სანიოლი: ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან 0:3 წაგებული ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს. შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან
დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია. ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშე უკეთესად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 38 /
მკვდრებს გასინჯვა აღარ უნდა თუ ძმა ხარ. ისეთებს ნუ ათამაშებ, თავად რომ არ ელიან
სტალინი
07 ივნისი 2021 02:25
1
რას უზავს ამ რახიტებს , არ იციან, ეზარებათ, უტყდებათ სირბილი, ათ აზიდვას ვერ გააკეთებენ, ფიზიკა ნული...........................................
?
07 ივნისი 2021 02:19
0
სამაგიეროდ საზღვარგარეთ თამაშობენ, ბიჭუნები. მაგრამ რა გასაკვირია, მეტი არავინა გვყავს.
სიმართლე.
07 ივნისი 2021 16:06
0
მდა...
ჰოლანდიის ნაკრებს ვედრებით?
თოთო ბავშვებიც არ ვართ ჯერ ფესხბურთში. ახლა ვსწავლობთ ფეხბურთის სწორად თამაშს...
ძალიან ჩამოვრჩებით საფეხბურთო სამყაროს და ნუ გავიწყდებათ ძმებო ეგ.
დავითი
07 ივნისი 2021 14:19
2
გუშინწინ მებადურების მოყვარულებს ვერ ვუგებდით, უკვე დაგავიწყდათ?
.
07 ივნისი 2021 15:42
1
რუმინეთთან ცაში აიყვანეთ ნაკრები, ახლა ლანძღავთ. ასე დილეტანტები იქცევიან. მიწაზე დაეშვით და შეეშვით პროფესორობას.
გრიგოლი1408
07 ივნისი 2021 12:58
5
... პრ ა ფესორობას!!!
დათო
07 ივნისი 2021 14:26
1
გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ,ყველამ ხომ ვიცოდით რომ ჰოლანდია უშანსოდ მოგვიგებდა?რაა წინასწარ ემზადებოდით ნეგატიური კომენტარებისათვის?ასეთ ნაკრებთან ტოლსწორად სათამაშოდ არ ვართ მზად.ესპანეთს ნუ შეადარებთ ამ ჰოლანდიას,ამათ სხვა სტილი აქვთ და უფრო აგრესიულად თამაშობენ,ესპანეთი კი პასს პასისთვის თამაშობს და შედარებით იოლია მათთან თამაში,ჰოილანდიასთან კი ძალიან რთულია ჩვენნაირი გუნდისთვის ტემპში აყოლა და ბურთის წართმევა.გოლის გატანა რამდენჯერმე შეგვეძლო.ვფიქრობ მეკარის და დაცვის პრობლემა ნაკლებად გვაქვს.შეტევის ფლანგებზეც ნორმალური სტუაციაა.ლობჟანიძე,შენგელია,კვარა,ჩაკვე.მიქაუტაძეც ძალაინ კარგია.აი საყრდენ ზონაში და შუაში გვაქვს პრობლემა,ერთი კიტეიშვილი გვყავს ნორმალური,ისიც ერთი ტაიმის ფეხბურთელია და ამიტომ ვერ გასცდა შტურმს.საყრდენი ზონა კი მთავარი პრობლემაა.კანკავა დაბერდა,კვეკვესკირი უკლებს,გვილია არ ვარგა,აბურჯანიაა ერთი და ისიც ვერაა რა ის დონე.
master
07 ივნისი 2021 11:18
0
რა ნორმალურად ? ერთი გოლი მაინც გაგეტანათ
გიო
07 ივნისი 2021 10:21
8
რატომ ერთი, ხუთი ბურთი გაგვეტანა, არ სჯობდა?
გიორგი.
07 ივნისი 2021 15:49
2
სანამ ფეხბურთელთა ნაკრები შიშებით და სიფრთხალით ითამაშებს, ანუ ნებისმიერ მეტოქეს ბურთს ჩააბარებს და თვალის გაყოლებით დაასრულებს თამაშს ... მანამ არაკონკურენტული დავრჩებით. - Კრესინგი და აგრესია თამაშში,ვერ შეგუება მეტოქის ბურთის ფლობის, შეტევაზე - მოგებაზე ორიენტირებით და ეს ყოველივე შესაბამისი სტრატეგიით და ტაქტიკით ...დგება გამარჯვება, რაც ამ თამაშში - ა რ იყო.
- მო ა შ ო რ ე თ დაფრთხალის ფსოქოლოგია ქართულ ფეხბურთში.
გლახუნა
07 ივნისი 2021 15:40
3
რომელიღაცა ბრაზილიელმა თქვა ვეტერანმა-შემტევი მტაცებელი ცხოველივით უნდა იყოს 360 გრადუსზე ყველაფერს უნდა ხედავდეს და მთელი ტერიტორია თავისი სანადირო ველივით უნდა ჰქონდესო... ზოგს რო მოვარგოთ ეს ფორმულა,მტაცებელი კი არა შვლის ნუკრი ან ბეკეკა მოგაგონდება
Levani
07 ივნისი 2021 17:13
0
რატომღაც მგონია რომ ფედერაცია უხეშად ერევა მწვრთნელების საქმეში და მოთხოვნა აქვთ რამოდენიმე ფეხბურთელზე რომ უნდა ათამაშონ, წინააღმდეგ შემთხვევაში 4-5 ფეხურთელი სამწუხაროდ საერთოდ არაა ნაკრების დონის, ეგ კიარა და ეროვნულიდან შეილება ორჯერ უკეთესების ამორჩევა.
ემიგრანტი
07 ივნისი 2021 02:44
8
რუმინეთთან და ჰოლანდიასთან თამაშით თუ ვიმსჯელებთ, მეეჭვება კოსოვოს მოვუგოთ.
haha
07 ივნისი 2021 09:29
36
დავბრუნდით ისევ დამსახურებულ ჩასვრილის პოზიციაზე, მაგას მაინც არ გვეცილებიან და ვერ წაგვართმევენ
?
07 ივნისი 2021 02:43
19
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული