კოშმარი ბადახოსში - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 43 /
თავს არ მოიკლავს ქართველი არა!
xuta
05 სექტემბერი 2021 23:39
1
ის შეიძლება "ბადახოსში" მოკვდეს!
მწრთვნელი
05 სექტემბერი 2021 23:45
0
ასეა, ბიძიკო, თვეობით უმუშევარი მწვრთნელი საქართველოსნაირ წყალწაღებულ ქვეყანაში ფულის საკეთებლად მოდის. რა თქმა უნდა, მასაც და ფედერაციასაც უნდა, რომ ფულის კეთებასთან ერთად შედეგიც დადონ, მაგრამ ეგ საქართველოს კი არა, არგენტინის ფედერაციას არ გამოსდის. რაც შეეხება ბიჭებს, რომლებსაც ყველანი ვატყობთ, რომ ისე არ იბრძვიან, როგორც მარტის თამაშებში - მე პირადად ვერ გავამტყუნებ, რადგან არავისა აქვს სურვილი, ფედერაციის შემოტენილი ხალხის მაგივრად ირბინოს. მჯერა, არ ეზარებათ საქართველოსთვის თავდადება, მაგრამ როცა შენს თვალწინ იჩაგრებიან ახალგაზრდა ბიჭები ვიღაცის ფინანსური ინტერესების გამო, იქ უკვე შეუძლებელია თავდადებული თამაშისთვის განეწყო.
რა გვეშველება?
05 სექტემბერი 2021 23:42
1
შეცვლაც არ გააკეთა პირველი ტაიმის 0-3 წაგების მერე.კმაყოფილია ანუ თამაშით?ესენი გვეღადავებიან.ნაკრებია თუ საოჯახო ბიზნესი.რა უბედურებაა ეს.შეგნებულად აკეთებენ რომ განადგურდნენ.
Master
05 სექტემბერი 2021 23:54
0
უბრალოდ უკომენტაროდ
მამუკა
05 სექტემბერი 2021 23:35
0
რატომ ჭამს ლ ( რბილი ლ) კობიაშვილი ხალხის ფულს. ეს მართლა ქვეყანაა თუ ყანა. ვინ ხართ თქვე უვარგისებო, პროკურატურა არსებობს საერთოდ, ამ ბოსელში როდემდე ვიცხოვროთ როდემდეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეე ????????????????????????????????????????????
?
05 სექტემბერი 2021 23:52
0
რატომ აგინებთ ფედერაციას? რითი იარსებონ?ყველას ექნება ეროვნულში მოხვედრის შანსი ვინც გადაიხდის თუგინდ ოჯახი ან კლუბი როგორც ბათუმის დინამო იხდის ფეხბურთელების გამოძახებაზე..
საქმოსანი
06 სექტემბერი 2021 00:06
0
უსისხლოდ და უსირცხვილოდ თამაშობენ, კაშია, ლორია, კანკავა, დროა წავიდნენ ნაკრებიდან, გუნდს ახალი კაპიტანი სჭირდება, მაგალითად მამარდაშვილი
უნამუსოები
05 სექტემბერი 2021 23:42
1
წიტა,ჩაკვე არ გამოხვიდეთ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
ანდუყაფარი
06 სექტემბერი 2021 00:12
1
გული მერევა
კობი
05 სექტემბერი 2021 23:48
0
გადაარწყიე მერე იმათ ვინც აგირია
122
06 სექტემბერი 2021 00:54
0
კოშმარი კი არა ლოგიკურია, რა ნაკრები ჩვენ გვყავს რო?! მამარდაშვილმა ვალენსიასთან ერთად ჩემპიონატი და თასი უნდა მოიგოს, რომ ნაკრებში კარში დააყენონ?! თუ დიდხანს მეძინა წუხელ და კვიპროსის ჩემპიონატი
ბექა
05 სექტემბერი 2021 23:43
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული