დღეს, 6 მაისს, საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ nakrebi.ge-სთან კომენტარები "ჯვაროსანთა" ნახევარმცველებმა გიორგი აბურჯანიამ და საბა ლობჟანიძემ გააკეთეს.
გიორგი აბურჯანია: "თითოეული ფეხბურთელისთვის ეროვნული ნაკრების მაისურით გამართული ყველა მატჩი საამაყოა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ასეთი დონის მეტოქეს უპირისპირდები, რადგან ეს მატჩი ჩვენს რეალურ ძალას დაგვანახებს, რა პლუსები გვაქვს და რა მიმართულებით გვჭირდება მომატება.
ტვენტეს სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ეს გაგრძელდება".
ტვენტეს სტადიონთან ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს და იმედი მაქვს, რომ ხვალინდელ შეხვედრაზე ეს გაგრძელდება".
საბა ლობჟანიძე: "ძალიან საინტერესო მატჩის მოლოდინში ვარ. ნიდერლანდები ევროპის ჩემოპიონატისთვის ემზადება,
ჩვენთვის კი, კარგი ტესტი იქნება, თუ როგორ შეგვიძლია ამ დონის მეტოქესთან დაპირისპირება.
ძალიან დიდი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია. მწვრთნელებთან ერთად ვარჯიშებზე სხვადასხვა ტაქტიკა დავამუშავეთ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი სექტემბრის ოფიციალური მატჩებისთვის კეთდება და იმედი მაქვს, რომ ამ შეხვედრებს სრულ მზადყოფნაში შევხვდებით".