სანიოლი: ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ

AutoSharing Option
ნიდერლანდებთან 0:3 წაგებული ამხანაგური მატჩი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა შეაფასა.

"ივნისის ამხანაგურ მატჩებამდე ვთქვით, რომ ეს შეხვედრები არის ახალი მოთამაშეებისა და ახალი ტაქტიკის გამოსაცდელად. არასდროს იცი, რა მოხდება ოფიციალური თამაშების დროს. შესაძლოა, ბევრი ტრავმირებული ფეხბურთელი გყავდეს და ამისთვის მზად უნდა იყო.

ვფიქრობ, რომ დღეს ჩვენზე ბევრად ძლიერ მეტოქეს დავუპირისპირდით. რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი გვქონდა და ვფიქრობ, რომ მინიმუმ ერთი გოლის გატანას ვიმსახურებდით. ნიდერლანდებს მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი ნაკრები ჰყავს, ჩვენზე გაცილებით ძლიერ მეტოქესთან
დავმარცხდით.

​ორი ამხანაგური შეხვედრა გავმართეთ, ერთი მოვიგეთ და ერთი წავაგეთ. ვფიქრობ, რომ ეს მატჩები ჩვენი შესაძლებლობების შეჯამების კარგი საშუალება იყო. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დღევანდელ შეხვედრას ნორმალურად შევაფასებ, თუმცა გარკვეული მომენტებით უკმაყოფილო ვარ.

​ნიდერლანდების წინააღმდეგ გამართულმა მატჩმა დაგვანახა, რომ წარმატების მისაღწევად და კარგი რეზულტატის საჩვენებლად გვჭირდებიან ფეხბურთელები, რომლებიც ახალ პროექტში 100 პროცენტით იქნებიან ჩართულები და მზად იქნებიან, რომ ბოლომდე დაიხარჯონ. დღევანდელ შეხვედრაში ბოლომდე ასე არ იყო და სწორედ ამიტომ, ცოტა უკმაყოფილი ვარ. ასევე მესმის, რომ ივნისი ფეხბურთში რთული პერიოდია. ამ დროს შედეგი იმდენად მნიშვნელოვანი არაა, როგორც ეს სექტემბერში იქნება. კოსოვოს წინააღმდეგ ოფიციალურ შეხვედრაში მჯერა, რომ საკუთარ თავს ბევრად უკეთესად წარმოვაჩენთ და მეტი ამბიციით ვითამაშებთ.

სანაკრებო ფეხბურთში ყოველთვის ასე ხდება, რომ სხვადასხვა საწვრთნელ შეკრებაზე სხვადასხვა მოთამაშე უკეთესად წარმოაჩენს საკუთარ შესაძლებლობებს. სექტემბერში გასამართ ოფიციალურ მატჩებამდე დაახლოებით სამი თვე გვაქვს. ამ პერიოდში შესაძლოა ბევრი რამ მოხდეს, ზოგი მოთამაშე გუნდს შეიცვლის, ზოგი ითამაშებს, ზოგი - ვერა. განვლილი ორი შეხვედრა კარგად უნდა გავაანალიზოთ, რა გავაკეთეთ კარგად და რა ცუდად. აუცილებლად უნდა ვეცადოთ, რომ განვითარება გავაგრძელოთ და უკეთესები გავხდეთ", - ციტირებს სანიოლს nakrebi.ge.

მკითხველის კომენტარები / 38 /
მშვენიერი თამაშები იყო დასაკვირვებლად თუ ვისზე უნდა გაკეთდეს აქცენტი შესარჩევ მატჩებზე, ლორია უალტერნატივოა,დაცვას რაც შეეხება დიდი რჩევანი არც არის და ალბათ კაშია, ხოჭოლავა, კაკაბაძე, გიორხელიძე საუკეთესო ვარიანტი იქნება, ყველაზე პრობლემური ნახევარდაცვაა, კანკავას გარეშე მაგრად გვიჭირს, გვილია და დაუშვილი ერთი მეორეზე წყალწაღებულები არიან და ალბათ სანიოლმა ამათზე აქცენტი არ უნდა გააკეთოს, კიტეიშვილი კარგი იყო,შენგელიასაც აქვს პოტენციალი, თავდასხმაში უფრო მარტივად გვაქვს საქმე, ჩაკვეტაძე როცა გამოჯანმრთელდება, კვარასთან და მიქაუტაძესთან ერთად მშვენიერ ტრიოს შექმნიან.არაფერი არ არის დაკარგული, მთავარია ჯანმრთელად იყვნენ ბიჭები და შეიძლება ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი
მამუკა
04:43 07-06-2021
1
ამიტომაც არ გვესაქმებოდა არაფერი ევროპის ჩემპიონატზე!
მიდი ვილი გაყარე გასაყრელი და დატოვე დასაყენებელი ფეხბურთელები!
ბიჭებო ახლა რას იტყვით ჭე კლასისი დონის ჩემპიონატში გოლს, რომ გაიტანთ და ნაკრებში ბრონს ითხოვთ? წუხელ დაგიშალათ ვინმემ კარში დართყმა თუ კომბინაციური თამაში?
ქომაგი
08:03 07-06-2021
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული