"საქართველოს ნაკრებისთვის ორი ფორვარდით თამაში უფრო პროდუქტიული იქნება.." - ნაკრების ყოფილი მოთამაშე განვლილ მატჩებს აფასებს

AutoSharing Option
ირაკლი სირბილაძეს, რომელიც ამჟამად ფინეთის ქვედა ლიგის კლუბ "ლეპა-77"-ის მოთამაშე-მწვრთნელია, თბილისში ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგაც უთამაშია. შეხვედრა მაშინაც დასანანად წავაგეთ, მაგრამ ახლა განსხვავებული ემოციები სუფევდა, სახელოვან მეტოქეს არაერთი თავსატეხი გავუჩინეთ.

38 წლის ქართველ ფორვარდს, რომელიც ხანგძლივ საფეხბურთო კარიერას ისევ აგრძელებს, ფინეთში დავუკავშირდით. ის ყველაზე წარმატებული ამ ქვეყნის "ინტერ ტურკუშში" იყო, სადაც 74 მატჩში 35 გოლი გაიტანა. საუბარი საინტერესო გამოვიდა...

მეტი ხიფათი შევქმენით...
თუკი ვილი სანიოლის ნაკრებს ადრინდელ პერიოდს შევადარებთ, დაცვაშიც მეტი დამაჯერებლობით გამოვირჩეოდით და შეტევაშიც. შესაძლოა, წინა ხაზში რეალიზების პრობლემები იყო, მაგრამ
საკმაოდ ბევრი საგოლე შანსი შევქმენით. სასიამოვნო იყო, რომ თამამად ვამწვავებდით თამაშს.
ერთიანობაში, ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კიდევ ერთი კარგი ფაქტიორი ის იყო, რომ  სანიოლმა საქართველოში მოთამაშე ფეხბურთელებს სანაკრებო გზა გაუხსნა...

ორი ფორვარდი მეტად გამოგვადგება...
ფრანგმა სპეციალისტმა შემტევი ტაქტიკა აირჩია, მაგრამ ჩემი აზრით, საქართველოს ნაკრებისთვის ორი ფორვარდით თამაში უფრო პროდუქტიული იქნება. ე.წ, "ტანმაღალ" თავდამსხმელთან ერთად, აუცილებლად უნდა იყოს მოძრავი შემტევი, რომელიც თავისუფალ ზონებს აითვისებს და მეტოქის მცველების ზურგს უკან გადაგდებულ ბურთებზე წარმატებით ითამაშებს... რა თქმა უნდა, ასეთ დროს ნახევარდაცვაში მოთამაშეთა რაოდენობა მცირდება და ეს სხვა ტიპის პრობლემებს ქმნის, მაგრამ რაღაცის დათმობა მოგვიწევს...

ქვილითაია და ზივზივაძე
ჩვენმა ფორვარდებმა მოინდომეს, თამაშის გასამწვავებლად ცდა არ დაუკლიათ, მაგრამ როცა ერთი გამოკვეთილი ფორვარდით ვთამაშობთ, მაშინ ფლანგებიდან მეტი დახმარებაა საჭირო, პირველ რიგში, საჯარიმოში ხშირ ჩაწოდებას ვგულისხმობ. დროთა განმავლობაში, ეს მეტად დაიხვეწება და შედეგიც მოვა. ქვილითაიასა და და ზივზივაძეს კლუბში გოლები გააქვთ, მაგრამ ნაკრები მაინც სხვა სპეციფიკაა, აქ ფეხბურთელები მცირე ხნით არიან ერთად და შეთამაშებაც უფრო რთულია.

სად უნდა წავიდეს ხვიჩა?!
დარწმუნებული ვარ, საკუთარ კარიერას ხვიჩა კვარაცხელია სწორად წარმართავ, თუმცა მიმაჩნია, მისი დონის ასამაღლებლად უკეთესი იქნება, მაქსიმუმ ერთ წელიწადში "რუბინიდან" გადაბარგდეს. არ ვამბობ რომ რუსეთის პრემიერლიგა სუსტია, ბევრს მოსწონს თუ არა, საკმაოდ მაღალი დონისაა. მთავარია, ხვიჩა კვარაცხელია გადავიდეს ისეთ ძლიერ ჩემპიონატსა და კლუბში, სადაც 90 წუთი თამაშის შესაძლებლობა ექნება!

ელიტარული ჩემპიონატის ფასი
ჩვენი ნაკრების წარმატება უფრო რეალური გახდება, თუკი ფეხბურთელები ბევრად უკეთეს კლუბებში გადაბარგდებიან და მეტი სათამაშო პრაქტიკა ექნებათ. ფიზიკური გამძლეობა, რასაც მათგან ვითხოვთ, მხოლოდ ასეა შესაძლებელი... გიორგი მიქაუტაძის შესახებ რაც ვიცით, სასიამოვნოა, რომ ამ დონის ფორვარდით გავძლიერდით, თანაც მას უახლოეს პერიოდში შეუძლია თავი დაიმკვიდროს საფრანგეთის ელიტურ ჩემპიონატში...

რატომ წავაგეთ?
როცა ფეხბურთელი შეცდომას უშვებს, განსაკუთრებით შეხვედრის ბოლო წუთებში, აქ დაღლილობა დიდ როლს თამაშობს. კლუბში სათამაშო პრაქტიკის გარეშე, ფიზიკური კონდინციების კომპენსირებას ვერავინ შეძლებს. სანაკრებო შეკრებაზე დრო მინიმალურია, შესაბამისად ყველაფერს ვერ მიექცევა სათანადო ყურადღება... რთულია დაბეჯითებით თქმა, ესპანეთთან ანგარიშის შესანარჩუნებლად, ბოლო წუთებში, რომელი ტაქტიკა აჯობებდა. ლუის ენრიკეს გუნდს დიდი რესურსი აქვს და ყოველთვის შეუძლია, შენგან საპირისპირო შემოგთავაზოს.

მაშინაც ამას ვამბობდი...
როცა 2012 ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ მივიღე მონაწილეობა, მაშინაც ვამბობდი, რომ ფეხბურთის თამაში ყველასთანაა შესაძლებელი! მაქსიმუმი უნდა გააკეთო, რათა გულშემატკივრებმა დაინახო, რომ თავს არ ზოგავ. ასე რომ, ნებისმიერ ნაკრებთან გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ!

უთამაშებელ ფეხბურთელს არავინ იწვევს!
შესაძლოა, გამონაკლისებიც არსებობდეს, მაგრამ თუ გადახედავთ სხვა ნაკრებების შემადგენლობებს, იშვიათად წააწყდებით ისეთ ფეხბურთელებს, რომელსაც კლუბში სტაბილური პრაქტიკა არ აქვთ. ჩვენს შემთხვევაშიც არიან მოთამაშეები, რომლებიც მაღალი კლასით გამოირჩევიან და კარგი სანაკრებო წარსულითაც, თუმცა თამაშისათვის ეს საკმარისი ვერ უნდა იყოს, თუნდაც სუსტი კონკურენციის პირობებში...

საკუთარ თავზე მუშაობა!
მნიშვნელოვანია, ფეხბურთელმა ზუსტად იცოდეს, რა აქვს გამოსასწორებელი. კლუბში საერთო ვარჯიშის შემდეგ, მწვრთნელის დახმარებით ან ინდივიდუალურად ვარჯიშით, საკუთარ თამაშში დახვეწოს ის კომპონენტები, რომელშიც შედარებით სუსტია...

ქართველები ფინეთში

კოვიდდ-რეგულაციების გამო, გარკვეულ აქტივობებში შეზღუდულები ვართ, თორემ შესაძლებელი იყო ფინეთში ქართველი ფეხბურთელების ტრანსფერებზეც ფიქრი. ამ ქვეყანაში ინფრასტრუქტურა ძალიან გამართულია, არის როგორც ღია, ასევე დახურული ტიპის მოედნები. ფინური კლუბები თავს ევროსარბიელზეც არ ირცხვენენ...


მკითხველის კომენტარები / 12 /
ერთ “ხეირიან” თავდამსხმელს ვერ ვპოულობთ, კარში დარტყმა რომ იცოდეს და ამან ორი თავდამსხმელით ვითამაშოთო :))

ერთი ქვილითაია ან ზივზივაძე არ გვეყოფა ნერვიულობისთვის მოედანზე, ეხლა ორივე ერთად? :)))))

სად გვყავს ორი თავდამსხმელი :)
12:49 03-04-2021
5
კარში დარტყმა უნდა ვისწავლოთ, შორიდან და საშვალო სიშორიდან. უაზროდ კი არ უნდა დავარტყათ, მიზანი უნდა დავარეგულიროთ, აბა წითელ ხალიჩას არავინ დაგვიფენს კარის წინ.
foodboll
12:56 03-04-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული