გუნდის ერთ-ერთ ლიდერ თორნიკე ოქრიაშვილს ლამაზი გოლი გამოუვიდა - ბურთი შესანიშნავად დაამუშავა და მეკარეს დაბალ კუთხეში გაუტანა.
კარგი იყო ახალბედა "ჯვაროსან" გიორგი მიქაუტაძის გოლი - ბურთი მკერდზე კარგად მიიღო და გიორგი ლორიას აუღებელი დაურტყა.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები რუმინეთის ქალაქ პლოიეშტში ადგილობრივ ნაკრებს 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაუპირისპირდება.
საქართველოს ნაკრებმა რუმინეთში გამგზავრებამდე ბოლო ვარჯიში გამართა