"საქართველოს ნაკრები მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩამოდის - ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად არაა და ვერ შეძლებს ის სპექტაკლი დადგას, რაც თბილისში "ფურია როხასა" და შემდეგ, სტუმრად, საბერძეთის ნაკრების წინააღმდეგ შეძლო. კონტრშეტევების დროს, ხვიჩა სანიოლის გუნდისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნებოდა.
კვარაცხელია არ არის, მაგრამ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მისი შემცვლელი უკვე იპოვა - 20 წლის გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ისრაელში დაიბადა და უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია, საქართველოს ახალი ალმასია.
წიტაიშვილი ცაციაა, სანიოლმა
ფრანგმა სპეციალისტმა, სავარაუდოდ, 4-4-2 უნდა აირჩიოს. კანკავა და აბურჯანია დაცვასთან ახლოს ბევრს იმუშავებენ და კარის მშრალად შენახვას ეცდებიან. განვლილ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბურთს კოსოვოზე უკეთ ფლობდა, ახლა კი ეს წარმოუდგენელია.
"ჯვაროსნების" თამაშიდან გასათვალისწინებელი კიდევ ისაა, რომ ისინი აქცენტს გიორგი ქვილითაიაზე აკეთებენ - ტანმაღალი ფორვარდი, რომელიც "გენტის" რიგებში მშვენივრად გამოდიოდა, თავით კარგად თამაშობს და გუნდის შეტევები ამის შემდეგ გრძელდება. კიდევ ერთი დეტალი - სანიოლი აქცენტს ახალგაზრდა ფლანგელ ირაკლი აზაროვზე აკეთებს."
შეგახსენებთ, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ბადახოსში 5 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. "ფურია როხა", 7 ქულით, ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს, საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს და უკანასკნელ საფეხურზეა.