საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12! [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად ბულგარეთთან 1:4 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა სანიოლმა ესპანეთთან გასულ შეხვედრასთან შედარებით ძირითადი შემადგენლობა რადიკალურად შეცვალა, დებიუტანტები მამარდაშვილი და ხვადაგიანი ათამაშა, ტრავმით გამოწვეული პაუზის შემდეგ პირველად მოხვდა სასტარტოში ჩაკვეტაძე და კვლავ ვიხილეთ წიტაიშვილი, რომელსაც გაურკვეველი მიზეზების გამო ესპანეთთან ასპარეზობა არ მოუწია. აღსანიშნავია, რომ ბულგარელთა თავკაცმა პეტროვმაც გვარიანად გადაახალისა გუნდი.

თავიდან ინიციატივას სტუმრები დაეუფლნენ, თუმცა მომენტი ვერ შექმნეს. შემდეგ თამაში გათანაბრდა. ჩვენი ფეხბურთელები ხშირად მარტივ სიტუაციებში კარგავდნენ ბურთს. მე-20 წუთზე კი მასპინძლები საჯარიმოდან ნედელევმა დააწინაურა. საქართველოს ნაკრები
მეტოქის კარზე იერიშების მიტანას ვერ ახერხებდა, ხოლო 34-ე წუთზე კაკაბაძემ საჯარიმოში დ. ილიევი წააქცია და პენალტით ანგარიში თავად დაზარალებულმა გაზარდა. შემდეგ საქართველოს ნაკრებს პირველი შანსი მიეცა, მაგრამ საჯარიმოდან წიტაიშვილის მიერ დარტყმული ბურთი ხარიხას გადასცდა. ბოლოს დელევისგან ცოტა არ იყოს კურიოზული გოლი გავუშვით და პირველი ტაიმი 0:3 წავაგეთ.

კოშმარი ამით არ დასრულდა, 52-ე წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ა. ხრისტოვს ხელი ვერ შეუშალეს და მან თავით მამარდაშვილს მეოთხე გოლი გაუტანა. სანიოლის კრებულის თამაში ვერც ცვლილებებმა გამოასწორა, თუმცა დავითაშვილმა სადებიუტო გოლით ანგარიში შეამცირა.

საქართველოს ნაკრებმა მიჯრით მეოთხე მარცხი იწვნია - საერთო ანგარიში 1:12 და გამოჩნდა, რომ ჩვენი ზოგიერთი ფეხბურთელის მიმართ გადაჭარბებული მოლოდინი გვაქვს. ყოველ შემთხვევაში, მოცემულ მომენტში.

სოფია. „ვასილ ლევსკი“
ბულგარეთი-საქართველო 4:1
გოლები: 1:0 ნედელევი (20), 2:0 დ. ილიევი (34, პენ), 0:3 დელევი (44), ა. ხრისტოვი (52), 1:4 დავითაშვილი (77)

ბულგარეთი: მიხაილოვი, ველკოვსკი, ა.ხრისტოვი, პ.ხრისტოვი, ნედელევი (იანკოვი 60), დელევი (კირილოვი 60), ბ. ცონევი (კოსტადინოვი 68), ბოჟიკოვი, ჩოჩევი (ვიტანოვი 68), დ. ილიევი (კრასტევი 74), ი. ილიევი (კარაგენევი 67)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, ხოჭოლავა, ლოჩოშვილი, ხვადაგიანი, გიორბელიძე, დაუშვილი (აბურჯანია 60), ალთუნაშვილი (მამუჩაშვილი 60), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 60), წიტაიშვილი (ქვილითაია 70), მიქაუტაძე

altმამარდაშვილი, ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი... - "ჯვაროსნების" სავარაუდო შემადგენლობა

მკითხველის კომენტარები / 115 /
აღარ შემიძლია, გასკდა გული, ამათ უუნარობას და უსუსურობას თითქოს უიღბლობა აკლდეს…
ლევანი
08 სექტემბერი 2021 22:41
0
კუპეროს გარდა არცერთ მწვრთნელს ვინც მე მახსოვს არ ქონია ასეთი ცუდი შედეგები 8 თამაში სრულიად საკმარისია რომ შეაფასო მწვრთნელი 1 მოგება 1 ფრე და 6 წაგება და თან ასეთი ცუდი თამაში დარწმუნებული ვარ ვაისიც ქეცბაიაც ცხადაძეც ამ ციკლს და ამხანაგურებს ბევრად ღირსეულად ჩატარებდნენ ვიდრე სანიოლი ატარებს.
გელა
08 სექტემბერი 2021 23:06
1
კუპერი ყველაზე სერიოზული და კვალიფიციური მწვრთნელი იყო უცხოელებიდან ვინც კი გვყოლია, მაგრამ ვერაფერი ვერ გაიგო სად მოხვდა და არაფერი არ გამოუვიდა.
5.
09 სექტემბერი 2021 01:10
0
ეეჰ დაბრუნდა სილესენი ვალენსიას ძირითადში 12 რიცხვიდან სამწუხაროდ
Მეზღვაური
08 სექტემბერი 2021 22:36
3
მეცოდება ჩვენი ნაკრები და მენანება სანიოლი
Vasili
08 სექტემბერი 2021 23:53
5
აქ კომენტარების წერით ხომ ხედავთ არაფერი გამოდის, ნამუსი შეაწუხებთ და სინდისის ძარღვი აქვს რომელიმეს. ეს ვაი ჟურნალისტებიც ენის მოჩლექვით ლაპარაკს დაუწყებენ კიდევ და ჩვენ რა ვქნათ ჩვენ :((
Ng
08 სექტემბერი 2021 22:56
1
ნაკრები კიარა ბოსელია. უფრო სწორედ უფრო კაი სიტუაციაა ბოსელში ვიდრე ამათი თამაშია. ამათ შემხედვარე შეიძლება ისეთი ელამი გახდა ერთი თვალით წინ იყურებოდე და მეორე თვალით უკან
ilarioni
08 სექტემბერი 2021 22:29
0
არაფერი არ გვეშველება.
ისიდორე
08 სექტემბერი 2021 22:50
2
ბიჭებო ფეხბურთი არაა თქვენი საქმე ისევ პოლიტიკას მიაწექით..ვაი ჩვენ თქვენს ხელში
Გიო
09 სექტემბერი 2021 00:49
2

"ააფრინე ალალიო: რაც არ არი, არ არიო!"
N
08 სექტემბერი 2021 23:48
1
ამ ფეხბურთის განვითარების ფონდით, ნეტა იმის გაკეთება არ შეიძლება, რომ თბილისში, ყველა უბანში ერთი სტანდარტული საფეხბურთო მოედანი გაკეთდეს და საფეხბურთო სკოლებს გადაეცეს? რაც იყო ის გაიყიდა კი ბატონო, ახლო მხედველობა და ღორობა, რომ არ ახალია კი ბატონო, მაგრამ თუ სადმე მიეაა დარჩენილი ჯერ კიდე აუშენებელი, რომ გამოისყიდოს ამ ფონდმა, ვისაც არ უნდა ეკუთვნოდეს არ შეიძლება? ქეცბაია რომ ყვიროდა მართალი იყო ის კაცი. თუ მოედანი არაა, სად უნდა გაიზარდოს ბავშვი? და თუ მასობრიობა არაა, როგორ უნდა ამოირჩეს ფეხბურთელი? რასაკვირველია სტადიონის გარდა კიდევ ბევრი რამეა, მაგრამ ჯერ ამით რომ დავიწყოთ? თბილისშია მოსახლეობის ნახევარი და აბა რამდენ სტანდარტულ მოედანს ჩამოთვლით? საშურია ეს საქმე, სანამ კიდევ არის მიწის ნაგლეჯები დარჩენილი, თორემ ცოტა ხანში ერთ ბეტონის ჯურღმულად გადაიქცევა ეს ქალაქი.
გიორგი
09 სექტემბერი 2021 01:35
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული