აბურჯანია: სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო

AutoSharing Option
საბერძნეთთან მატჩის შემდეგ (1:1) კომენტარი საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა გიორგი აბურჯანიამ გააკეთა.

"ურთულესი კალენდარი გვქონდა, სტუმრად შვედეთს და საბერძნეთს დავუპირისპირდით, საკუთარ მოედანზე კი, ესპანეთს. ამის მიუხედავად, გუნდმა საკუთარი თავი კარგად წარმოაჩინა და აჩვენა, თუ რა მიმართულებით ვითარდება.

პირველი ქულა გასვლაზე საბერძნეთთან მოვიპოვეთ და ეს ადვილი ნამდვილად არ იყო. ვფიქრობ, უფრო მეტად რომ გაგვმართლებოდა, ამ სამ შეხვედრაში ოთხი ან მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ მწვრთნელს სამუშაოდ დიდი დრო არ ჰქონდა, რადგან ყოველ სამ დღეში თამაში იყო", - ციტირებს
აბურჯანიას nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 5 /
შვედებთან ნიჩია, ესპანეთთან მოგება და საბერძნეთთან მოგება.... სულ 7 ქულა უნდა გვქონოდა ჩემი აზრით...
ტორპედოელი
02:46 02-04-2021
0
აბუ მიდით ბოლომდე,მსოფლიოზე ვერა,მაგრამ ამ გუნდით ევროპაზე გასვლა შეგიძლიათ,სანიოლის ნაკრებს ამის რეალური შანსი აქვს!
სიმართლე
11:11 01-04-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული