"არ დამცინოთ, მაგრამ ეს მართლა ღირსეული წაგება იყო. არც ისეთი დიდი უფსკრულია ჩვენსა და კარგ გუნდებს შორის, როგორც ეს ბევრს ჰგონია. ცოტაც უნდა დავიხვეწოთ და მერე იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება.
პ.ს. თანამედროვე ფეხბურთში პრესინგის თამაში ყველას მოეთხოვება. დასვენებული თავდამსხმელი რომ ცვლილებაზე გამოდის და დაძუნძულებს, ეს არის კატასტროფა.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ გამოჩნდა, თამაში შეგვიძლია. საკმარისი ტალანტი გვაქვს იმისთვის, რომ ყველა მატჩზე მოსაგებად გავიდეთ მინდორზე.
საკვალიფიკაციოს მიზანი უნდა იყოს ჯგუფიდან გასვლა და არა შემდეგი საკვალიფიკაციოსთვის მზადება. ლუზერის მენტალიტეტი რამენაირად უნდა მოვიცილოთ და იღბალიც ჩვენს მხარეს იქნება. უნდა დავიჯეროთ, რომ შეგვიძლია და ნავსი გატყდება", - წერს ზურაბიშვილი.
თამაშს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ჟურნალისტი რამაზ ხატიაშვილი ეხმაურება:
"ესპანურ პრესას ვკითხულობ. გვაქებენ და კვარაცხელია საერთოდ ცაში აჰყავთ.
"საქართველო ისე იცავდა თავს, როგორც საბერძნეთი, მაგრამ განსხვავება ის იყო, რომ, როდესაც ბურთს ჩაიგდებდნენ ხელში, რაც სულაც არ ხდებოდა იშვიათად, ძალიან სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდნენ. თითქმის ყოველთვის მარცხენა ფლანგზე კვარაცხელია იყო, 20 წლის ბიჭი, რომელიც რუსულ „რუბინში“ თამაშობს, მაგრამ მალე ევროპის რომელიმე დიდ კლუბში ვიხილავთ. ის აკეთებდა ყველაფერს, რაც სურდა, როგორც სურდა და როდესაც სურდა. ეს ბიჭი ნამდვილი სხივია, ყოველთვის მიკრული აქვს ბურთი ფეხზე, ყოველთვის მყარად დგას ფეხზე. ასე რომ, მთელი პირველი ტაიმი ესპანეთი ქართულ კედელს ეჯახებოდა და საკუთარ კართან ცუდ დღეში ვარდებოდა" - ("ელ მუნდო").

საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში ესპანეთთან დამარცხდა. მატჩი სტუმრების სასარგებლოდ, ანგარიშით 1:2 დასრულდა.
თამაშის პირველი გოლი ქართველმა ფეხბურთელმა კვარაცხელიამ გაიტანა. შემდეგ ესპანელებმა ანგარიში გაათანაბრეს, მატჩის ბოლო წუთებზე კი მასპინძლების კარში კიდევ ერთი გოლი გაიტანეს.

2. კაშიამ მოსამზადებელი პერიოდი კარგად ჩაატარა, როგორც ჩანს. კარგ ფორმას იბრუნებს.
3. ესპანელების პირველი გოლის წინ კაკაბაძე მოტრიალდა და ბურთს გაეცალა. ბურთს კი არ უნდა გაექცე, ბურთისკენ უნდა გაიწიო და უნდა გადაეღობო ბურთს.