AS: წიტაიშვილი ახალი ალმასია - კვარაცხელიას შემცვლელი ნაპოვნია

AutoSharing Option
ესპანეთი - საქართველოს მატჩის წინ გავლენიანმა AS-მა "ჯვაროსნებზე" საკმაოდ ვრცლად ისაუბრა:

"საქართველოს ნაკრები მთავარი ვარსკვლავის გარეშე ჩამოდის - ხვიჩა კვარაცხელია გუნდთან ერთად არაა და ვერ შეძლებს ის სპექტაკლი დადგას, რაც თბილისში "ფურია როხასა" და შემდეგ, სტუმრად, საბერძეთის ნაკრების წინააღმდეგ შეძლო. კონტრშეტევების დროს, ხვიჩა სანიოლის გუნდისთვის განსაკუთრებით ღირებული იქნებოდა.

კვარაცხელია არ არის, მაგრამ ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა მისი შემცვლელი უკვე იპოვა - 20 წლის გიორგი წიტაიშვილი, რომელიც ისრაელში დაიბადა და უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონია, საქართველოს ახალი ალმასია.

წიტაიშვილი ცაციაა, სანიოლმა
კი კოსოვოს წინააღმდეგ მარჯვენა ფლანგზე დააყენა. გიორგის საფეხბურთო ნიუანსები კარგად ესმის და აქვს შანსი, საფეხბურთო საზოგადოებას თავი ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ კარგი თამაშით გააცნოს!

ფრანგმა სპეციალისტმა, სავარაუდოდ,  4-4-2 უნდა აირჩიოს. კანკავა და აბურჯანია დაცვასთან ახლოს ბევრს იმუშავებენ და კარის მშრალად შენახვას ეცდებიან. განვლილ შეხვედრაში, საქართველოს ნაკრები ბურთს კოსოვოზე უკეთ ფლობდა, ახლა კი ეს წარმოუდგენელია.

"ჯვაროსნების" თამაშიდან გასათვალისწინებელი კიდევ ისაა, რომ ისინი აქცენტს გიორგი ქვილითაიაზე აკეთებენ - ტანმაღალი ფორვარდი, რომელიც "გენტის" რიგებში მშვენივრად გამოდიოდა, თავით კარგად თამაშობს და გუნდის შეტევები ამის შემდეგ გრძელდება. კიდევ ერთი დეტალი - სანიოლი აქცენტს ახალგაზრდა ფლანგელ ირაკლი აზაროვზე აკეთებს."

შეგახსენებთ, ესპანეთისა და საქართველოს ნაკრების დაპირისპირება ბადახოსში 5 სექტემბერს, თბილისის დროით, 22:45 საათზე დაიწყება. "ფურია როხა", 7 ქულით, ჯგუფში მე-2 ადგილს იკავებს, საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ ერთი ქულა აქვს და უკანასკნელ საფეხურზეა.


altრა უნდა შევცვალოთ ესპანეთში?! - სავარაუდო შემადგენლობა



მკითხველის კომენტარები / 32 /
არ მოგწყინდათ წერა ერთი და იგივე თემაზე?
გიორგი
12:32 07-09-2021
0
ამ ფეხბურთელებს ვინმე აძლებს თამაშს თუ რა ხდება. რატომ არ აყენებენ მიქაუტაძეს ძირითადში??? ფრანგული სკოლა აქვს ბოლო ბოლო გავლილი.ეს სანიოლი რო დაუძახებს გაიგებს მაინც რა უნდა. ეტყობა ვიღაცები ერევიან შემადგენლობის დაყენებაში ქვილითაიას მოგებული ბრძოლა, კარში დარტყმა, მოტყუებული კაცი ან რამე მსგავსი გინახავთ?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული