რა უნდა შევცვალოთ ესპანეთში?! - სავარაუდო შემადგენლობა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ესპანეთში სათამაშოდ ყველაზე ცუდ ფონზე ჩავიდა, ვიდრე შეიძლება წარმოგვედგინა - ლიდერების დანაკლისი, მარცხის გამო დამძიმებული ფსიქოლოგიური მდგომარეობა და გასულ ტურში წაგებით უფრო მეტად მოტივირებული "ფურია როხა"...

ფეხბურთში უამრავი მოულოდნელობა გვინახავს, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის, ამიტომ ოპტიმიზმი უნდა შევინარჩუნოთ. მითუმეტეს, ესპანეთის ნაკრები დაგვიმარცხებია, უშანსოდ კი ფაქტობრივად არასდროს გვითამაშია, მითუმეტეს რამდენიმე თვის წინ, თბილისში...

"ჯვაროსნები" დღეს ხვიჩა კვარაცხელიასა და ოთარ კიტეიშვილის გარეშე ითამაშებენ. ისინი მარტის შეხვედრაში მართლაც გამორჩეულები იყვნენ. ხვიჩამ მოწინააღმდეგის ორი მცველი მატჩის დასაწყისშივე გააფრთხილებინა და ამით
მათი თამაში მნიშვნელოვნად დაასუსტა, საგოლე ეპიზოდიც ხსენებულმა ფეხბურთელებმა დააგვირგვინეს.

დღეს წარმატებას რის ხარჯზე უნდა მივაღწიოთ?! - პირველ რიგში, ემოციური მდგომარეობა უნდა გავიუმჯებოსეთ. თამამად ვეცადოთ, მოწინააღმდეგეს ჩვენი ძლიერი მხარეები შევთავაზოთ და მხოლოდ თავის დაცვაზე არ ვიყოთ ორიენტირებულნი. გარკვეული ცვლილებები შემადგენლობაშიც აუცილებლად იქნება. კოსოვოსთან ბათუმური შეხვედრა მთლიანად ჩავაგდეთ - ყველაფერი ამის აღიარებითა და გააზრებით უნდა დაიწყოს!

გიორგი ლორია - საქართველოს ნაკრების კიპერმა კოსოვოს წინააღმდეგ ისე ითამაშა, სანიოლოს სიტყვები სრულად გაამართლა - პირველი ნომერია და მისი შეცვლის აუცილებლობა არ დგასო.

ლორიას ესპანელებთან თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და მისი არაერთი დასამახსოვრებელი სეივიც გვახსოვს - 2012 წელს სოლდადოს გოლით რომ დავმარცხდით, იმ მატჩი ტრიბუნები გიორგის გვარს სკანდირებდა.

Sportall.Ge

ოთარ კაკაბაძე - ოთარს სათამაშო პრაქტიკა ესპანელთა წინააღმდეგ მარტის თამაშზეც აკლდა, მაგრამ მშვენივრად იასპარეზა - საგოლე ეპიზოდს საფუძველი სწორედ მისმა გარღვევამ ჩაუყარა. არ დაგვავიწყდეს, რომ ესპანელებს მარცხენა ფლანგზე ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ხორდი ალბა ჰყავთ და ოთარს მის ნეიტრალიზებაზე ფიქრიც მოუწევს.

გურამ კაშია - ამ ნაკრებებს შორის წინა მატჩში "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანი ტრადიციულად შესამჩნევი ფიგურა იყო და თანაგუნდელებს ბრძოლის მაგალითიც აჩვენა. გურამისგან ახლაც მსგავსი მოლოდინებია...

დავით ხოჭოლავა
- "კოპენჰაგენის" მცველს კოსოვოს წინააღმდეგ ერთ ეპიზოდში არ გაუმართლა, ისე კი კარგ ფორმაშია. დათას თუ თამაში მისდის, მასთან მეტოქეობა რთული საქმეა.

გურამ გიორბელიძე - გასაგებია, სათამაშო პრაქტიკა ამ დონის მეტოქესთან პატარა მნიშვნელობის არაა, მაგრამ გურამი რამდენიმე დღეა ნაკრებთან ერთადაა და სამწვრთნელო შტაბი ყველაფერს გააკეთებდა, შეხვედრას მაქსიმალურად ოპტიმალურ ფორმაში რომ შეხვდეს.

გიორბელიძის აქტიური ჩართვები უმნიშვნელოვანესი იქნება - "ფურია როხამ" ჩვენი ძალა უნდა იგრძნოს და ვერ გაგვითამამდეს.

ჯაბა კანკავა - კაპიტანი, ულატრნატივიდ, ძირითადი შემადგენლობის წევრი იქნება და მისი ბრძოლისუნარიანობის გვეიმედება - მასპინძელთა მძლავრ ნახევარდაცვას არაფერი უნდა დაუთმოს!

გიორგი აბურჯანია - გიორგი ახლადმომჯობიმებულია და კოსოვოსთან მატჩში სათანადოდ ვერ გამოიყურებოდა, თუმცა მას ესპანელთა წინააღმდეგ ისევ ძირითად
შემადგენლობაში ველით. "ჟილ ვისენტეს" ნახევარმცველს შეუძლია დაცვასა და ნახევარდაცვას შორის ისე იმოქმედოს, რომ დიდი უფსკრული არ გაჩნდეს.

Sportall.Ge

გიორგი წიტაიშვილი - რა თქმა უნდა, კოსოვოს ნაკრებს დღევანდელ მეტოქესთან საზომად ვერ გამოვიყენებთ, მაგრამ გიორგიმ დაამტკიცა, რომ ის არ ერიდება მოწინააღმდეგეებს და ცდილობს მათ დრიბლინგებით გაუმკლავდეს. ხვიჩა კვარაცხელიამ დაგვარწმუნა, რომ ესპანელ მცველებთანაც სისწრაფის ხარჯზე უპირატესობის მოპოვება შესაძლებელია.

წიტაიშვილს ახლა დაცვით ფაზაში ბევრად მეტის გაკეთება დასჭირდება. ხორდი ალბას ფაქტორი უმნიშვნელოვანესია. საბა ლობჟანიძემ, რომელიც დღეს ბოლომდე მზად არაა ესპანელთა წინააღმდეგ გავიდეს, ეს მისია მაქსიმალურად ნაყოფიერად შეასრულა.

გიორგი ჩაკვეტაძე - სანიოლისგანაც მოვისმინეთ და "გენტის" მატჩებშიც ამას ვხედავთ - ჩაკვეტაძე ჯერ მზად არაა, რომ 90 წუთი ითამაშოს. თუმცა, ახლა "ჯვაროსნებში" სერიოზული საკადრო დანაკლისია, მითუმეტეს შემქმნელი მოთამაშეების. გუნდი კოსოვოსთან ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. იქნებ ეს გიორგისთვის შანსი იყოს, რათა დაამტკიცოს რომ დაბრუნდა და ჩვენი გახარება ძველებურად შეუძლია! "ესტადიო ნუევო ვივეროზე" ჩაკვეტაძემ უნდა შეგვახსენოს, რომ ერთ დროს ნაკრების უპირობო ლიდერი იყო.

ჯაბა ჯიღაური - ბათუმის "დინამოს" გამოცდილი ნახევარმცველი მოედანზე ტრადიციულად, ბოლომდე იხარჯება. ეს კოსოვოს წონააღმდეგაც გამოჩნდა. 

ესპანეთთან იატორიულ მატჩში, ჯაბამ ოქრიაშვილის გამარჯვების გოლში დიდი როლი შეასრულა - სიტუაციაში კარგად გაერკვა და შეტევა მშვენივრად გააგრძელა.

მარტის დაპირისპირებაში მარჯვენა ფლანგიდან "ფურია როხას" ბევრი პრობლემები შევქმენით. ახლა იქ გამოცდილი სესარ ასპილიკუეტა დაბრუნდა.

ამ პოზიციაზე კიდევ ერთი ალტერნატივა ზურიკო დავითაშვილია, რომელსაც გარკვეული დრო აუცილებლად მიეცემა.

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე - "სერენის" ფორვარდმა კოსოვოს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ნებისმიერი ეპიზოდის შემთხვევაში კარში დარტყმაზე ფიქრობს. ის მოძრავია და თავის შანსს მხოლოდ მეორე სართულზე არ ეძებს.

მიქაუტაძეს დღეს დიდი გამოცდა ექნება და "ჟორჟის" მონდომება გვაფიქრებინებს იმას, რომ მის წარმატებით გადასაჭრელად ყველაფერს გაიღებს.

altსაქართველოს ნაკრებმა ბადახოსში ივარჯიშა

altსანიოლი: ჩემი ფეხბურთელებისგან ესპანეთთან სხვა მენტალიტეტს მოველი

altსაქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებები


მკითხველის კომენტარები / 54 /
დაიდო დავარაუდო შემადგენლობები და უკვე დავკარგე თამაშის ყურების ხალისი...... რა არის მსოფლიო თასის ფინალია? 10 მცველი და 1 წინ გადაგდებული სწრაფი ფეხბურთელი. წადი ვილი წადი მონახე რამე გასართობი ჩვენს ნერვებზე ნუ თამაშობ. ძარიაა თუ ზარიაა პირველად დაუძახა ნაკრებში და ესპანეთან გაყავს ვილის გული ქონია მიმიქარავს გუარდიოლა
რომა
21:43 05-09-2021
0
შესაცვლელი ბევრია, მაგრამ ჯერ ფეხბურთელებს გააგებინეთ, რომ მენტალური მომზადება და ფსიქოლოგიური მომზადება ერთი და იგივე არ არის!
მენტალური მომზადების ცენტრი
21:22 05-09-2021
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული