საქართველოს ნაკრების განაცხადში კიდევ ერთი ცვლილებაა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას 30 აგვისტოს იწყებს. ვილი სანიოლის მიერ დასახელებულ შემადგენლობაში კიდევ ერთი იძულებითი ცვლილებაა. ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გიორგი ფანცულაია, რომელიც ეროვნული ნაკრების საწვრთნელ შეკრებაზე პირველად იყო გამოძახებული, ტრავმის გამო გუნდს ვერ დაეხმარება. მას თანაკლუბელი გიორგი ზარია შეცვლის. 24 წლის ფეხბურთელი "ჯვაროსნების"კიდევ ერთი დებიუტანტია.

საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან, ესპანეთთან და ბულგარეთთან 2, 5 და 8 სექტემბერს გასამართი მატჩებისთვის შავი ზღვისპირეთში 26 ფეხბურთელით მოემზადება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია ("ანორთოსისი", ფამაგუსტა, კვიპროსი), გიორგი მამარდაშვილი ("ვალენსია", ესპანეთი), ლაზარე
კუპატაძე ("დინამო", ბათუმი, საქართველო)

მცველები: გურამ კაშია ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი), ოთარ კაკაბაძე ("კრაკოვია," კრაკოვი, პოლონეთი), დავით ხოჭოლავა ('კოპენჰაგენი", დანია), გურამ გიორბელიძე ("დინამო", დრეზდენი, გერმანია), გრიგოლ ჩაბრაძე ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ირაკლი აზაროვი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ლუკა ლოჩოშვილი ("ვოლფსბერგი", ავსტრია), საბა ხვადაგიანი ("დინამო", თბილისი, საქართველო)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა ("სლოვანი", ბრატისლავა, სლოვაკეთი) გიორგი აბურჯანია ("ჟილ ვისენტე", ბარსელო, პორტუგალია), საბა ლობჟანიძე ("ჰატაისპორი",  ანტაკია, თურქეთი), ვაკო ყაზაიშვილი ("ულსან ჰიუნდაი", სამხრეთ კორეა), გიორგი ჩაკვეტაძე ("გენტი", ბელგია), ზურიკო დავითაშვილი ("არსენალი", ტულა, რუსეთი), ჯაბა ჯიღაური ("დინამო", ბათუმი, საქართველო), ოთარ კიტეიშვილი ("შტურმი", გრაცი, ავსტრია), მურთაზ დაუშვილი ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი), ვლადიმერ მამუჩაშვილი ("დინამო", ბათუმი, საქართველო), სანდრო ალთუნაშვილი ("დინამო,", ბათუმი, საქართველო), გიორგი ზარია ("დინამო", ბათუმი, საქართველო), გიორგი წიტაიშვილი ("ჩერნომორეცი,", ოდესა, უკრაინა)

თავდამსხმელები: გიორგი მიქაუტაძე ("მეცი", საფრანგეთი), გიორგი ქვილითაია ("აპოელი", ნიქოზია, კვიპროსი)

შეგახსენებთ, ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია უკვე გამოაკლდა და მას გიორგი წიტაიშვილი შეცვლის.

NAKREBI.GE

alt"ლაციოსა" და "ნაპოლის" ფეხბურთელებით - კოსოვოს ნაკრებმა საქართველოსთვის შემადგენლობა დაასახელა

altტრავმირებულ კვარაცხელიას ნაკრებში წიტაიშვილი შეცვლის


მკითხველის კომენტარები / 9 /
უბედურება ისაა რო სხვა თავდამსხმელი ჰორიზონტზე არ იძებნება.3 თამაში 2 თავდამსხმელით რთულია.
Levani
16:12 28-08-2021
3
მამარდაშვილი,აზაროვი, ხოჭოლავა, კაშია, ჩაბრაძე, კანკავა, კიტეიშვილი, ლობჟანიძე, ჩაკვეტაძე, ყაზაიშვილი, მიქაუტაძე.
ზუკა
01:50 29-08-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული