"ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ" - "ბარსელონას" ფანები შენგელიას უხეშობას მწვავედ გამოეხმაურნენ

AutoSharing Option
2022 წლის მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს უმასპინძლა და 1:2 დამარცხდა.

94-ე წუთზე საქართველოს ნაკრების მხრიდან წითელი ბარათი ლევან შენგელიამ მიიღო, რომელიც "ბარსელონას" ახალგაზრდა ვარსკვლავის, პედრის წინააღმდეგ უხეშობისთვის მოედნიდან გააძევეს.

ამ ფაქტს საკმაოდ ემოციურად შეხვდა Twitter-ზე "ბლაუგრანას" გულშემატკივართა საკმაოდ პოპულარული გვერდი total Barça, რომელმაც აღნიშნული ეპიზოდის ფოტო გაავრცელა და დაწერა:

"ლევან შენგელია, ვიმედოვნებთ, რომ ამ სახელს აღარასოდეს გავიგებთ ან წავიკითხავთ".

Sportall.Ge

მოგეხსენებათ, პედრი ჯერ მხოლოდ 18 წლისაა. ის "ბარსელონას" ერთ-ერთ იმედად ითვლება და ფანების გულისწყრომაც სწორედ ამან გამოიწვია, რომ შესაძლოა,
ფეხბურთელს მძიმე ტრავმა მიეღო.

მკითხველის კომენტარები / 33 /
ძალიან კარგად მესმის, მათი.გულის დაწყვეტა გასაგებია,მაგრამ ამის გაკეთება,ან გამართლება,არაფრით შეიძლება.არ გვეკადრება.სპორტი, პირველ რიგში,მაინც სპორტია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს.
სოსო
30 მარტი 2021 11:27
8
კარგით რა-განგებ ჩაარტყა??!!
lasha
30 მარტი 2021 12:21
5
ესეიგი ქართველის ნაირი გაუტანელი ერი არ არსებობს... რამოსი ესპანელი არ არის ტრავმა უშვებ ხალხს? მაგაზე რატო არ წერენ
Jeyjey
30 მარტი 2021 17:58
4
საერთოდ რა დასაძახებელი ეგ იყო, სულ რო არ ეუხეშა მაონც ვერაგრით გამოივინა Თავი.
სანდრო
30 მარტი 2021 13:07
14
განზრახ უხეშობა არ იყო და შეცდომა კი ყველას მოსდის. შენგელია გამხნევება და გვერდზე დგომა სჭირდება, რომ ასეთი შეცდომები აღარ დაუშვას. წარმატებით ლევან!
გიორგი
08 აპრილი 2021 02:39
0
Shengelia kargi bichia ar girs erti shecdomis gulize amxela ayalmayali ubralod nervebma umtyuna qula jibeshi gvedo da uceb arsaidan daikarga aman gadaukra tvalebze bindi. Masetebic da uaresebic gauketebiat shengeliaze ati tavit gamocdil da profesional fexburtelebs marto amis vardna gaxda sagangasho da agmashfotebeli.
Ucxo
31 მარტი 2021 17:25
1

სიახლეები პოპულარული