ივნისში საქართველოს ნაკრები ნიდერლანდებს დაუპირისპირდება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მიმდინარე წლის ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას შორის მოლაპარაკებების შემდეგ გადაწყდა, რომ ქვეყნის ეროვნული გუნდები ერთმანეთს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდებიან.

6 ივნისს, ქალაქ ენსხედეში, საფეხბურთო კლუბ "ტვენტეს" სტადიონზე ნიდერლანდებსა და საქართველოს საფეხბურთო ნაკრებთა მატჩი შედგება. შეხვედრა თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. ორი ქვეყნის საფეხბურთო ნაკრებს შორის ეს იქნება ისტორიაში პირველი დაპირისპირება.

ვილი სანიოლის გუნდი ნიდერლანდებთან მატჩამდე კიდევ ერთ საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. 2 ივნისს საქართველოს ნაკრები სტუმრად რუმინეთს შეხვდება. ფიფას
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 2 სექტემბერს საკუთარ მოედანზე, კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გადასარევი სპარინგებია, ნებისმიერი ფედერაცია მოიწონებდა თავს! ერთი შენიშვნა მაქვს ნაკრებთან დაკავშირებით და ჟურნალისტებმა, ან ვინმე სხვამ მიაწვდინოთ იქნებ ხმა კობის და კომპანიას.
ეკიპირებას ვგულისხმობ. დღეს არცერთი ნაკრები არ იზღუდება დროშის ფერებით და ჩვენ რაღას მოგვაბეზრეთ ეს თეთრი და წითელი?! აგერ რაგბის ნაკრებს მივბაძოთ, ღვინისფრად რომ იმოსებიან, ან ძველი დინამოს (ფაქტიურად ნაკრები რომ იყო) გარდერობიდან ავიღოთ რამე ისეთი, წარმატებასთან რომ ასოცირდება (1964 ან 1978-81 წლების მოდელები). ხვიჩას მივწერე, იმედია, საბერძნეთთანაც გაიტან, მაგრამ „დამირეკე“-ს ჟესტზე ხელს აიღებ-მეთქი და ასეც მოხდა და ახლა, იმედია, ფედერაციაც დამიჯერებს და უკვე ივნისში მოარგებს ნაკრებს ახალ ეკიპირებას.
matador777
06 აპრილი 2021 17:41
3
გავხევთ ყოფილ ჰოლანდიას და ახლანდელ ნიდერლადებს ბაბელებს და და დელიხტებს
irakli
06 აპრილი 2021 15:30
7
მოდით შევთანხმდეთ რუმინეთში და ჰოლანდიაში ზედიზედ ორი სპარინგი სერიოზული საქმეა ნებისმიერი სიძლიერის გუნდისთვის
sormona
06 აპრილი 2021 15:11
0
არაა საკმარისი. გაფართოებული შემადგენლობიდან ადგილობრივებით დავაკომპლექტოთ ნაკრები და ამხანაგურად ახალგაზრდულს შევახვედროთ, ბათუმის დინამოს, თბილისის დინამოს და აშ. თვეში ორი თამაშის ჩატარება შეიძლება. ბიჭები დაიხვეწებიან, ტაქტიკურად და ფიზიკურად მოემზადებიან, უახლოესს რეზერვს დავათვალიერებთ. კიდევ გამოჩნდებიან ნიჭიერი ნიჭიერი.
თენგაბი
06 აპრილი 2021 15:06
0
Kargia magram zogi ukmayofilebas gamoxatavs ver gaigeb andora romyofiliyo ratom ityodnen niderlandebia da ratomo
Bacho
06 აპრილი 2021 14:18
0
ხო შეიძლება ისეთი გუნდები მოძებნონ რომლებთანაც ნაკრები მოგებებს მიეჩვევა
დათო
06 აპრილი 2021 13:54
46
შენ როდის დაიწყე ყურება ? ან რას გულისხმობ მიეჩვიოში არგეყო ლატვიასთან ანდორასთან მოგებები :)) ან იმათ რო მოუგებ შენი ლოგიკით მერე ჰოლანდიას მოვუგებთ?
beqa
06 აპრილი 2021 14:57
0
მასეთებს ისედაც ვხვდებით და შევხვდებით ერთა ლიგაზე. აღარ გეყო ყაზახეთები და ანდორები?)))
შოთა
06 აპრილი 2021 14:28
0
არადა, მაკედონიასთან რომ მოგვეგო, ევროზე უნდა გვეთამაშა ჰოლანდიასთან ამ ივნისში (ჯგუფური ტურნირის მესამე თამაში). არაუშავს, მომავალი მაინც ჩვენია!
gio
06 აპრილი 2021 13:39
0
მაგარია.ყოჩაღ ფედერაციას.რაღაც ამ ბოლოხანს ძალიან მომწონს ფედერაციის მუშაობა.გრანდებიდან მარტო ჰოლანდიას არ შევხვედრივართ ევროპაში და არის ესეც.ბელგიას მაინც დროებით გრანდად განვიხილავ.ისე მესამე თამაშიც არ იქნებოდა ცუდი.აქ.თბილისში ან ბათუმში.
Master
06 აპრილი 2021 13:21
0
ძალიან გამიხარდა ამას ნამდვილად არ ველოდი მგონი არასოდეს შევხვედრილვათ ნიდერლანდებს როგორც ვიცი ძაან კაი სიახლეა ასეთ გუნდებს უნდა ვეთამაშოთ სულ თუ პროგრესი გვინდა
ზურა
06 აპრილი 2021 13:20
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული