"ისინი წნეხს არ განიცდიან..." - არაბული სანიოლის სიტყვებს ეთანხმება

AutoSharing Option
ბერძნული "ლამიას" ქართველი ფორვარდი ბაჩანა არაბული, რომელიც საქართველოს ეროვნული ნაკრების კანდიდატად მოიაზრება, 31 მარტის შეხვედრის წინ იქაურ "გაზეტას" ესაუბრა.

27 წლის ფეხბურთელი ვილი სანიოლის განცხადებას იზიარებს, რომ საქართველოს ნაკრები მოსაგებად ითამაშებს და არა თავის დასაცავად:

"მართალია, ჩემს თანამემამულეებს ორი მარცხი აქვთ, მაგრამ ისინი წნეხს არ განიცდიან, რადგანაც განვლილ შეხვედრებში კარგი შთაბეჭდილება დატოვეს".

საქართველოს ნაკრების პოტენციური წევრი გამოცემას ესპანეთთან დაპირისპირებაზეც ესაუბრა:

"საოცარი პირველი ტაიმი ჩავატარეთ და საგოლე მომენტებიც შევქმენით. ბოლოს რაც მოხდა, ეს დიდი იმედგაცრუებაა. ჩვენი მიზანი ჯგუფში მინიმუმ მესამე ადგილის
დაკავებაა".

ბაჩანა არაბული ამბობს, რომ საქართველოს ნაკრების მეტოქე ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი მისი კერპია:

"ასაკი მხოლოდ ციფრებია" - აცხადებს რესპონდენტი.

წყარო: gazzetta.gr

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული