ოთარ კიტეიშვილი: იმედი მაქვს, საბერძნეთთან მიზანს მივაღწევთ

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მესამე ტურში საბერძნეთთან გასვლითი მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"საბერძნეთის წინააღმდეგ ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის. საკვალიფიკაციო ეტაპზე გამართული ორი თამაშის შემდეგ, სამწუხაროდ, ქულა ვერ მოვიპოვეთ, დასანანი მატჩები წავაგეთ. ამიტომ საბერძნეთის წინააღმდეგ ჩვენი მიზანი ქულების მოპოვებაა. ვთვლი, რომ ხვალ მოსაგებად უნდა ვითამაშოთ და იმედი მაქვს, მიზანს მივაღწევთ.

რაც შეეხება საბერძნეთის ნაკრებს, საკმაოდ კარგი გუნდია, მათ ესპანეთის წინააღმდეგ ერთი ქულის აღება შეძლეს, რაც შეუძლებელია შემთხვევითობა იყოს. საბერძნეთთან თანაბარ თამაშს ველოდები", - ციტირებს
კიტეიშვილს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 5 /
Saberznets da kosovos gasvlac da saxlshic tu mougebt otxive tamashs meore adgili chatvalet garantirebuli gaqvt.
Ucxo
10:54 31-03-2021
2
ოთარ, შენ ეგეთი საგოლე პასები დაარიგე და აბა რას ვიზავთ!!
buba
09:54 31-03-2021
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული