კაშია: გვინდა გამარჯვების სერია ნიდერლანდებთან გავაგრძელოთ

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან მატჩისწინა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ ისაუბრა.

"ნიდერლანდებში დაბრუნება, რა თქმა უნდა, მახარებს, ამ ქვეყანაში რვა წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვიცი თუ როგორი საფეხბურთო კულტურა აქვთ და ძალიან სასიამოვნოა, რომ ხვალ ასეთ გუნდს დავუპირისპირდებით. ჩემთვის განსაკუთრებული მატჩია და რა თქმა უნდა, ძალიან მინდა მასში მონაწილეობის მიღება. გუნდში შესანიშნავი განწყობაა, ბოლო შეხვედრა მოვიგეთ და გვსურს ეს სერია ნიდერლანდებთანაც გავაგრძელოთ. ბოლომდე დავიხარჯებით და ვეცდებით, რომ დადებით შედეგს მივაღწიოთ.

ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ძალიან კარგი გამოცდილება იყო. ამ
ქვეყანაში ბევრი სასიამოვნო დღე გავატარეთ, ასევე მომწონდა იქ თამაში. ახლა კი, საქართველოში დავბრუნდი და ფეხბურთის თამაშით კვლავ სიამოვნებას ვიღებ", - ციტირებს კაშიას nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 3 /
მოზომილად, კაშო, მოზომილად:)
რუმინეთი ბანდაა და კარგია რომ მოვუგეთ, მაგრამ ნიდერლანდები.........ყველა მაგრად გგულშემატკივრობთ, მაგრამ მოგებისა ნაკლებად მჯერა...თქვენ ფრე გააგორეთ და ჩვენ ჩავთლით, რომ მოიგეთ:)
zaz197
14:13 06-06-2021
0
უეჭველი გავნადგურდებით!!!! ამან რამდენჯერაც დაიკვეხნა მოვიგებთო იმდენი გადაგვიარეს.
თარსია
12:51 06-06-2021
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული