მიქაუტაძის დუბლი, საგოლე პასი და "სერენი" ჟუპილერ ლიგაშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბელგიის პლეი-ოფის საპასუხო მატჩში გიორგი მიქაუტაძის "სერენმა" გასვლაზე "ვაასლანდ-ბევერენს" 5:2 სძლია და ჟუპილერ ლიგის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, პირველი მატჩში "სერენმა" მიქაუტაძის მიერ 90+2-ე წუთზე გატანილი პენალტით ფრეს მიაღწია საკუთარ მოედანზე (1:1). განმეორებითი შეხვედრის მე-15 წუთზე ფრეიმ მასპინძლები თერთმეტმეტრიანით წინ გაიყვანა. გიორგიმ მალე პენალტით ანგარიში გაათანაბრა, ხოლო სანამ მსაჯი გუნდებს შესვენებაზე გაიხმობდა, საბაუნიმ სტუმრები დააწინაურა.

მეორე ტაიმის დასაწყისში სინანიმ ანგარიში გაათანაბრა, 62-ე წუთზე ფაიემ ჩვენებურის პასით ანგარიში 2:3 გახადა, ხოლო 70-ე წუთზე ქართველმა ლეგიონერმა კიდევ ერთხელ დალაშქრა მეტოქის კარი. 90+5-ე წუთზე
ბერნიემ მეხუთე გოლი გაუტანა "ბევერენს" და 5:2 გაიმარჯვეს.

მიქაუტაძემ ამ სეზონში 22 გოლი გაიტანა და შეიძლება "მეცმა" უკან დაიბრუნოს, თუმცა "სერენში" უთუოდ მეტი სათამაშო დრო მიეცემა და ბელგიის პირველ დივიზიონში ასპარეზობა უჯობს. ნებისმიერ შემთხვევაში, საქართველოს ნაკრების 20 წლის თავდამსხმელს შესანიშნავი პერსპექტივა აქვს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან კარგად ითამაშა, ჭკვიანურად, გოლის ყნოსვა აქვს, ბურთს კარგად იჭერს, მოძრაობაშიც ძლიერია, მოედანს კარგად ხედავს და კარგ პასებს იძლევა, კუთხურიდან თუ სტანდარტულიდან არაჩვეულებრივად ასვამს პასებს და ასრულებს. მოკლედ ჩვენს ნაკრებს ძალიან კარგი მოძრავი და ჯიგრიანი თავდამსხმელი გამოუჩნა, აგუეროს სტილის და მე მგონია აგუეროზე ბევრად ჭკვიანი. ნეხეთ აგუერსო დღევანდელი პენალი და მიქაუტაძის:)
niko
01:17 09-05-2021
5
მხოლოდ ბაია პატარაიას არ მოეწონება და ეს წარმატება, თორე დისლაიქი რატო უნდა დაიწეროს ვინმემ ამ ბიჭს ვერ ვხვდები.
Vasili
01:07 09-05-2021
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული