სანიოლი: რატომ წავაგეთ? კოსოვო უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა

AutoSharing Option
ფოტო: nakrebi.ge

კოსოვოსთან ნამატჩევს (0:1) პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"მოგეხსენებათ, რთულ ჯგუფში ვართ. გვსურს აუტსაიდერები არ ვიყოთ და ისე არ ვითამაშოთ, როგორც დღეს.

ნახევარდაცვაში ძალიან ბევრი ფეხბურთელი გამოგვაკლდა, თუმცა ეს თავის გასამართლებელი არაა. პირველი 20 წუთის განმავლობაში ძალიან ინერტულად ვმოქმედებდით, ასე კი წარმატებას ვერ მიაღწევ.

მარცხის მთავარი ფაქტორი ის იყო, რომ კოსოვოს ნაკრები უფრო მაღალ ტემპში თამაშობდა.

ოქრიაშვილს ბევრი გაუცდა, შენგელიამ მხოლოდ ახლა დაიწყო თამაში. უთამაშებელ ფეხბურთელებზე აქცენტის გაკეთება სწორი არ იქნებოდა.

მე ყველა უნდა
შევაფასო და საუკეთესოები ავარჩიო. იმედია, მომდევნო მატჩებს ნაკრების ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ იყვნენ, უკეთეს ფორმაში შეხვდებიან.

დღეს ძალიან შემოქმედებითი მოთამაშეები, როგორებიც კვარაცხელია და ლობჟანიძე არიან, დაგვაკლდნენ. ამის გამო შეტევაში ბევრი ვერაფერი შევქმენით. ვეცდებით, ესპანეთში ეს გამოვასწოროთ.

ფლანგის იმ მცველებს ვენდე, რომელთაც კლუბში სათამაშო პრაქტიკა აქვთ".

მკითხველის კომენტარები / 93 /
ყველა მთვარეული ერთად რო დააყენე ძირითადაი (ყაზაიშვილი, ქვილითაია, აბურჯანია, ჯიღაური) მაღალ ტემპში ვის უნდა ეთამაშა ლორიას?
გიგა
02 სექტემბერი 2021 23:35
2
სანიოლს ვერაფერს ვერ დააბრალებ, ვერაფერს!!!! კვარაცხელიას ამბების შემდეგ, სულ ქეცბაიას საუბარი მახსენდება ამისულაშვილზე და კიდე სხვებზე. ქეცბაია ქართველია და მაგიტო ხმამაღლა ლაპარაკობდა ჩვენების გრეხებზე.
jigari
02 სექტემბერი 2021 23:09
8
ქართული ფეხბურთის 30-35 წლიანი გულშემატკივრობის შემდეგ, არაღიარებული ქვეყნის ჯგროსთან გაფარჩაკების შემდეგ ვწყვეტ ბრბოს გულშემატკივრობას!!! ოოოოო დიადო ვეტერანებო, ჩუმად იყავით ვინმეს რამე არ ეწყინოს!!!!!
03 სექტემბერი 2021 00:20
6
პირველი ლოგიკური კომენტარი რაც აქ ვნახე დიდი ხნის მანძილზე! ყოჩაღ მეგობარო
გადასარევი გიორგი
03 სექტემბერი 2021 00:30
0
მოაშორეთ ქვილითაია თავის მფარველ პატრონთან ერთად ქართულ ფეხბურთს.
პატრიოტი
03 სექტემბერი 2021 09:21
3
სანიოლზე ჯერ ვერაფერს ვიტყვი მაინც რო ჩამთავრდება ეს ციკლი მერე შევაფასებ მე პირადად მის მუშაობას, მაგრამ ბრავოო სომხეთის ფეხბურთს ფედერაცია კაპაროსი ბრწყინვალედ მუშაობს სომხეთს ნაკრებში 12 თამაში 6 მოგება 4 ფრე 2 წაგება პირველი ადგილი ჯგუფში ამ ეტაპზე და ერთალიგის B დივიზიონის საგზურის მოპოვება აიი ესაა შედეგიი!! და არაა ის რასაც ესენი გვასაღებენ 1-2 გადაბმულ პასსს შედეგად და თამაშის გამოსწორებად.
ზაზა
03 სექტემბერი 2021 03:28
1
კვარაზე ვინც ამბობს ნაკრებში არ უნდა თამაშიო, აზრზე არ არის ფეხბურთის და არც ფეხბურთის გულშემატკივარია.

თქვენი გულშემატკივრობის რა ვქვი მე, ერთ დღეს ოქროს ბიჭუნაა მეორე დღეს მოღალატეს ეძახით
მენტალისტი
02 სექტემბერი 2021 23:16
15
ამ ნაკრებში ვინმეს რო თამაში არ უნდოდეს გასაკვირია?
:)
03 სექტემბერი 2021 14:27
0
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ეს ნაკრები კვარაცხელიას და კიტეიშვილის გარეშე არის 0 არაფერი არ შეუძლია შეტევა ში ამ ორი ფეხბურთელის გარეშე დღეს ერთი პოზიტივი რაც დავინახე ესაა წიტეიშვილი ეს ბიჭი მართლაც ძალიან ნიჭიერია
გიო
03 სექტემბერი 2021 01:21
1
შეხედეთ სად თამაშობენ კოსოვოს ფეხბურთელები და სად ჩვენები,ეგრე იყო მაკედონიაც და რატომ გვგონია თავი ფავორიტი?? ესპსნეთს და შვეციას ანტიფეხბურთი ვეთამაშეთ,ხელი კარგად შევუშალეთ და ეგ გეგონათ კარგი თამაში? სადაცაა ჩვენი ადგილი,ზუსტად იქ ვართ. მომავლის იმედი არსებობს,როგორც ყოველთვის.
გია
02 სექტემბერი 2021 23:59
7
რომელი მომავლის, გაფიცებ ერთი...
mirosan
03 სექტემბერი 2021 00:15
2
ქვილითაიას რომ აყენებ ძირითადში, რა მოგწონს მაგ ფეხბურთელის. კაკაბაძე და გიორბელიძე შეცვლაზეც არ შემოგყავს. საერთოდ რა ტაქტიკით თამაშობს
gio
03 სექტემბერი 2021 08:54
2
კაკაბაძემ ბოლო ხანებში ძალიან უკლო.ორივე ახალ კლუბებში გადავიდნენ და სათამაშო პრაქტიკა,ორივეს აკლია.
სოსო
03 სექტემბერი 2021 11:54
3
ყველა თქვენზე მაღალ ტემპში თამაშობს
შოკირებული გულშემატკივარი
02 სექტემბერი 2021 23:24
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული