"მეცოდება ვილი სანიოლი..." - ვახო სანაია ესპანეთი-საქართველოს მატჩს ეხმაურება

AutoSharing Option
ჟურნალისტი ვახო სანაია სოციალურ ქსელში ესპანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირებას ეხმაურება.

"მეცოდება ვილი სანიოლი. საქართველოს ნაკრები აუბედურებს მწვრთნელებს.", - წერს სანაია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან გასვლაზე 0:4 დამარცხდა და მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე 1 ქულით მე-5, ბოლო ადგილს იკავებს.

ჩვენი გუნდი 8 სექტემბერს ამხანაგურ შეხვედრაში ბულგარეთს დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 64 /
რა ჭირს მაგას შესაცოდებელი? კაი ფულს გადაკეცავს და წავა. მე ქართველი ხალხი მეცოდება-ყველა რომ აბუჩად იგდებს. ფედერაციით დაწყებული და მარადმწვანე ტალანტებით ან წუწკი ვეტერანებით დამთავრებული. ამ 30 წლის მანძილზე, კაცი არ გამოჩნდა, სიმართლის მთქმელი. ჩვენი ფეხბურთი, 30 წლის წინ დამთავრდა, როცა ქართული იდენტობის მატარებლის სტატუსი დაკარგა.ახლა უმრავლესობა ტოტალიზატორში თამაშის ხათრით უყურებს. ახალგაზრდებისთვის, ბურთი და სტადიონი სოც. ქსელებმა ჩაანაცვლა. შესაბამისად, არასაფეხბურთო ქვეყანას, საიდან ეყოლება ძლიერი ნაკრები? საზ. მაუწყებელიც რომ ტოტალიზატორს გაუკეთებს რეკლამას, თამაშის მიმდინარეობისას ათჯერ შეგვახსენებენ, რომ ტრანსლაციის სპონსორი ბეთლაივი ან კრისტალბეთი ყოფილა, იქ დამთავრებულია ყველაფერი.
ბოსკამპის უკვდავი ფრაზა!
12:36 06-09-2021
5
რამე თქვა ტყუილი?რამდენი მწვთნელი ჩამოვიყვანეთ სახელიანი,სუყველა ყურებ ჩამოყრილი წავიდა.ცხადაძემ კარგად დაიწყო და გააგდეს,ბევრს ითხოვსო,უცხოელს რამდენს უხდიან იცით?ფედერაციაში უნდა დაიწყოს წმენდა პირველ რიგში>
ჟორიკა
17:55 06-09-2021
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული