ფეხბურთელები და მთავარი მწვრთნელი - საქართველოს ნაკრების შეფასება

AutoSharing Option
ესპანეთი-საქართველოს (4:0) შემდეგ გთავაზობთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შეფასებებს:

გიორგი ლორია (6.0)
- საქართველოს ნაკრების კიპერზე დიდი დატვირთვა იყო. მას განსაკუთრებული სეივი არ ჰქონია, გაშვებული გოლებიდან კი გუნდის გადარჩენა მხოლოდ ერთხელ, მესამე ზუსტი დარტყმის ეპიზოდში შეეძლო, თუმცა ბურთს ვერ შესწვდა.

გრიგოლ ჩაბრაძე (5.0) - ბათუმის "დინამოს" მცველს ესპანელებმა არაერთი პრობლემა შეუქმნეს. ხორდი ალბას შემცვლელი ხოსე გაია მშვენივრად გამოიყურებოდა. გრიგოლის მხრიდან შეტევაში ჩართვა მეორე ტაიმში, მხოლოდ ერთხელ ვნახეთ.

გურამ კაშია (5.5) - საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი საკუთარ თავს არ ჰგავდა.
პირველი გაშვებული გოლის დროს გურამს ბურთი შეეხო და მიმართულება მკვეთრად შეიცვალა.

კაშიას ზუსტი პასის გაკეთება და გუნდის დაცვიდან ამოყვანა უჭირდა.

Sportall.Ge

ლუკა ლოჩოშვილი (5.5) - "ვოლფსბერგერის" მცველის სანაკრებო დებიუტი ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ ჰქონდა. ის მაქსიმალურად ცდილობდა, ესპანელთა შემტევები შეეჩერებინა, თუმცა, თავს ზემოთ ძალა არ იყო.

ლოჩოშვილს მეტოქის კარში დარტყმა ერთხელ შეეძლო, თუმცა ბურთს თავით ძალიან უცნაურად შეეხო და ესპანელთა საჯარიმოდან გამოიტანა.

გურამ გიორბელიძე (5.0)
- გიორბელიძის ფლანგიდან ესპანელებმა ძალიან ბევრი პრობლემა შეგვიქმნეს. სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გურამზე ძალიან უარყოფითად ასახულა. პირველი ტაიმი მისთვის, ისევე, როგორც მთელი გუნდისთვის, კატასტროფული იყო, მეორე ნახევარში კი ცოტა შეტევისთვისაც მოიცალა.

ჯაბა კანკავა (5.5) - ეს ის მატჩი იყო, როცა ჯაბა კანკავამ საკუთარი ბრძოლისუნარიანობა სათანადოდ ვერ გამოავლინა. პირველ ტაიმში ესპანელები ბურთს გაუთავებლად ათამაშებენ, ქართველი ფეხბურთელები კი მათ შეჩერებას პატარ-პატარა დარღვევებითაც ვერ ახერხებდნენ. ფაქტობრივად, ჯარიმები არც ყოფილა - მთელ შეხვედრაში თამაშის წესი მხოლოდ 4-ჯერ დავარღვიეთ.

გიორგი აბურჯანია (5.0) - მინდვრის შუაში ორთაბრძოლებს ვაგებდით, ბურთის შენარჩუნებას კი საერთოდ ვერ ვახერხებდით - ორი პასის გადაბმა გვიჭირდა. აბურჯანიას ტრავმის შემდეგ კარგი დროება არ უდგას.

ვლადიმერ მამუჩაშვილი (5.0) - როდრი-სოლერი-ლორენტეს წინააღმდეგ სანაკრებო დებიუტი იოლი რომ არ იქნებოდა, ეს ფაქტი იყო. მამუჩაშვილს უძლიერესი მეტოქების გარემოცვაში ძალიან გაუჭირდა.

ზურიკო დავითაშვილი (6.0)
- ასეთი დავითაშვილი საქართველოს ნაკრებს ნამდვილად სჭირდება - ის მაქსიმალურად ცდილობდა, დაცვას დახმარებოდა, ამავდროულად კი, გარკვეული პერიოდი, განსაკუთრებით მეორე ტაიმის დასაწყისში, შეტევაში გააქტიურდა, თამამად იმოქმედა და საგოლე ეპიზოდიც შექმნა.

ზურიკოს სანაკრებო გამოცდილება ვლადიმირ ვაისის დროიდან აქვს და მას შეუძლია საჭირო მოთამაშე გახდეს.

Sportall.Ge

გიორგი ზარია (5.5) - სანიოლის ყველაზე უცნაური გადაწყვეტილება ბათუმის "დინამოს" შემტევის სასტარტოში გამწესება იყო. ის ბათუმური კლუბის ძირითადი შემადგენლობის წევრად არ მიიჩნევა.

ზარია წინ განმარტოებით იდგა და ბურთი იშვიათად მისდიოდა. ერთხელ, პირველ ტაიმში, აზაროვზე დასამახსოვრებელი პასი გააკეთა. ამხანაგურ მატჩში ბულგარეთთან თამაშის საშუალება თუ მიეცემა, მის სანაკრებო ამბიციებზე უფრო მეტს გავიგებთ.

Sportall.Ge

ირაკლი აზაროვი (6.5) - აზაროვი ნამდვილად პერსპექტიული ფეხბურთელია, რომელსაც შესაძლოა, ნახევარმცველის უნარები უფრო ჰქონდეს. თუმცა ჯერ ბევრი რამ აქვს დასახვეწი.

თავისუფალი ზონის ათვისება, პასი, სწრაფი და სწორი გადაწყვეტილებების მიღება, დაცვაში თამაში, დრიბლინგი - აზაროვს აქვს რესურსი, ყველაფერი დახვეწოს და თავისი კარიერა სწორად წარმართოს.

გიორგი მიქაუტაძე (6.5) - გიორგის შემოსვლა ჩვენს გუნდს ნამდვილად დაეტყო - ის მოძრაობს, ბურთს თამაშში ისე ტოვებს, თანაგუნდელებთან შეტევა რომ გააგრძელონ, გოლის გატანამდე კი ცოტა დააკლდა.

სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობა გასაგებია, თუმცა ის მაინც სასტარტო შემადგენლობის წევრი უნდა იყოს და ცოტა უცნაურია, უკანასკნელ 2 მატჩში ასე რომ არ მომხდარა.

Sportall.Ge

ვაკო ყაზაიშვილი (5.5) - ეს ის ვაკო ყაზაიშვილი არაა, რომელსაც სამხრეთ კორეაში ვუყურებთ და ნაკრებიდან გვახსოვს. მის თამაშს შემოქმედებაც აკლია და განწყობაც.

ვაკოს გოლის გატანა შეეძლო, თუმცა ხელსაყრელი პოზიციიდან ააცილა.

რა თქმა უნდა, ის ნაკრებში უნდა ყოფილიყო, თუმცა ან იქაური ლიგა არაა სათანადოდ ძლიერი, ან ვაკოზე ამხელა ტრანსპორტირება უარყოფითად აისახება.

გიორგი ჩაკვეტაძე (6.0) - გიორგი შემოვიდა და ნახევარდაცვაში თამაში შეცვალა - ბურთს ფლობდა და ზემოთ ხსენებულ ეპიზოდში ლოჩოშვილს მშვენიერი პასიც გაუკეთა.

ამ დღეს თუ რამე გვაკლდა, ოპტიმალურ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაძე იყო.

Sportall.Ge

სანდრო ალთუნაშვილი, ოთარ კაკაბაძე -
მათ ცოტა დრო მიეცათ. თამაში გამოაცოცხლეს,  თუმცა მეტის მოსწრება რთული იყო...

ალთუნაშვილის სადებიუტო შეხვედრის წუთები მის სამომავლო შანსებზე საკმაოდ დადებითად უნდა აისახოს.

ვილი სანიოლი (5.0) - ფაქტია, სანიოლის ექსპერიმენტულმა შემადგენლობამ პირველი ტაიმი ჩააგდო და საქართველოს ნაკრების თამაში უკეთესი მას შემდეგ გახდა, რაც საქმეში ძირითადი შემადგენლობის მოთამაშეები ჩაერთნენ.

ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა გუნდი გამარჯვების რწმენით ვერ განაწყო, თუმცა არც შედეგზე თამაში გამოუვიდა.

"ჯვაროსნებს" ლიდერები და შემოქმედებითი მოთამაშეები აკლდა - ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია...

altსად გაქრა სანიოლის მცდელობები?! - არ გვინდა დავიჯეროთ, რომ შევცდი


მკითხველის კომენტარები / 21 /
საქართველოს ცოდვილთა ნაკრები - შეფასება 0
ვილი არა....
10:43 07-09-2021
3
გაგვცეს პასუხი სანიოლიმ, რატომ არ ათამაშა სასტარტოში მამარდაშვილი, მიქაუტაძე, წიტაიშვილი, ჩაკვეტაძე? აბსურდული შემადგენლობა რომ დააყენა. არაფრისშემქმნელი უაზრო ფეხბურთელებით რომ აავსო გუნდი. აქ ხომ აშკარად გარედან ჩარევის კვალი მოსჩანს.
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული