სანიოლმა ესპანეთთან მეორე ტაიმი ვერ წაიკითხა - კახა ცხადაძე

AutoSharing Option
დღეს, 1-ელ აპრილს, "პირველი არხის" გადაცემა "ტაიმ აუტის" სტუმარი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი და ექსმთავარი მწვრთნელი კახა ცხადაძე იყო.

კახამ განვლილი 3 თამაში შეაჯამა:

"ფაქტობრივად, ახალ მწვრთნელს დრო არ ჰქონდა, რათა კონკრეტულად მომზადებულიყო. ამიტომ ფორსმაჟორში იმუშავა, 2 დღით ადრე შეიკრიბნენ, თუმცა შემდეგ უკვე რამდენიმე დღე ჰქონდა მას იმისთვის, რომ თავისი იდეები ეჩვენებინა.

მადლობა იმისთვის, რომ დაიმსხვრა ის მითი, რომ საქართველოს ჩემპიონატიდან ფეხბურთელის ნაკრებში მიყვანა უაზრობაა და არ შეიძლება. რა თქმა უნდა, არ არის სწორი. გიორბელიძე რამდენი ხანია უკვე ავსტრიაშია, თუმცა,
მართალია, დიდი სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი კომპონენტი აქვს ამ ფეხბურთელს და პერსპექტივები ჩანს, რომ მას შეუძლია ძალიან კარგი მარცხენა მცველი დადგეს. ასევე შეუძლია მაღალ სიჩქარეზე დიდი მანძილი დაფაროს, წართმევაში ხისტია. ერთადერთი, დროთა განმავლობაში რაც იყო, პოზიციური შეცდომებია, გოლიც გავიდა მისი შეცდომით, მაგრამ ეს ყველაფერი გამოსწორებადია. მთავარია, რომ დაინახეს ეს ბიჭი და ყველაფერი იქნება.

ეს 3 თამაში გურამ კაშია საუკეთესო იყო. მონაცემებიც რომ ვნახოთ და თავისი ორთაბრძოლებიდან გამომდინარე, ჩაჭრებიდან მე მგონია, საუკეთესო იყო. კვარაცხელიაზე აღარ მაქვს ლაპარაკი, ეს ბიჭი ფენომენია...

რაც შეეხება სანიოლს, ამ ადამიანმა პირველივე დღეს აჩვენა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, სად თამაშობს ფეხბურთელი. მთავარია, აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, რაც კონკრეტული პოზიციას სჭირდება. მისთვის ავტორიტეტები არ არსებობენ. თუ ფეხბურთელი გუნდში არ თამაშობს, ის ნაკრებში არ ითამაშებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო და ამას ყველანი მივესალმებით. მისცა საშუალება ზივზივაძეს და სწორიც გააკეთა, ესპანეთთან მისცა თამაში, შემდეგ არ შეცვალა და ბერძნებთან ისევ ათამაშა, რაც კარგია.

ჩემი გაგებით, კიტეიშვილი "დინამოში" მეორე საყრდენს რომ თამაშობდა, ძალიან ეფექტური იყო. მე ვთვლი, რომ ეს პოზიცია მისთვის საუკეთესოა. შეიძლება მისი სხვა პოზიციაზე თამაშიც. იგივე, როდესაც პირველ ნომრად გვინდა თამაში, შეიძლება კანკავასთან ერთად მეორე საყრდენად დაყენება და მათ წინ კიდევ ერთი შემტევის დამატება. ჩემი გაგებით, თუ მოგებაზე ვითამაშებდით, ამის გაკეთება გუშინაც შეიძლებოდა. შევთანხმდებით, რომ ჩვენ ფრეზე კმაყოფილები ვიყავით. დავინახეთ, რომ არანაირად წასაგები თამაში არ იყო, შემთხვევითი გოლი გავიდა. მეორე ტაიმში საბერძნეთს ჩვენთვის არცერთი მომენტი არ შეუქმნია.

გუშინ დამცველებმა დაცვაში კარგად ითამაშეს. შეტევაში კიდევ უფრო მეტი გვჭირდება. გასაგებია, რომ კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია და კიდევ უფრო მაგარი გახდება, მაგრამ ერთ ფეხბურთელზე დამოკიდებული რომ არ უნდა ვიყოთ, ეს ჩვენ მაკედონიასთან თამაშმა გვანახა. არ გვყავდა კვარაცხელია და ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო.

თამაშის სტილს რაც შეეხება, აბსოლუტურად არ შეცვლილა. რასაც თამაშობდა ვაისი 4:3:3-ს, იმას თამაშობს ვილიც. თვითონ შეცვლებს რაც შეეხება, ჩემი გაგებით, ესპანეთთან მეორე ტაიმი ვერ წაიკითხა, რადგან თამაში გადასაწყობი იყო, რომ არ წაგვეგო. ამიტომაც, შეიძლება ითქვას, კონკრეტულ პოზიციაზე გამოცვალა ფეხბურთელი. ესპანეთთან თამაში ჩვენ არანაირად არ უნდა წაგვეგო.

თუ დააკვირდით, მეორე ტაიმში რას შვრებოდა ესპანეთი, როდესაც ბურთი მოედნის ცენტრში კვარაცხელიასთან მიდიოდა, მარჯვენა მცველი, საყრდენი და ფორვარდი დგებოდნენ ერთად. გზა მხოლოდ ფლანგისკენ იყო. მანდ შეიძლებოდა კვარაცხელიას შუაში გადაყვანა. მთელი მეორე ტაიმი ხვიჩა დაცვითი ფუნქციის შესრულებით იყო დაკავებული. მე ვთვლი, რომ ესეც წასაკითხი და ბოლომდე მჯერა, რომ კვარაცხელიას 90 წუთი გამოყენება საჭირო გახლდათ. მაგ პოზიციის გამაგრება სხვა ფეხბურთელის დახმარებით შეიძლებოდა და ხვიჩას შეტევაში გამოყენებით შეიძლებოდა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით ხვიჩა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელიც გოლს იტანს ან საგოლე გადაცემას ასრულებს, ან თუნდაც თამაშს ამწვავებს. ამ მხრივ ბევრია სამუშაო, იმისთვის, რომ პოზიციური შეტევა დადგეს. ვთამაშობთ იმავე ფეხბურთს, არანაირი ცვლილება არ არის. გუშინ მოგება თუ გვინდოდა, ორი ფორვარდის გამოყვანა შეიძლებოდა, ორი ფორვარდით შეტევა, მაგრამ ჩვენ სულ მომავალზე ვლაპარაკობთ... აგერ, სომხეთს 3 თამაშში 9 ქულა აქვს, გუშინ მაკედონიამ გერმანიას მოუგო, ჩვენ სულ რაღაცა მომავალზე ვლაპარაკობთ. ყველასთან თამაში შეიძლება. აგერ, ესპანეთთან პირველი ტაიმი მოვიგეთ, თანაც, თამაშიდან გამომდინარე.

მე განსხვავებას თამაშის სტილიდან გამომდინარე ვერ ვხედავ, თორემ ის, რომ ფეხბურთელებს თამაშის ჟინი ჰქონდათ, ცვლილებები მოხდა და თამაშის საშუალება მიეცათ და მით უმეტეს, ესპანეთთან თამაშის დროს სახლში თამაშობენ და მაყურებელი წელიწადია არ ყოფილა და რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ჟინი იყო, ახალი მწვრთნელია, ყველას უნდა თავისი ადგილი დაამტკიცოს.

ჩვენს ნაკრებს შეტევითი პოტენციალი ძალიან კარგი აქვს, მაგრამ ამას დალაგება უნდა და კიდევ ერთი, ძალიან გვიჭირს პრესინგიდან ბურთის ამოტანა. ამაზე ძალიან ბევრია სამუშაო. თუ მაღალი პრესინგიდან ბურთის ამოტანა ვერ ვისწავლეთ, როგორც ასეთი, პირველ ნომრად თამაშს ვერ შევძლებთ. ამ დონეზე როდესაც ვთამაშობთ, ბურთი ყველანაირი პრესინგიდან უნდა ამოვიტანოთ. მე დავინახე ეს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, ადამიანი არ ერიდება და თვითონაა ბოსი, რაც ძალიან კარგია, ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალება მიეცათ. ზოგადად თამაშში ბევრი რაღაცაა დასალაგებელი, რადგან მარტო ერთ ფეხბურთელზე აწყობილი თამაში ძალიან ძნელია.

რაც შეეხება ცენტრფორვარდს, ძალიან სწორად მოიქცა სანიოლი, როდესაც ზედიზედ ორი თამაში ზივზივაძეს მისცა, რადგან უნდა დაენახა, როგორ ითამაშა ესპანეთთან და შეედარებინა გუშინდელი თამაშისთვის. ჩემი გადმოსახედიდან, ის ფეხბურთი, რასაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ეს გახლავთ მეორე ნომრად და სწრაფ შეტევებზე ქვილითაია იდეალურია ჩემთვის, ზივზივაძე საჯარიმოში ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია, ძალიან კარგად იხსნება და სახიფათოა. ამიტომ, როდესაც ნაკრები პირველ ნომრად თამაშობს ან აძლიერებს გუნდს, ზივზივაძე აშკარად გამძლიერებელია.

ვნახოთ, როგორ გააძლიერებს შეტევასა და დაცვას. ეს მისი შესრულებით ვერ დავინახე და ამაზე ვაკეთებ აქცენტს. პირველ ნომრადაც უნდა ითამაშოს და მაღალი პრესინგიდანაც უნდა ამოვიდეს, თუ დაინახავენ, რომ პრესინგიდან ვერ ამოვდივართ და მარტო გრძელ გადაცემას ვაკეთებთ, ყველა მაღალ პრესინგს გაგვიკეთებს და ვერ ამოვიტანთ ბურთს.

ვერავინ დამარწმუნებს, რომ გუშინდელ საბერძნეთს ჩვენსავით ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. კოსოვოს ასევე ჩვენზე ძლიერი ფეხბურთელები არ ჰყავს. რაც შეეხება შვედეთს, თუ იბრაჰიმოვიჩს და კლაასენს არ გამოვყოფთ, დანარჩენი სულ ახალგაზრდები ჰყავთ და უმეტესობა საკუთარ ჩემპიონატში თამაშობს. ამიტომ აუცილებელი კონკრეტული მიზნის დასახვაა, მაგრამ ფაქტია, მიზანი არ დაისახა. ახლა უნდა დაყენდეს ის გუნდი, რომელიც ერთა ლიგას მოიგებს. ვნახოთ, წარმატებები ვუსურვოთ.

გუშინ სომხეთის თამაშს ვუყურე. ჯერ იგებდნენ, შემდეგ აგებდნენ და თამაში მაინც მოიგეს. ამიტომ, როდესაც 1:1 გახდა, ყველა დაკმაყოფილდა, რით, რომ 1:1-ია?.. აი, ეს მენტალიტეტი უნდა შეიცვალოს. იმაზე ვსაუბრობთ სულ, რომ მომავალში კარგი იქნება, მომავალში კარგი იქნება და 30 წელი გავიდა. ვაისის დროსაც, იმ ერთ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ასეთი მატჩები ჩაატარა.

ჩვენ ყოველთვის კარგი ფეხბურთელები გვყავს, დაწყებული ბორის პაიჭაძის თაობიდან, სლავა მეტრეველი, მიშა მესხი, ყიფიანი, გუცაევი, შემდეგ ქეცბაია, ქინქლაძე, შემდეგ წამოვიდა კობიაშვილი და კალაძე, ჩვენთან სულ იქნება თაობა. საქართველო საფეხბურთო ქვეყანაა, ახალგაზრდები სულ გვეყოლება, უბრალოდ მეტი უნდა მოვითხოვოთ, რათა შედეგი ვაჩვენოთ.

ჩვენ მაკედონიასთან იმხელა შანსი გავუშვით, რომ ეს ოქროს ასოებით უნდა ჩაწერილიყო ისტორიაში, რამხელა ტურნირზე უნდა გვეთამაშა. იმ შემადგენლობით უნდა გვეთამაშა, მაკედონიასა და ბელარუსზე ძლიერები ვიყავით, ხომ შეიძლება მენტალიტეტი შევიცვალოთ? დაველოდოთ ეს 2 თვე, წარმატებები საქართველოს ნაკრებს" - განაცხადა კახამ.



მკითხველის კომენტარები / 28 /
მე კიდე ის დავინახე ზუსტად სიახლე თუნდაც მენტალური კუთხით, რომ ფრეზე არ დავკმაყოფილდით და პრესში ვამყოფეთ ბოლომდე საბერძნეთი. გოლის დროს კვარაცხელი ეგრევე მივიდა და ბურთი ცენტრში ამორბენინა, და მაგის მერე საგოლე მომენტებიც შევქმენით.
Irakli Apkhaidze
01 აპრილი 2021 15:27
0
მოკლედ ცხადაძემ ვერ მოინელა ნაკრებიდან გათავისუფლება, შენ წაიკითხე პოლონეთთან თამაში, ბოლო 3 წუთში რომ სამი გოლი გავუშვით? ან სადაც იმუშავე ყველგან გამოგაგდეს თან სულ კონფლიქტებით, კარგი ფეხბურთელობა ყიველთვის არ ნიშნავს კარგ ადამიანობას, ადამიანს სულ 2 დღე ქონდა და რაღაც სახე დაგვანახა , შენ მთელი კვირეები გქონდა და მაინც შედეგი ვერ დადე , ამდენი ხანი უმუშევარი ხარ თან აზერების დონეს ვერ გასცდი, ყაზახეთში სადაც ფული ტრიალებს გუნდის შესაქმნელად დრო გქონდა და საშუალებც და ვროპა ლიგაზე ყარტაყურტა გუნდებთან აგებდი, შეგვეშვი რა კაცურად და მიხედე შენს საქმეს, გუცაევი დიდი ფეხბურთელი იყო მაგრამ ძველი შეხედულებით უყურებს ყველაფერს, მე არ ვარ დარწმუნებული რომ ის დინამო თუნდაც დღევანდელ ჰერტას დონის გუნდს მაინც მიოუგებდა,შეიცვალა ფეხბურთი და მიდგომები , წესები, სტილი, დინამიკა, მაშინ კვირაში ერთი თამაში ტარდებოდა და ძვილს ასწრებდნენ აღდგენას დღეს მინიმუმ 2 თამაშია , დანნებეთ თავი ამ პროფესორობას და და თავის ქებას, წარმატებები ნაკრებს.
მათე
01 აპრილი 2021 15:58
13
ამის პროფესორობამ ხომ დამღალა რა..ესპანეთტან თამაშის გადაწყობა ასეთი ადვილია?კარგი ფეხბურთელი და არშემდგარი მწვრთნელი თან მაგარი ბოღმიანი...უთამაშებელ ბაჩანას რო იძახებდა ნაკრებში მაგას რა დამავიწყებს
L.J.
01 აპრილი 2021 17:37
11
ნახევარი გუნდი უთამაშებელი იყო (დვალი, კაკაბაძე, გიორბელიძე, კვეკვესკირი, გვილია), პლიუსკიტეიშვილი ახალი ტრამვამოშუშებული, გამოდის 6 კაცი და გინდა მაკედონიასავით ითამაშოს ახლა?? რაც შეძლეს უთამაშებელმა ფეხბურთელებმა ესეც საკვირველია: გადამბულად 3 თამაში და შორი ფრენები...,
გადამრევს ეს ხალხი
01 აპრილი 2021 15:59
3
ეს ტიპი სულ ირიბად თავის ქებაში როგორაა --ეგეთი განსაკუთრებული რა აქვს გაკეთებული, თუ ბნელა?
გიორგი
01 აპრილი 2021 14:52
11
ბაჩანა ყოლოდა აბა ასისტენტად თუ გააკრიტიკებდა ! :) ენაცვალოს მამა
კრაზანა
01 აპრილი 2021 18:47
12
მაშინ თამაშს არ კითხულობდი საკუთარ შვილს რომ ათამაშებდი ნაკრებში? თამაში თითქმის დასრულებული იყო და არაფერი წაგებას არ უქადდა ჩვენს ნაკრებს, რომ არა მეკარის უხეში შეცდომა....პ.ს მაშინაც წინ გამოსული იყო, როცა მოლდოველმა ფეხბურთელმა მსგავსი ბურთი გაუტანა ლორიას. მე მგონი რეზერვია გამოსაყენებელი ამ კუთხით.
დაიწყო ახლა პროფესორობა
01 აპრილი 2021 14:39
5
კრიტიკა ზოგადად აუცილებელიც არის და მისაღებიც მაგრამ არა ბოღმიანი მითუმეტეს იმ ადამიანისგან რომელიც თავის შვილს ათამაშებდა ნაკრებში თან დაუმსახურებლად ხოლო ის რომ ქვილითათია იდეალურია ჩვენი ნაკრებისთვის ესარი ნონსესი კაცი ფეხით ვერ თამაშობს ეს იცით რას მაგონებს ბოისაზე რო წერდენ მისი ახლობლები მთავარია დაცვადი ეხმარება თორე ბურთის ჩამგდები კიარიან ნაკრებშიო დდ ეს დედანატირები ფეხბურთს მიტო ქვია ფეხბურთი რო ფეხით თამაშო უნდა იცოდე და კალათბურთში ბურთის კალათში მოთავსება ეს უკანასკნელი მე არ მითქვამს სულიკო თორთლაძე ამბობდა ცხონებული
Zazaძე
01 აპრილი 2021 14:49
4
არა და ამ კაცია ნაკრები მომწონდა მიუხედავად პოლონეთის და ესტონეთის შემთხვევისა, მაგრამ მაგარი ღრძო და ღვარძლი ტიპია მიუხედავად იმისა რომ ამ მომენტში სწორი დიაგნოზი დასვა, თქმასაც ხომ თავისი სილამაზე უნდა!!!
ემიგრანტი
01 აპრილი 2021 17:28
11
კაი რა კახი მე სუბიექტურად მიმაჩნია, რომ შენ არაფრით ჩამოუვარდები სანიოლს და შეიძლება სჯობიხარ კიდეც მარა იმას ნუ იტყვი ესპანეთთან მე მოვიგებდიო.
jjj
01 აპრილი 2021 14:52
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული