საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეორე ტურში საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან დასანანი მარცხი განიცადა - 1:2.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა წინა მატჩისგან განსხვავებული შემადგენლობა გაიყვანა მოედანზე, რომელიც გაცილებით უფრო შემტევი იყო და ზივზივაძესაც მიეცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა. სტუმართა გუნდში ვერ ვიხილეთ საბერძნეთთან შეხვედრაში ტრავმირებული სერხიო რამოსი.

ინიციატივას თავიდანვე ფურია როხა დაეუფლა, უხიფათოდ გვიტევდა, სწრაფი კონტრშეტევისას კი კვარაცხელია ლორენტემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი მომენტი მე-11 წუთზე ესპანელებმა შექმნეს, როდესაც ტორესის დარტყმული ბურთი ლორიამ მოიგერია. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ ყვითელი ბარათი პედრო პოროს
მიაღებინა. შემდეგ ნაკუთხურალ ბურთზე ყველას კაშიამ დაასწრო და სტუმრები მეკარე სიმონმა გადაარჩინა.

მოკლედ, ბურთის ფლობა სტუმრების იყო, თუმცა ჩვენი გუნდი არაფერს უთმობდა, სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ტაიმის დასასრულს ხვიჩამ ანგარიში გახსნა.

შესვენებაზე ლუის ენრიკემ „გაყვითლებული“ ლორენტე მარტინესით, ხოლო პასიური ხილი ოლმოთი შეცვალა, შემდეგ რუისის ნაცვლად ალკანტარა შეუშვა მოედანზე და ტორესმა მარცხენა ფლანგიდან განივი გადაცემის შემდეგ საპასუხო გოლი გაიტანა.

სამწუხაროდ, ჩვენს გუნდს უჭირდა ბურთის დაჭერა და მეტოქე ზეწოლა გააძლიერა. საპასუხო ცვლილებები სანიოლმაც განახორციელა. ბოლოს მოწინააღმდეგე შტურმზე გადმოვიდა და კომპენსირებულ დროში ოლმომ კარიდან წინ გამოსულ ლორიას გაუტანა და დავმარცხდით.

წაგება ასეთი ბრძოლის შემდეგ გულდასაწყვეტია, მაგრამ ძნელია დაცვაში ჩადგომით შედეგს მიაღწიო, აუცილებელია ბურთის მეტი კონტროლი და დაცვის მარჯვენა ფლანგის გაძლიერება.

საქართველოს ეროვნული გუნდი შესარჩევი ეტაპის სტარტზე მეორე მატჩშიც დამარცხდა და მესამე ტურში, 31 მარტს, გასვლაზე საბერძნეთს დაუპირისპირდება.

თბილისი. „დინამო არენა“
საქართველო - ესპანეთი 1:2
გოლები: 1:0 კვარაცხელია (43), 1:1 ტორესი (55), 1:2 ოლმო (90+2)
გაძევება: შენგელია (90+4)

საქართველო: ლორია, კაკაბაძე (ჩაბრაძე 79), კაშია, დვალი, გიორბელიძე, გვილია, კანკავა, კვარაცხელია (კვეკვესკირი 79), კიტეიშვილი (ბერიძე 70), ლობჟანიძე (შენგელია 70) , ზივზივაძე (ქვილითაია 62)

ესპანეთი: სიმონი, ალბა, დ. ლორენტე (მარტინესი 46), ერიკ გარსია, პედრო პორო (მ. ლორენტე 65), პედრი, ბუსკეტსი (ოიარსაბალი 73) , რუისი (ალკანტარა 54), ხილი (ოლმო 46), მორატა, ტორესი

მკითხველის კომენტარები / 149 /
თუ ვინმე ნაკრების თამაშის უკითესობისკენ სვლას ვერ ხედავს ან მხედველობის პრობლემები აქვს, ან ფეხბურთის არაფერი გაეგება. მარტო ის რად ღირს, რომ უმისამართოთ მოგერიებული ბურთი ერთი მახსოვს მხოლოდ. ბოლოს 12-20 წუთი მაგრად დაიღალნენ, გადაადგილებისათვის აღარ ყოფნიდათ ენერგია და ვერ იხსნებოდნენ დროულად ამოსვლისას, მაგრამ ხომ ცდილობდნენ ამის გაკეთებას უმიზნოთ მოგერიების ნაცვლად. დარწმუნებული ვარ ბევრი სასიამოვნო მატჩი გველოდება. ჰო, მატჩებთან დაკავშირებით. ხუთგუნდიან ჯგუფებში ყოველ ტურში ერთი გუნდი ისვენებს. პრინციპში ისინი არ ისვენებენ, რადგან ამხანაგურ მატჩებს მართავენ. საინტერესოა ჩვენებს რომ მოუწევთ დასვენება ტურში თუ არის დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრები, ან თუ მიდის ამაზე მუშაობა.
emigranti
29 მარტი 2021 01:32
2
Კი კვარა საუკეთესო იყო.მაგრამ სადღაც 70 წუთიდაან უკვე ძალიან უჭირდა და დაღლა დაეტყო .და მაგიტომ გაიყვანა სამ დღეშიი საბერძნეთში გვაქ სათამაშო და ბიჭ დაიწვებოდა.ასე რო კვარა გასაყვანი იყოო.ზოგადად ყველა მაგარი ცვლილება გააკეთა.ნო არ გაგვიმართლა
buxrika
29 მარტი 2021 01:20
1
გეთანხმები მეგობარო, აშკარად დაიღალა. არ ვიცი ტელევიზიით გამოჩნდა თუ არა მაგრამ ტრიბუნებიდან დავინახე როგორ თხოვა აუტჩიკს წყალი მოეტანა და იმანაც მიართვა. შემდეგ შეცვლამდე რამდენიმე წუთით ადრე სამწვრთნელო შტაბთან მიირბინა და სავარაუდოდ გამოცვლა სთხოვა.
რატი74
29 მარტი 2021 09:52
0
მადლობა ბიჭებს თავდადებისა და იმ ემოციისთვის რაც ასე მოგვენატრა.
სამწუხაროდ ბოლო 15 წუთი გადაღლა დაგვეტყო და შედეგიც ამის მიზეზია.
კაკაბაძე კარგი იყო მაგრამ ბოლოს დაეცა, ძალა გამოეცალა. ასევე ხვიჩაც დაიღალა და თავად ითხოვა შეცვლა როგორც ტრიბუნებიდან გამოჩნდა. კაშია ნამდვილი ლიდერია და მინდა მოვიკითხო ის ჰეიტერები რომ ამბობდნენ რა დროს კაშია და ჯაბააო. აი ცენტრფორვარდზე რა გვეშველება არ ვიცი. მთელი ერი ზივზივაძეს ითხოვდა და საშინლად უსუსურად გამოიყურებოდა. ქვილითაია გაცილებით პროდუქტიულად შემოვიდა, პირველ ბურთ მაინც იჭერდა და უაზროდ არ კარგავდა. სამწუხაროდ ემოციურად და ფიზიკურად გადაღლილები მივდივართ დასვენებულ ბერძნებთან და თუ შედეგი არ დადგა დიდად ნუ გაკიცხავთ ბიჭებს.
რატი74
29 მარტი 2021 10:01
2
ვაისი თავის თავის მტერი კი არ იყო, რომ არ იძახებდა ზივზივაძეს, უბრალოდ შანს კი იმსახურებდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ქვილითაია ბევრად სჯობს.
კაშია და კანკავა საუკეთესოები იყვნენ და მაგრად იბრძოლეს და ითამაშეს, ასე რომ ერთი ადგილი დააყენონ ვიწც მათ ჩანაცვლებას ითხოვს, ერთი მოჩმაზათს რაღაცას და დანარჩენი ვითომ მცოდნეები აყვებიან და აღავღავდებიან ხოლმე.
სანტოსი ყოჩაღ, ბოსკამპის მერე ძლივს ვიხილე მოთამაშე და მებრძოლი გუნდი. შედეგი კი მოვა ასეთი მიდგომით, აუცილებლად.
ბერძნებთან საუკეთესო თამაშს ველოდებით და შედეგის იმედიც გვაქვს.
Bs
29 მარტი 2021 13:08
0
ეს თამაში როსდის წავაგეთ იცით? როცა ესპანეთის ერთად ჯგუფში მოვხვდით და დავიწყეთ წუწუნი ძლიერი ჯგუფია და აზრი არააქვსო. ფსიქოლოგიური პრობლემა გვაქვს მთელ ქვეყანას და არა მარტო ბიჭებს ვინც თამაშობდა დღეს. უნდა შევეშვათ ამ წუწუნს და საქმე ვაკეთოთ. მე ბათუმელი ვარ და დინამოს თამაშზე დავდივარ. აქ 8000 გულშემატკივარი უფრო ომახიანები ვართ ვიდრე დღეს 16000 კაცი იყო აი თქვენი დანაშაულიც ეგ არის. ის ხალხი მივიდა ვისაც რამოსის დანახვა და მზესუმზირის ჭამა უნდოდა და არა ნამდვილი გულშემატკივარი. ტფუი
roma bejanidze
28 მარტი 2021 23:22
3
გერმანიამ 0:6 წააგო ამ ცოტა ხნის წინ ესპანეთთან. გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ: რამდენი ელოდებოდა, რომ პირველი ტაიმის შემდეგ 1-0 იქნებოდა ჩვენს სასარგებლოდ? ესეთი მონდომებით ვითამაშოთ ყველა თამაში და რა შედეგიც დადგება, ვნახავთ. მადლობა ბიჭებო, თუნდაც ბედნიერი პირველი ტაიმისთვის !!!!!
გიორგი
28 მარტი 2021 22:52
0
რაც ქვეყანა გვაქვს ისეა ყველგან მათ შორის ფეხბურთშიც , ... ჩასვრილები ....
დათო
28 მარტი 2021 22:10
63
თამაშში ერთი სისულელე ყოველთვის უნდა გააკეთოს.
100%
28 მარტი 2021 22:06
9
წავაგეთ, მაგრამ დაგვრჩა იმედი, არ გაგვიმართლა ცოტა, გადაღლაც იყო უმძიმესი გრაფიკის გამო, მაგრამ გამოჩნდა იმედი, რომ დასვენებულზე ნებისმიერ გუნდთან შეიძლება ღირსეული თამაში. კვარას ფასი მოიმატებს, თავდაჯერებულობაც მოემატება, დაგვემატებიან ბიჭები კიდევ, ღირსეულად ითამაშეს, წარმატებები მომავალ თამაშებში.
მინდია
29 მარტი 2021 01:05
0
არავინ დაწეროთ რომ ბიჭებმა კარგათ ითამაშსო. ვინც მაგ აზრზე ხართ წადით ბალეტს უყურეთ...... ორი ღერი ნერვი მქონდა დარღენილი და ისეც მომისპეს. მადლობა კვარას! კიტეს! კაკაბაძეს! ჯაბას და კაშია! გვილია და ქვილითაია ნამუსი იქონიეთ და წადით საქმე გამონახეთ!
აკო
28 მარტი 2021 22:10
60
გვილიას რას ერჩი იომა კაცმა
რომა
29 მარტი 2021 04:37
1
ბალეტიც, რომ არ არის? რა ვქნათ?
ოზუზი
28 მარტი 2021 23:05
0
და კიდე დავამატებ რომ ჩაბრაძეს სააღოლ ტიპმა მაგალითი მიცა ყველა ქართველ ფეხბურთელს რომ შესაძლებელია ითამაშო საქართველოს ჩემპიონატში და გამოადგე ნაკრებს. სააღოლ გრიგოლ ჩაბრაძეს. დარწმუნებული ვარ მეორე შეკრებაზე ამფეხბურთელებიდან 30 პროცენტი აღარ იქნება გამოძახებული.
roma bejanidze
28 მარტი 2021 23:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული