სანიოლმა ესპანეთთან მეორე ტაიმი ვერ წაიკითხა - კახა ცხადაძე

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს, "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ექსმთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იყო.

კახამ განვლილი 3 თამაში შეაჯამა:

"ფაქტობრივად, ახალ მწვრთნელს დრო არ ჰქონდა, რათა კონკრეტულად მომზადებულიყო. ამიტომ ფორსმაჟორში იმუშავა, 2 დღით ადრე შეიკრიბნენ, თუმცა შემდეგ უკვე რამდენიმე დღე ჰქონდა მას იმისთვის, რომ თავისი იდეები ეჩვენებინა.

მადლობა იმისთვის, რომ დაიმსხვრა ის მითი, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის ნაკრებში მიყვანა უაზრობაა და არ შეიძლება. რა თქმა უნდა, არ არის სწორი. გიორბელიძე რამდენი ხანია უკვე ავსტრიაშია, თუმცა,
მართალია, დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი კომპონენტი აქვს ამ ფეხბურთელს და პერსპექტივები ჩანს, რომ მას შეუძლია ძალიან კარგი მარცხენა მცველი დადგეს. ასევე შეუძლია მაღალ სიჩქარეზე დიდი მანძილი დაფაროს, წართმევაში ხისტია. ერთადერთი, დროთა განმავლობაში რაც იყო, პოზიციური შეცდომებია, გოლიც გავიდა მისი შეცდომით, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მთავარია, რომ დაინახეს ეს ბიჭი და ყველაფერი იქნება.

ეს 3 თამაში გურამ კაშია საუკეთესო იყო. მონაცემებიც რომ ვნახოთ და თავისი ორთაბრძოლებიდან გამომდინარე, ჩაჭრებიდან მე მგონია, საუკეთესო იყო. კვარაცხელიაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ეს ბიჭი ფენომენია...

რაც შეეხება სანიოლს, ამ ადამიანმა პირველივე დღეს აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად თამაშობს ფეხბურთელი. მთავარია, აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, რაც კონკრეტული პოზიციას სჭირდება. მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. თუ ფეხბურთელი გუნდში არ თამაშობს, ის ნაკრებში არ ითამაშებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამას ყველანი მივესალმებით. მისცა საშუალება ზივზივაძეს და სწორიც გააკეთა, ესპანეთთან მისცა თამაში, შემდეგ არ შეცვალა და ბერძნებთან ისევ ათამაშა, რაც კარგია.

ჩემი გაგებით, კიტეიშვილი "დინამოში" მეორე საყრდენს რომ თამაშობდა, ძალიან ეფექტური იყო. მე ვთვლი, რომ ეს პოზიცია მისთვის საუკეთესოა. შეიძლება მისი სხვა პოზიციაზე თამაშიც. იგივე, როდესაც პირველ ნომრად გვინდა თამაში, შეიძლება კანკავასთან ერთად მეორე საყრდენად დაყენება და მათ წინ კიდევ ერთი შემტევის დამატება. ჩემი გაგებით, თუ მოგებაზე ვითამაშებდით, ამის გაკეთება გუშინაც შეიძლებოდა. შევთანხმდებით, რომ ჩვენ ფრეზე კმაყოფილები ვიყავით. დავინახეთ, რომ არანაირად წასაგები თამაში არ იყო, შემთხვევითი გოლი გავიდა. მეორე ტაიმში საბერძნეთს ჩვენთვის არცერთი მომენტი არ შეუქმნია.

გუშინ დამცველებმა დაცვაში კარგად ითამაშეს. შეტევაში კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. გასაგებია, რომ კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია და კიდევ უფრო მაგარი გახდება, მაგრამ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული რომ არ უნდა ვიყოთ, ეს ჩვენ მაკედონიასთან თამაშმა გვანახა. არ გვყავდა კვარაცხელია და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო.

თამაშის სტილს რაც შეეხება, აბსოლუტურად არ შეცვლილა. რასაც თამაშობდა ვაისი 4:3:3-ს, იმას თამაშობს ვილიც. თვითონ შეცვლებს რაც შეეხება, ჩემი გაგებით, ესპანეთთან მეორე ტაიმი ვერ წაიკითხა, რადგან თამაში გადასაწყობი იყო, რომ არ წაგვეგო. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, კონკრეტულ პოზიციაზე გამოცვალა ფეხბურთელი. ესპანეთთან თამაში ჩვენ არანაირად არ უნდა წაგვეგო.

თუ დააკვირდით, მეორე ტაიმში რას შვრებოდა ესპანეთი, როდესაც ბურთი მოედნის ცენტრში კვარაცხელიასთან მიდიოდა, მარჯვენა მცველი, საყრდენი და ფორვარდი დგებოდნენ ერთად. გზა მხოლოდ ფლანგისკენ იყო. მანდ შეიძლებოდა კვარაცხელიას შუაში გადაყვანა. მთელი მეორე ტაიმი ხვიჩა დაცვითი ფუნქციის შესრულებით იყო დაკავებული. მე ვთვლი, რომ ესეც წასაკითხი და ბოლომდე მჯერა, რომ კვარაცხელიას 90 წუთი გამოყენება საჭირო გახლდათ. მაგ პოზიციის გამაგრება სხვა ფეხბურთელის დახმარებით შეიძლებოდა და ხვიჩას შეტევაში გამოყენებით შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ხვიჩა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც გოლს იტანს ან საგოლე გადაცემას ასრულებს, ან თუნდაც თამაშს ამწვავებს. ამ მხრივ ბევრია სამუშაო, იმისთვის, რომ პოზიციური შეტევა დადგეს. ვთამაშობთ იმავე ფეხბურთს, არანაირი ცვლილება არ არის. გუშინ მოგება თუ გვინდოდა, ორი ფორვარდის გამოყვანა შეიძლებოდა, ორი ფორვარდით შეტევა, მაგრამ ჩვენ სულ მომავალზე ვლაპარაკობთ... აგერ, სომხეთს 3 თამაშში 9 ქულა აქვს, გუშინ მაკედონიამ გერმანიას მოუგო, ჩვენ სულ რაღაცა მომავალზე ვლაპარაკობთ. ყველასთან თამაში შეიძლება. აგერ, ესპანეთთან პირველი ტაიმი მოვიგეთ, თანაც, თამაშიდან გამომდინარე.

მე განსხვავებას თამაშის სტილიდან გამომდინარე ვერ ვხედავ, თორემ ის, რომ ფეხბურთელებს თამაშის ჟინი ჰქონდათ, ცვლილებები მოხდა და თამაშის საშუალება მიეცათ და მით უმეტეს, ესპანეთთან თამაშის დროს სახლში თამაშობენ და მაყურებელი წელიწადია არ ყოფილა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ჟინი იყო, ახალი მწვრთნელია, ყველას უნდა თავისი ადგილი დაამტკიცოს.

ჩვენს ნაკრებს შეტევითი პოტენციალი ძალიან კარგი აქვს, მაგრამ ამას დალაგება უნდა და კიდევ ერთი, ძალიან გვიჭირს პრესინგიდან ბურთის ამოტანა. ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო. თუ მაღალი პრესინგიდან ბურთის ამოტანა ვერ ვისწავლეთ, როგორც ასეთი, პირველ ნომრად თამაშს ვერ შევძლებთ. ამ დონეზე როდესაც ვთამაშობთ, ბურთი ყველანაირი პრესინგიდან უნდა ამოვიტანოთ. მე დავინახე ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ადამიანი არ ერიდება და თვითონაა ბოსი, რაც ძალიან კარგია, ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ. ზოგადად თამაშში ბევრი რაღაცაა დასალაგებელი, რადგან მარტო ერთ ფეხბურთელზე აწყობილი თამაში ძალიან ძნელია.

რაც შეეხება ცენტრფორვარდს, ძალიან სწორად მოიქცა სანიოლი, როდესაც ზედიზედ ორი თამაში ზივზივაძეს მისცა, რადგან უნდა დაენახა, როგორ ითამაშა ესპანეთთან და შეედარებინა გუშინდელი თამაშისთვის. ჩემი გადმოსახედიდან, ის ფეხბურთი, რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ეს გახლავთ მეორე ნომრად და სწრაფ შეტევებზე ქვილითაია იდეალურია ჩემთვის, ზივზივაძე საჯარიმოში ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ძალიან კარგად იხსნება და სახიფათოა. ამიტომ, როდესაც ნაკრები პირველ ნომრად თამაშობს ან აძლიერებს გუნდს, ზივზივაძე აშკარად გამძლიერებელია.

ვნახოთ, როგორ გააძლიერებს შეტევასა და დაცვას. ეს მისი შესრულებით ვერ დავინახე და ამაზე ვაკეთებ აქცენტს. პირველ ნომრადაც უნდა ითამაშოს და მაღალი პრესინგიდანაც უნდა ამოვიდეს, თუ დაინახავენ, რომ პრესინგიდან ვერ ამოვდივართ და მარტო გრძელ გადაცემას ვაკეთებთ, ყველა მაღალ პრესინგს გაგვიკეთებს და ვერ ამოვიტანთ ბურთს.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ გუშინდელ საბერძნეთს ჩვენსავით ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. კოსოვოს ასევე ჩვენზე ძლიერი ფეხბურთელები არ ჰყავს. რაც შეეხება შვედეთს, თუ იბრაჰიმოვიჩს და კლაასენს არ გამოვყოფთ, დანარჩენი სულ ახალგაზრდები ჰყავთ და უმეტესობა საკუთარ ჩემპიონატში თამაშობს. ამიტომ აუცილებელი კონკრეტული მიზნის დასახვაა, მაგრამ ფაქტია, მიზანი არ დაისახა. ახლა უნდა დაყენდეს ის გუნდი, რომელიც ერთა ლიგას მოიგებს. ვნახოთ, წარმატებები ვუსურვოთ.

გუშინ სომხეთის თამაშს ვუყურე. ჯერ იგებდნენ, შემდეგ აგებდნენ და თამაში მაინც მოიგეს. ამიტომ, როდესაც 1:1 გახდა, ყველა დაკმაყოფილდა, რით, რომ 1:1-ია?.. აი, ეს მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. იმაზე ვსაუბრობთ სულ, რომ მომავალში კარგი იქნება, მომავალში კარგი იქნება და 30 წელი გავიდა. ვაისის დროსაც, იმ ერთ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ასეთი მატჩები ჩაატარა.

ჩვენ ყოველთვის კარგი ფეხბურთელები გვყავს, დაწყებული ბორის პაიჭაძის თაობიდან, სლავა მეტრეველი, მიშა მესხი, ყიფიანი, გუცაევი, შემდეგ ქეცბაია, ქინქლაძე, შემდეგ წამოვიდა კობიაშვილი და კალაძე, ჩვენთან სულ იქნება თაობა. საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა, ახალგაზრდები სულ გვეყოლება, უბრალოდ მეტი უნდა მოვითხოვოთ, რათა შედეგი ვაჩვენოთ.

ჩვენ მაკედონიასთან იმხელა შანსი გავუშვით, რომ ეს ოქროს ასოებით უნდა ჩაწერილიყო ისტორიაში, რამხელა ტურნირზე უნდა გვეთამაშა. იმ შემადგენლობით უნდა გვეთამაშა, მაკედონიასა და ბელარუსზე ძლიერები ვიყავით, ხომ შეიძლება მენტალიტეტი შევიცვალოთ? დაველოდოთ ეს 2 თვე, წარმატებები საქართველოს ნაკრებს" - განაცხადა კახამ.



მკითხველის კომენტარები / 28 /
არავინ არ ამბობს, რომ ვერცერთი აუტი ვერ მოაწოდეს ჩვენებმა წესიერად და ბურთის მიღებაც არ უვარგათ, ერთი მეტრით გაექცევათ ხოლმე და ბურთიც იკარგება, ბურთი უნდა მიგეწებოს ფეხზე მიღებისას
ბადრი
01 აპრილი 2021 18:49
5
შენ ხო კრამიტებს რაკარუკი აუტეხე მწვრთნელი, როცა იყავი. მერე მაგრები არიან. ძოძუაშვილს არაფერი უთქვამს ჯერ?
ჯონდო
01 აპრილი 2021 16:57
8
ამ სამმა თამაშმა მე პირადად დამანახა რომ ჩვენს ნაკრებს ყველასთან შეუძლია თამაში არის ამის რესურსი პლიუს ის ფეხბურთელები ვინც დღეს ნაკრებში არ არიან სხვადასხვა მიზეზებით ისინიც დაგვემატებიან შემდეგ თამაშებში და ჩემი აზრით თბილისში ყველა დარჩენილი თამაში მოგებაზე უნდა ვითამაშოთ გასვლაზე საბერძნეთან ფრე კარგი შედეგია ესპანეთანაც რომ აგვეღო ქულა ესეც ძალიან კარგი იქნებოდა მაგრამ დასანანი მარცხი განვიცადეთ მთავარია ბიჭებმა ყველა დარჩენილი თამაში კარგად ჩაატარონ გასვლაზეც და სახლშიც გასვლაზე თუ მაკედონია ახერხებს გერმანის დამარცხებას ჩემი აზრით გასვლაზე მაკედონიას უნდა მოვუგოთ და ესპანეთან ფრეს უნდა მივაჰწიოთ,ხოლო თბილისში ყველა თამაში უნდა მოვიგოთ!!!! მართალია აღარ შეიძლება ასე გაგრძელება შემდეგი ციკლისთვის ვემზადებით ვიყენებთ ამ შესარჩევს ასე ლაპრაკში გავიდა 30 წელი ამაში ნამდვილად ვეთახმები კახას წამრატებები ჩვენს ნაკრებს ბიჭებს შეუძლიათ თამაში ყველასთან მაგრამ მთავარია შემდეგ თამაშებში ყველა იყვნენ ჯამრთელად და ვისაც ახლა ტრავა აქვს ან პრაქტიკა არ აქვს კარგ ფორმაში დაგვიბრუნდნენ.
ჯონი
01 აპრილი 2021 15:27
3
მოგწონთ თუ არა, ყველაფერი სწორი თქვა. სანიოლი ისწავლის მწვრთნნელობას 3 წელში, ვაისმა 5 წელი დაკარგა და ასე გადის დრო.მშვენივრად ერკვევა ცხადაძე, მაგრამ ურჩევნია ფედერაციას უცხოელი. რატომ? მე მგონი შური და ბოღმა კლავთ, რომ წარმატებას არ მიაღწიოს.ცხადაძეს დროს ძალიან კარგი და გამართული გუნდი იყო. არც ჩემი ნათესავია და არც ნაცნობი. ვაისს ,რომ კვარაცხელია ჰყოლოდა მოუგებდა მაკედონიას და იქნებოდა კიდევ 5 წელი, ანუ არც ვაისის ნიჭი და არც სანიოლის ნიჭი არ არის მთავარი. გამოჩნდა სანიოლის ნიჭი შვედეთში ,ხვიჩა რომ გამოცვალა, მაგას ნორმალური მწვრთნელი არ იზამდა.ღმერთმა ქნას სანიოლი გამოსწორდეს
თამაზი
01 აპრილი 2021 18:21
51
მაინც როდის იყო გამართული გუნდი პოლონეთთან 4-0, რომ წავაგეთ თუ ესტონეთთან 3-0 ? ან რომელი წარმატების შურთ და ბოღმავთ ორდობასიდან, რომ გამოაგდეს ?
H
02 აპრილი 2021 09:09
1
ხვიჩამ თვალი იტკინა და იმიტომაც შეცვალეს
Suxumchanin
02 აპრილი 2021 19:59
0
მე ცხადაძის მოყვრაული არ ვარ მაგრამ ჩემთვისაც ამაზრზენი საყურებელი იყო როგორ შეჰხაროდნენ 1-1, რეალურად ნაკრებმა აჩვენა რომ არანაირი სატურნირო მიზანი არა აქვთ, თორემ აგერ მაკედონიამ ქულები დაკარგა დასაწისში და ამის გამო გერმანიაშიც კი მოსაგებად ჩავიდა, ლობჟანიძე და ზივზივაძე კი ამ ყველაფრის ნათელი მაგალითია, ისეთი შეშინებულები თამაშობენ რომ ყოველი მათი ბურთთან შეხება არაედაკვატური გადაწყვეტილელების ზეიმია, მე ვერ გავიგე ისევ და ისევ ამ მაკედონიამ ან სომხეთმა თუ მოიხსნეს შიშები და ისტერიკაში არ ვარდებიან, გამოდიან და იბრძვიან სატურნირო მიზანი აქვთ ამ ჩვენ ისტერიჩკებს რა ჭირთ, რით ვერ მოვიდნენ აზრზე
ნიკო
01 აპრილი 2021 15:12
31
ცხადაძის აზრით ვაისიც 4-3-3-ს თამაშობდა და სანიოლიც იგივეს აკეთებსო, შემდეგ ამბობს მოგება თუ გვინდოდა 2 ფორვარდი უნდა გამოგვეყვანაო...
საფეხბურთო სამყაროში, თანამედროვე ქართველების ფეხბურთის თეორიაში ჩარევამდე, 4-3-3 მიჩნეული იყო, ყველაზე შემტევ სქემად (ფაქტიურად ერთადერთი რასაც შემტევი ფეხბურთი ქვია) და 4 ბეკს 3 ჰავბეკს და 3 ფორვარდს გულისხმობდა. 4-3-3 ერთი ფორვარდით, როცა მეორეა დასამატებელი თუ შეტევა გინდა ალბათ ნოუ-ჰაუა. ძრწოდე საფეხბურთო ევროპავ ქართველი მწვრთნელლები მოდიან...
რა უბედურ დღეში ვართ, ასე ნეტავ ვინ დაგვწყევლა...
გოგა
01 აპრილი 2021 17:26
5
სინამდვილეში სამივე თამაში 4-5-1 ათამაშა.
გიორგი
01 აპრილი 2021 21:36
0
გადამრევს ეს კაცი ხომ იცი, ქვილითაია როგორ აქო ნახეთ? ნეტა მე სხვა თამაშებს ვუყურე და ამან სხვას???
თომა
02 აპრილი 2021 09:37
1
ძირითადში კი ვეთანხმები, მაგრამ ქვილითაიას ქებამ ძირს დასცა ცხადაძის ავტორიტეტი , ფორვარდი საქართველოს არ ყავს, არც ყოლია რამაზის და შოთას შემდეგ, ზივზივაძე, შენგელიას მოგებული ორთაბრძოლა და აზრიანი პასი რამდენი აქვთ გაკეთებული? მასე ვისაც ნათამაშევი აქვს ფეხბურთი კოლაჟი რომ გაეკეთებინა ამათზე მეტი, ნაკლები არ იქნებოდა. პას ვერ ვაკეთებთ და ერთმანეთზე ვერ ვაბავთ 3-4 გადაცემას, თუ მეტოქე ცოტა მჭიდროდ გვეთამაშება, ასეთ სუსტ საბერძნეთს არ ველოდებოდი, მართალია ცხადაძე არ იყო მზაობა ამ თამაშის მოსაგებად, არად შეიძლებოდა
გუსანი
01 აპრილი 2021 18:40
7
სწორი დიაგნოზი დაუსვა
ნიკო
01 აპრილი 2021 16:23
14
ეტყობა სხვა საქართველოს ნაკრების თამაშები 'წაიკითხა', ვაისისა. ერთმა დაკვირვებულმა ადამიანმა ყურადღება მიმაქცევინა რომ ჯერ ერთი, სამივეში 4-5-1 სქემით ათამაშა, და მეორე, სტატისტიკა ნახეთ, ვაისის გუნდმა შესარჩევის 6 თამაშში ირლანდიასთან, შვეიცარიასთან და დანიასთან 1 გოლი გაიტანა; სანიოლისას 3 თამაშში შეადარე, ესპანეთთან, შვედეთთან და საბერძნეთთან უკვე 2; შექმნა საგოლე მომენტები. ეხლა წერა-კითხვის უცოდიანარი ვინ არის აქ? თან სანიოლი პიროვნულადაც ღია და ლაღი კაცი ჩანს, და არა ჩაკეტილი და შურისმაძიებელი.
გიორგი
02 აპრილი 2021 16:27
3

სიახლეები პოპულარული