კიდევ ერთი მძიმე დანაკლისი - ნაკრებს ლობჟანიძეც ვერ დაეხმარება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებს კოსოვოსთან დაპირისპირებაში, ტრავმირებული ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, აგრეთვე მისი ერთ-ერთი ლიდერი და საუცხოო ფორმაში მყოფი ნახევარმცველი საბა ლობჟანიძე ვერ დაეხმარება, რომელიც ვარჯიშზე დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას nakrebi.ge ავრცელებს:

"საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურის მატჩში კოსოვოს დაუპირისპირდება. 1-ელ სექტემბერს ვილი სანიოლის გუნდმა შეხვედრის მასპინძელ "ბათუმი არენაზე" მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა და მასში მონაწილეობა 25-მა ფეხბურთელმა მიიღო. ვარჯიშზე მიღებული ტრავმის გამო კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრას საბა ლობჟანიძე გამოტოვებს".

მკითხველის კომენტარები / 28 /
გჯერავთ ეხლა ეს? მე არა. ამხელა მნიშვნელობის თამაშები გაქვთ წინ და ვარჯიშზე როგორ უნდა დაიმტვრე ისე, რო ვერ ითამაშო? ახალი ხალხი ყავთ გამოსაცდელი და გასაყიდი და ეგაა. ვარჯიშზე თუ მარტლა ტრამვას ღებულობს ფეხბურთელი, თან გამოკვეთილად ფავორიტი, ესე იგი შეგნებულად დაამტვრიეს. არ მახსოვს, რომ რომელიმე ნაკრებში, წამყვანი ფეხბურთელი, მნიშვნელოვანი მატჩის წინ , ვარჯიშზე იმტვრეოდეს. ესპანეთთან, 1-1 ზე, სანიოლმა 70 წუთზე შეცვალა კიტეიშვილი და ლობძანიძე, ხოლო 76-წუთზე, კვარა და კაკაბაზე. ამის შემდეგ მეოთხე დამატებითზე გავუშვით გოლი და წავაგეთ. ეხლა იტყვით ვილი მაგარიაო. არ ვიცი. ახლა კვარას და საბას არ ყოფნაში, მტელი ნაგრუზკა მოვა ჩაკვეზე და კიტეზე, ხოდა მაგათაც რამე არ მოუვიდეთ, ფუი ეშმაკს. იდიოტი არ უნდა იყო? ისედაც სანტლიტ ვეძებტ ფორმასი მყოფ ბიჭებს და საბას ვარჯიშზე ამტვრევ, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ამტვრევ იმენნა.ასე ქვია მაგას აბა რააა. ისე გააგორებიე ბურთი, ან დაასვენე ვაბშე. რა ვარჯიში მაგას უნდოდა, ასეთ დროს, პოზიცია იცის თავისი და ფორმაშია, რას ასწავლიდნენ ახლა ისეთს ამ ერტ დღეში, რაც გააფუწეს? ამიტომ არ მჯერავს.შეიძლება გაამართლონ ახალმა ბიჭებმა, მარა საბს დამტვრევა? არაფერში არ წერია.. უნიჭო ვითომ მაფია. მერე კიდე, ლორიაა ძირითადი მეკარეო, რომ ამბობს ვილი, ეს რას ნიშნავს? მამარდაშვილი ჯობიაო, მარა ლორიაა ძირითადიო? ანუ ეს როგორ გავიგოთ? ამ ფედერაციის ხელში და ზოგადად ამ მთავრობის ხელში, არაფერი არ იქნება არააა. ნეტავ შევცდე, დიდ ბოდიშს მოვიხდი. მიტომაც გარბის ხალხი, და არც ვამტყუნებ, ნეტა მეც შემეძლოს წასვლა, უკანაც არ მოვიხედავდი.
ლევან მაღლაკელიძე
02 სექტემბერი 2021 13:25
4
დაახლოებით ჩვენთვის აქეთ რობენი დაგვაკლდა,იქით რიბერი.
მინდია
02 სექტემბერი 2021 12:49
1
ნუ ნერვიულობთ 3:1 ს ვიგებთ, მერე არა თქვათ რა იცოდაო, ერთი ძველი ტელევიზორი მაქვს იმაში თქვეს:)
ნიკოლოზი
02 სექტემბერი 2021 12:05
0
ეს არის ერთი , რომელსაც ევროპული სიჩქარე აქვს. მაგის იმედი მქონდა
თამაზი
02 სექტემბერი 2021 11:07
0
რომელიღაც მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ესპანეთის ნაკრების მეკარემ-კანისარესმა აბაზანაში მიიღო ტრამვა ოდეკოლონის ფლაკონისგან. ხელიდან გაუვარდა და ფეხზე დაეცა. სანტიაგომ ის ჩემპიონატი გამოტოვა.
რჩევა ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს: თამაშამდე არ მიიღონ შხაპი. რაიცით, რა ხდება...
წყალსიქითელი
02 სექტემბერი 2021 10:59
1
სანიოლ ბულგარეთისთვის მაინც გამოიძახე შენგელია, თორემ მარჯვენა ნახევარმცველი აღარ დაგრჩება ბოლომდე ხომ ხედავ!
მწვრთვნელი
02 სექტემბერი 2021 10:11
2
აქაურ ჰავაზე ალერგია აქვთ მგონი სულ დაგიკარგავენ ყველაფრის ხალისს რა
912
02 სექტემბერი 2021 09:21
0
მახსოვს ადრე ბავშვებს ხელსაბნევს უკეთებდნენ თვალი არ ეცესო, ხოდა მემგონი დროა ფედერაციამ ფედერაციის ლოგოიანი სამაჯურები დაამზადებინოს და გაუკეთონ ჩვენ ფეხბურთელებს,სხვა საშველს ვეღარ ვხედავ,ოქრის არ იყოს ვეღარც ღმერთი გვშველის უკვე, ოპტიმალური შემადგენლობა არ გვეღირსა,არადა რა მაგარი თაობაა,
:-)
02 სექტემბერი 2021 08:46
0
ეს სანიოლი გასაგდებია ვასისავით, რამდენი ხანია ვაკვირდები და ნაკრებში მარტო გამხდარ ფეხბურთელებს იძახებს, წვრილი ფეხები რომ აქვთ ისეთებს. ეხლა რომ არ გამოიძახოს ზიბზიბაძე ნამდვილად არველაძეების ბიძაშვილის დაყენებულია სასტავი. გოლი გოლზე გააქ უნგრეთში ამ ჟურნალისტებმაც ამოიღეთ ხმა რაარის რატომ ხართ ჩუმათ?
Semi
02 სექტემბერი 2021 06:39
15
თქვე კაი ხალხო მეორადი ნაწილებისგან აგაწყეს, თუ რა გჭირთ? სკამზე კაცი აღარ დაგვრჩა
: )))))))
02 სექტემბერი 2021 03:02
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული