საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან დამარცხდა და ჯგუფის აუტსაიდერია - გუნდი კვარაცხელიას გარეშე მარცხისთვისაა განწირული [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები კოსოვოსთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენს გუნდს ამ შეხვედრაში კვარაცხელია და ლობჟანიძე ვერ დაეხმარნენ, ხოლო მეტოქეს - რაშიცა, ზენელი და ჟეგროვა. „ჯვაროსანთა“ მწვრთნელმა სანიოლმა 4-2-3-1 ტაქტიკა აირჩია და შემადგენლობაში დებიუტანტი წიტაიშვილი დააყენა.

მიუხედავად კოკისპირული წვიმისა, ბათუმის სტადიონის გაზონი ჩინებულ მდგომარეობაში იყო. საქართველოს ნაკრებმა მეტოქის სასტარტო შეტევები მოიგერია, ბურთი დაიჭირა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. მე-12 წუთზე ტრავმა მიიღო კიტეიშვილმა, რომელმაც „შტურმში“ ბოლო შეხვედრა ბარძაყის კუნთის პრობლემის გამო გამოტოვა და ეროვნულ გუნდში ინდივიდუალურად ემზადებოდა.

მე-13 წუთზე
კი სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, როდესაც ხოჭოლავამ მურიქთან ბრძოლაში თავით საკუთარ კარში ჩაჭრა ბურთი. მასპინძლები ერთფეროვნად უტევდნენ, მოწინააღმდეგის კართან ვერანაირ ხიფათს ვერ ქმნიდნენ და მხოლოდ წიტაიშვილი ამწვავებდა თამაშს, რომელსაც წესების დარღვევით აჩერებდნენ. ბურთის ქვილითაიაზე გადაგდება „არ მუშაობდა“, ყაზაიშვილიც დაკარგული იყო.

ტაიმის დასასრულს სანიოლის შეგირდები გააქტიურდნენ, ორიოდ მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო. აშკარა გახლდათ, რომ სანიოლს შესვენებაზე შეტევის ხაზში ცვლილებების განხორციელება სჭირდებოდა, თუმცა არავინ შეცვალა.

მეორე ტაიმის დასაწისში თამაშის სურათი არ შეიცვალა - „ჯვაროსნების“ არაფრისმომცემი ინიციატივა, ალბანელთა კონტრიერიშები და კინაღამ მეორე გოლი მივიღეთ - ჩაბრაძეს კასტრატი გაექცა, ლორიასთან პირისპირ გავიდა და მეკარემ გადაგვარჩინა. მე-60 წუთზე მოედანზე ყაზაიშვილის ნაცვლად მიქაუტაძე შევიდა, ხოლო 78-ეზე - ქვილითაიასა და აბურჯანიას მაგივრად ჩაკვეტაძე და დავითაშვილი. ჩვენს ეროვნულ გუნდს კი შეტევაში მაინც არაფერი გამოსდიოდა, ინდივიდუალურადაც ვერავინ ახერხებდა მეტოქის მწყობრი დაცვის გარღვევას, ხოლო მოწინააღმდეგე მშვიდად თამაშობდა, დროც გაჰყავდა, სწრაფი კონტრშეტევებისას მწარედ „იჩხვლიტებოდა“, გოლიც გაიტანა, რომელიც თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა.

მოკლედ, ისე წავაგეთ, რომ რეალური მომენტი არ შეგვიქმნია. ფაქტია, გუნდს კვარაცხელიას გარეშე გოლის გატანა არ შეუძლია და მარცხისთვისაა განწირული. სამწუხარო კი არა, ლამის ტრაგედიაა, როდესაც ქვეყნის ეროვნული გუნდი 20 წლის ფეხბურთელზე ასეა დამოკიდებული. ისიც ფაქტია, რაც ნაკრებს სანიოლი ჩაუდგა სათავეში, ეს მისი ყველაზე უარესი შეხვედრა იყო.

საქართველოს ნაკრები 1 ქულით B ჯგუფში აუტსაიდერია და 5 სექტემბერს ბადახოსში ესპანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“
საქართველო - კოსოვო 0:1
გოლი: 0:1 ხოჭოლავა (18 საკ. კარში)
საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ხოჭოლავა, აზაროვი, აბურჯანია (დავითაშვილი 78), კანკავა, წიტაიშვილი, კიტეიშვილი (ჯიღაური 12), ყაზაიშვილი (მიქაუტაძე 60), ქვილითაია (ჩაკვეტაძე 78)

კოსოვო: მურიჩი, ჰადერგონაი, ალიტი, რაჰმანი, ვოივოდა, ბერიშა, დრესევიჩი, ჰალიმი (ლოშაი 68), რაშანი (ჩალა 90+3), მურიქი, კასტრატი (ბიტიკი 68)

მკითხველის კომენტარები / 124 /
წინ მივდივართ.ფარერებთან მაკედონიასთან აგერ უკვე კოსოვოს თან. ახლა ესპანეთს მოვიგებთ გასვლაზე. მუშაობს კობიაშვილი და ფედერაცია.
დიმა
02 სექტემბერი 2021 22:59
2
კვარამ რა დაგიშავა ?
ვანჩოპე
02 სექტემბერი 2021 23:03
15
როგორი უწიგნური და გაუმართავი კომენტარები იწერება,ასეთივე გაუმართავი და უცოდინარი ნაკრები გვყავს.
რაც შეეხება საბავშვო და ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარებას- ისლამდიამ როცა გადაწყვიტა ფეხბურთს მიხედოს,ოცამდე მწვრთნელი მიავლინა ევროპის საუკეთესო მწვრთნელთა სკოლებში.იქიდან დაბრუნებულმა მწვრთნელებმა გაზარდეს ამ პატარა სახელმწიფოში ის ფეხბურთელები,რომლებმაც შემდგომში სასწაული მოახდინეს( სასწაული ისლანდიის მოსახლეობის და კლიმატური პირობების გათვალისწინებით).
რატომ მიგაჩნიათ,რომ დღეს უწიგნური და გაუნათლებელ( თანაც უსაქმურ) ერს, შესწევს რაიმე სასწაულის შექმნა? რა ხდება ჩვენს გარშემო? უვიცი, უწიგნური და ფლიდი ადამიანის გარშემო შემოიკრიბა ასევე უწიგნური და თანაც უსინდისო ხალხი, ხოლო დანარჩენი ქვეყანა ელოდება რაღაც სასწაულს.საიდან? როგორ?

ჟორიკა
03 სექტემბერი 2021 01:39
9
კობიაშვილი ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტად!!! (პახოდუ რაა...)
ავოიე!!!! კლაქსვიკი, არარატი, კოსოვო!!!
03 სექტემბერი 2021 01:02
1
ეს ბათუმის ფეხბურთელები, ერთი ბატეს მოუგეს და ყველა ნაკრებში მოყარეს,კაით რა იბიო რა
ზუკა
02 სექტემბერი 2021 22:18
4
ასე მგონია სანამ გვენცაძე კომენტატორია თამაშს ვერ მოვიგებთ.მაგარია ჩვენი ფეხბურთელი ოცი მეტრით კარს აცილებს და სახიფათო დარტყმაა.
დიმა
02 სექტემბერი 2021 23:13
5
ვილი როდის უნდა დარწმუნდეს რომ აზრი არ აქვს ქვილითაიას ყაზაიშვილის სიჭინავას და სხვა უცხო პლანეტელების გამოძახებისგან თავი უნდა შეიკავოს... აბურჯანიას ჯობია ნინუა გამოვიძახოთ ანორთოსისში თამაშის საშუალება მიეცემა და ბოლო ბოლო ჯარიმას მაინც ურტყავს შესანიშნავად! სხვა მხრივ ისევ მომავლის იმედად უნდა ვიყოთ კვარა ჩაკვე წიტა წინ მიქაუტაძე. ჩამშლელად კიტე და კანკავა. ამ ჩაბრაძეს კიდევ რო ხედავს სანიოლი თამაში არ მიზდის და ვერ ამწვავებს შეცვალე კაკაბაძით ხო შეიძლება? დილეტანტი ვარ სამწვრთნელო საქმეში და მე ვხვდები მაგდენს და ამ მწვრთნელებს რა სჭირთ ელემენტარულს რო ვერ ტვინავენ
რომა
02 სექტემბერი 2021 22:17
2
ყველაზე არაფრის მიმცემი თამაში ახალი მწვრთნელის ხელში.
ძალიან სამწუხაროდ ყველა მიმართულებით მათ შორის მთავარია მწვრთნელის.
Daviti
02 სექტემბერი 2021 22:09
0
სამარცხვინო ნაკრებია, შეცვლები დაგვიანებული. ამათგან არაფერი გამოვა. ჯიგარი არ აქვთ.
emzari
02 სექტემბერი 2021 22:07
0
არავითარი აღმავლობის,წინსვლის ნიშნები არ ჩანს!
დავითი
02 სექტემბერი 2021 22:07
0
ამაზე უსახურ, უგულო, უთავმოყვარეო, ფეხზე მკიდია (ვერ ვპოულობ კიდევ სიტყვებს)თამაშს ვერ ვიხსენებ. ნაკრების თამაშების 85-90 % მაინც მექნება ნანახი თავისი დაარსებიდან. აღიარებულმაც და არ აღიარებულმაც გადაგვიარა და გადმოგვიარა. p.s. მადლობა ლორიას, კაშოს, აზაროვსა და წიტაიშვილს.
ტარიელი
02 სექტემბერი 2021 22:08
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული