რუმინეთის ნაკრებს საქართველოსთან იტალიური ლეგიონი და პუშკაში დააკლდება

AutoSharing Option
2 ივნისს დაგეგმილი ამხანაგური შეხვედრის წინ, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელ ვილი სანიოლის მსგავსად, შემადგენლობა რუმინელთა დამრიგებელმა, მირელ რედოიმაც დაასახელა. 40 წლის სპეციალისტმა 25 მოთამაშეს უხმო:

მეკარეები - ფლორინ ნიცა ("სპარტა", ჩეხეთი), ფლორინ იაკობი ("არადი"), ანდრეი ვლადი ("FCSB");

მცველები - იონუც ნედელკარუ ("აეკ," საბერძნეთი), ვლად კირიკეში ("სასუოლო", იტალია), კრისტი განეა ("არისი", საბერძნეთი), ადრიან რუსი ("ფეჰერვარი", უნგრეთი), დეიან სორესკუ ("დინამო ბუქარესტი"), ტიბერიუ კაპუშა ("ჩინდია"), ნიკუსორ ბანკუ ("უნივერსიტატია");

ნახევარმცველები - რაზვან მარინი (კალიარი, იტალია), ნიკოლაე სტანჩუ ("სლავია", ჩეხეთი), იანის ჰაჯი ("გლაზგო", შოტლანდია), ალექსანდრუ
მაქსიმი ("გაზიანთეფი", თურქეთი), ალექსანდრუ ბალუტა ("პუშკაშ აკადემია", უნგრეთი), კონსტანტინ ბუდესკუ ("დამაკი", საუდის არაბეთი), ადრიან პაუნი ("კლუჟი"), დარიუს ოლარიუ ("FCSB"), ოლიმპიუ მორუტანი ("FCSB"), ფლორან ტანასე ("FCSB"), ალექსანდრუ ჩიკადაუ ("უნივერსიტატია");

თავდამსხმელები - კლაუდიუ კეშერუ ("ლუდოგორეცი", ბულგარეთი), დენის ალიბეკი ("ქაისერი", თურქეთი), ადრიან ივანი ("უნივერსიტატია").

მეტოქეს რამდენიმე მოთამაშე დააკლდება, მათ შორის იონუც რადუ("ინტერი"), ვალენტუინ მიჰეილე, დენის მანი (ორივე "პარმა"), ჟორჟე პუშკაში("რედინგი").

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებს რუმინეთთან ერთერთი ყველაზე ცუდი სტატისტიკა აქვს - შვიდ მატჩში ერთი ფრე და ექვსი მარცხი.

ამ შეხვედრის შემდეგ(6 ივნისს) სანიოლის გუნდი ნიდერლანდებს, რუმინელები კი ინგლისის
ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

altსანიოლი ნაკლები ექსპერიმენტით - დებიუტანტი შეტევაში და დაბრუნებული ექსლიდერები

 

altვილი სანიოლმა ეროვნული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა



მკითხველის კომენტარები / 1 /
დანაკლისს თუ გავითვალისწინებთ საქართველოზე უკეთესი შემადგენლობა არ ჰყავს!
Irakli
15:26 21-05-2021
0

სიახლეები პოპულარული