კოშმარი ბადახოსში - პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 0:3 მარცხდება

AutoSharing Option
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეხუთე ტურის მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები გასვლაზე ესპანეთთან 0:3 მარცხდება.

შვედეთთან დამარცხებული ესპანეთი სატურნირო თვალსაზრისით არასახარბიელო სიტუაციაში აღმოჩნდა, მწვავედ გააკრიტიკეს და ამ მატჩში გამარჯვება ჰაერივით სჭირდებოდა. ფიფას რეიტინგში „ფურია როხა“ მე-7 ადგილზეა, საქართველო 91-ეზე, კლასში სხვაობა უზარმაზარია და თანაც, ისინი საკუთარ მოედანზე თამაშობდნენ. რაც ყველაზე სამწუხაროა, ჩვენს გუნდს შეტევაში წამყვანი ფეხბურთელები აკლდნენ და ამან სერიოზული პრობლემის წინაშე დააყენა მისი მწვრთნელი სანიოლი. რა თქმა უნდა, ეს ის ძველი ესპანეთის ნაკრები არ არის, მაგრამ რაც არ
უნდა იყოს, მაინც გრანდია, მით უმეტეს ჩვენთვის. იქაური მედია აღნიშნავდა, რომ შეცდომის უფლება აღარ ჰქონდათ და სავალდებულო გამარჯვების მოპოვება მართებდათ.

რბილად რომ ვთქვათ, სანიოლმა სასტარტო შემადგენლობის შერჩევით გაგვაკვირვა. აღსანიშნავია, რომ მოთელვაზე ლობჟანიძე დაშავდა და დავითაშვილმა შეცვალა.

როგორც მოსალოდნელი იყო, მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შემოგვიტიეს, ცალკარა თამაში წავიდა და დაწინაურდნენ კიდეც - გაიას დარტყმული ბურთი კაშიას მოხვდა და რიკოშეტით ლორიას კარში გავიდა. შემდეგ სოლერმა ლორენტეს პასით ანგარიში გაზარდა. საქართველოს ნაკრები კონტრიერიშების განხორციელებას ვერ ახერხებდა, რაც მისი ზედმეტად დაცვითი შემადგენლობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ გახლდათ. 33-ე წუთზე გაიამ დალაშქრა ლორიას კარი, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. შესვენებამდე მაინც გაიტანეს ესპანელებმა მესამე გოლი და ისედაც აზრდაკარგულმა შეხვედრამ საერთოდ აზრი დაკარგა. ამჯერად ფერან ტორესმა დაგვამწუხრა.

ბადახოსი. „მუნისიპალ ნუევო ვივერო“
ესპანეთი-საქართველო 3:0
გოლები: 1:0 გაია (13), 2:0 სოლერი (25), 3:0 ფერან ტორესი (41)

ესპანეთი: სიმონი, ასპილიკუეტა, ერიკ გარსია, ლაპორტი, გაია, სოლერი, როდრი, ლორენტე, სარაბია, რუისი, ფერან ტორესი

საქართველო: ლორია, ჩაბრაძე, კაშია, ლოჩოშვილი, გიორბელიძე, აზაროვი, კანკავა, აბურჯანია, ზარია, მამუჩაშვილი, დავითაშვილი

მკითხველის კომენტარები / 43 /
სამარცხვინოებიიიიიი. როცა იცი სექტემბერში ნაკრებში იქნები გამოძახებული უნდა ითამაშო ესპანეთთან და შენ მაინც მოუმზადებელი ჩამოდიხარ იმას რაუნდა ელაპარაკო? ვილი თუ მწვრთნელობა არიცი კიარ ტეხავს რო თქვა?! წასული როა ყაზაიშვილის თამაში ვერ ხვდები? ან ქვილითაია რო ფეხბურთელი გგონია... ხიზანამ ახალგაზრდულს უთავკაცა ერთი ორჯერ და სრული მარაზმი... ათასი პრობლემაა საიდან დავიწყო არც ვიცი. წიტაიშვილი დასაჯეთ ხო კოსოვოსთან რატო კარგად ითამაშეო ეგ პონტი იყო ალბათ..... კაია კვარა როარ ჩამოვიდა ასეთ ნაკრებში რაგინდა რო ქნა
რომა
06 სექტემბერი 2021 00:46
1
გეთანხმები ბევრ რამეში,მაგრამ არ დაგავიწყდეს სანიოლი ჯერ კიდევ ახალი ტრენერია და ისევ ვარიანტების ძიებაშია! გამოსცადა დავითაშვილიც,მამუჩაც და ვაკოც, წიტას გამოცდა არ აკლია ,ერთი თამაშითაც ეტყობოდა რომ უკრაინის ფეხბურთის სკოლა აქვს გავლილი! აი ვაკო და ჩაბრაძე აბა რა გითხრა? დავითაშვილიც დიდი ვერაფერი ,ლორიას არ დაეჯახოს ვინმემ საკმაოდ კარგი მეკარეა ჯერ კიდევ , მამარდას გვეიმედება სუყველას უნდა გამოიბრძმედოს ესპანეთის ლიგაში უფრო კარგად….მახარებს და მგონია რომ ჩაკვეტაძე ისევ ძველი ჩაკვე იქნება ….აი ჟორჟიკა კი მაგარი ბიჭია ! რომ გაგვმართლებოდა 2 გოლი მაინც უნდა გაგვეტანა ….
ემზარ
06 სექტემბერი 2021 01:24
2
თუ წიტაიშვილმა თავად არ განაცხადა უარი თამაშზე, მთლიანი სამწვრთნელო შტაბი და ფედერაცია საბოტაჟის მუხლით არის დასაჭერი... ვინც ამ პეტიციას შეადგენს და მსვლელობას მისცემს, არჩევნებზე ჩვენს ხმებს მიიღებს, მგონი, არც ისე ცოტანი უნდა ვიყოთ...
ვოოტ
06 სექტემბერი 2021 00:03
0
დონეს დააკვირდით რა!!! წინასამატჩო მოთელვაზე როგორ უნდა დაშავდე?!ლობჟანიძე მყავს მხედველობაში,რომელიც თუ ნაკრებს არ გამოადგება,ერთ ადგილას გაიკეთოს თავისი საკლუბო გოლები!!! ეს ეხებათ სხვა დანარჩენებსაც!!!
არაპროფესიონალზმის
05 სექტემბერი 2021 23:50
0
სხვა რამე იყო მოსალოდნელი???
???
05 სექტემბერი 2021 23:40
1
თუ ვინმეს სურს ათიათასად ეროვნულში გამოვაძახებინებ,დეტალებზე პირადში მომწერეთ
საქმოსანი
05 სექტემბერი 2021 23:36
1
კომენტატორები მოაშორეთ გთხოვთ. კონსტიტუციით აუკრძალეთ.
roma
06 სექტემბერი 2021 00:26
0
სრული მარაზმი და დაცინვა ქართველი ხალხის ტფუი თქვენ უნამუსოებოოო
roma
06 სექტემბერი 2021 00:23
0
რაღაცა გეშლებათ ბიჭებო, ქუთაისის ტორპედო მალე ლიგას მოიგებსო კაცო და მეტი რაგინდათ? მერე ტორპედოელებით დავაკომპლექტებთ ნაკრებს. ესენი რისი რირსიც არიან მე კი ვიცი, მარა ჩვენ ამათზე მეტი ნახირი ვართ, ამათ რომ ვითმენთ მიტო.
ლევან მაღლაკელიძე
05 სექტემბერი 2021 23:52
0
გუგუნებენ ღორები/
ფირუზა
06 სექტემბერი 2021 00:06
0
ეს სანიოლიც დააქლიავეს, ან წიტაიშვილი ან მიქაუტაძე რატომ არ არიან სასტარტოში. ეს უთავმოყვარეო ნაგვები გაყარეთ ნაკრებიდან. დავითაშვილი რომ ვარგოდეს , სლუცკი სხვას შეტენიდა????????????? ერთი ბებიაჩემი ოლღა არ არის ნაკრებში, დანერჩენები შეუტენიათ უკვე
???????????????
05 სექტემბერი 2021 23:43
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული