან უნდა ამოვიდეთ და საბერძნეთს ბოლომდე უნდა ვეჭიდაოთ მესამე ადგილისთვის და ერთი ქულაც არ უნდა დავუთმოთ
ტაო
29 მარტი 2021 00:21
0
დასანანი თამაში წავაგეთ მაგრამ ბერძნებს მოუგებთ წარმატებები ქართველებს ყველამ უნდა უგუშემატკივროს თავის გუნდს და ოფტიმისტურად უნდა ვიყოთ ყოველთვის და არა ლანძღვა გინებით
კიჭი
28 მარტი 2021 23:53
1
პირველი გოლის დროს მორატას მგონი შეეხო და თამაშგარე იყო..არა?!
ზესტაფდონი
29 მარტი 2021 10:27
2
ცენტრფორვარდის პრობლემა ძალიან სერიოზულად დგას ჩვენს ნაკრებში და ახლა როგორც გამოიკვეთა მეკარისაც დიდი პატივისცემა ლორიას მაგრამ ბოლო წამებზე ასე თამაში არ შეიძლბაა
ჯონი
29 მარტი 2021 01:13
1
ორი წუთი მაინც დაემატებინათ მაგათი...... რა ამბავია ოთხი წუთი, მაგრამ მადლობა მწვრთნელსაც და ბიჭებსაც
mmm
28 მარტი 2021 23:09
0
თუ მოგება გინდა და შეტევას აძლიერებ და მსგავს ცვლილებებს აკეთებ, ეს დაცვაში ავტობუსიიი არმესმის რატომ დგებაა, როგორც თავიდან დავიწყებთ პრესინგიი ისევე უდნა გაგრძლებულიყო მეორე ტაიმში.
დასანანი
28 მარტი 2021 22:10
19
ვიყავით და ვართ ჯერჯერობით პამპერსის ღირსები , იმედია მომავალში ამ დღეში არ ვიქნებით
სიმართლე
28 მარტი 2021 22:03
56
ასე 300 არაგველივით უნდა იბრძოლოთ ბიჭებო. მადლობა ფედერაციას ქართულ ფეხბურთში აღებული სწორი კურსისათვის. მეჩვენება რომ ბატონმა სანიოლიმ გუნდი ბევრად უკეთესი გახადა.მონატრებული ემოცია მქონდა და თვალები სიხარულის ცრემლებში
ბესო
29 მარტი 2021 00:17
7
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული