ლუის ენრიკე: საქართველოს ნაკრები უმატებს - კვარაცხელიას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ საქართველოს ნაკრების დამარცხების (2:1) შემდეგ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

"დიახ, ძალიან რთული მატჩი იყო. შეიძლება საბერძნეთთან მატჩზე უფრო რთულიც. საქართველო დაცვაში ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა რაღაც შევცვალეთ და გამარჯვება მოვიპოვეთ.

ძალიან მომეწონა საქართველო. ეს გუნდი მატჩიდან მატჩამდე იზრდება, დღეს შვედეთთან თამაშზე უკეთესი იყავით, ერთი გაიტანეთ, მეტიც შეგეძლოთ. ეს გამოიწვია მაყურებლის დასწრებამ, კარგმა დაცვამ.

კვარაცხელია ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. ახალგაზრდაა, თუმცა მაღალი კლასი უკვე აქვს და თუ ასე განაგრძობს, მას დიდ მომავალს ვუწინასწარმეტყველებ".

მკითხველის კომენტარები / 29 /
გაუვარდათ ყარაულის თოფივით ესპანელებს!არაფერი მომენტები არ ქონიათ საგოლე. ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა!!!!
Kemal gagnidze
00:12 29-03-2021
1
ჩვენმმა ბიჭებმმა ძალიანაც კარგად ითამაშეს, მონდომებაც არ აკლდათ, აშკარად ეტყობოდათ, რომ სხვანაირი მუხტით იყვნენ გამოსულები. ობიექტურობისთვის, ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ უნდა დაფიქსირებულიყო.
ნონა
11:40 29-03-2021
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული