ამხანაგურ მატჩებში ნაკრებს ერთერთი ლიდერი გამოაკლდა, შემცვლელის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 17 მაისს ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ სანაკრებო შემადგენლობაში, ცვლილება განხორციელდა.

სამხრეთ კორეაში კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული გადაადგილების შეზღუდვის გამო, ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში "ულსან ჰიუნდაის" ქართველი ლეგიონერი ვაკო ყაზაიშვილი ვერ დაეხმარება.

მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, გუნდს უნგრული "უიპეშტის" ფეხბურთელი გიორგი ბერიძე შეუერთდება.

ამ ეტაპზე საქართველოს ნაკრებში 26 ფეხბურთელია გამოძახებული. 31 მაისის ჩათვლით საწვრთნელი შეკრება ს.კ. ზესტაფონის თბილისის ზღვის ბაზაზეა დაგეგმილი

წყარო: nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 6 /
ვაკოს კარგი სტარტი აქვს აღებული ჩემპიონატსი ნელ ნელა შედის კარგ ფორმაში და დარწმუნებული ვარ თუ ტრამვა ან რამე პრობლემა არ შეეხვდა სექტემბრისთვის მაგარ ფორმაში იქნება რაც შეეხება ბერიძეს ნამდვილად იმსახურებდა გამოძახებას.
რაც შეეხება ქოჩორაშვილს ჩემი აზრით ამ ბიჭისთვის ნაკრები ჯერ ადრეა ჯერ ლევანტეში დაიმკვიდროს ადგილი იმ დონეზე მაინც რომ ხშირად ითამაშოს შეცვლებზე და მერე აუცილებლად გამოიძახებენ ნაკრებში და სეგუნდა ბს თამაშობს დუბლებში ძირითადად და ჩემი აზრით დუბლებიდან ეროვნულ ნაკრებში ფეხბურთელის ადგილი არ არის.
გიორგი
16:51 21-05-2021
0
ყაზაიშვილს საერთოდ რა უნდა ნაკრებში
???????????????
15:57 21-05-2021
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული