სანიოლმა მიქაუტაძეს, ხოჭოლავასა და ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მისცა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში გასამართი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს.

5 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდმა ს.კ. "ზესტაფონის" თბილისის ზღვის ბაზაზე 22 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, დავით ხოჭოლავას, გიორგი მიქაუტაძეს და გრიგოლ ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მიეცათ და საწვრთნელ პროცესში 6 ოქტომბრიდან ჩაერთვებიან.

ეროვნული გუნდის მზადების შესახებ კომენტარი ოთარ კაკაბაძემ და ზურიკო დავითაშვილმა გააკეთეს.

ოთარ კაკაბაძე: "ორი დღეა, რაც შევიკრიბეთ. ოქტომბერში ორი ძალიან მნიშვნელოვანი თამაში გველის და ორივე შემთხვევაში აუცილებლად მოსაგებად ვიბრძოლებთ. განსაკუთრებული მომენტია, რომ ბათუმში ვითამაშებთ და
მატჩს გულშემატკივარი დაესწრება. მაქსიმალურად მოვინდომებთ და შევეცდებით, რომ ქომაგები გავახაროთ".

ზურიკო დავითაშვილი: "ფეხბურთელებისთვის ყველაზე კომფორტული გულშემატკივრების წინაშე თამაშია. მათ გარეშე თამაში განსხვავებულ განწყობას ქმნის., შესაბამისად, გულშემტკივართან ერთად უფრო მოტივირებულნი ვითამაშებთ. საბერძნეთის წინააღმდეგ რთულ მატჩს ველოდები. მათ კარგი გუნდი ჰყავთ, ჩვენ უკვე გავმართეთ ერთი შეხვედრა. კარგად გავაანალიზებთ მეტოქის თამაშს, შევეცდებით მათი სუსტი წერტილების გამოყენებას და იმედი მაქვს, ყველაფერი ჩვენთვის სასურველი შედეგით დასრულდება”.

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
მთავარია კოსოვო დაამარცხოთ, სხვა დანარჩენს მე პირადად გპატიობთ )))... 3-0 ნაკლები შედეგი არ მიიღება. განსაკუთრებით ქართველები ვერ ავიტანთ იმას, რომ არ აღიარებულმა ქვეყნებმა ჩვენთან გამარჯვებით იზეიმონ... წინ საქართველო! ! !
კაი ერთი:
10:09 06-10-2021
1
ერთი ჩემი დიდი გასაჭირი უნდა გითხრათ, ალბათ ბევრი ხართ ჩემს დღეში:
ბოლოს მირჩიეთ როგორ მოვიქცე
ჩაკვემ გამიჩინა იმედები და ტრამვა მიიღო ორი წლით გაქრა
კვარა გამოჩნდა და ცოტა გამოვცოცხლდი ამანაც აურია
ისევ აღდგა ჩაკვე, პატარა სიამოვნებას ვღებულობდი მის ბოლო თამაშიდან და,
სულელურად გააძევეს
კიტა ისე დაიმტვრა ვეღარ ვხედავსაერთოდ.
ერთი შერმადინი და შენგელია მყავდა გულის გასაქარვებლად და, ერთი დაიმტვრა? მეორე ხან თამაშობს ხან არა.
ჩვენს ენბა ს ბიჭებს ველოდი ამ დილით
იქნებ რამე ქნან მეთქი და გოგამ ისევ ძველებურად, მეორე კი საერთოდ არ გამოჩნდა.
ვინმემ მითხარით ვის ვუბალეშიკო, დავიტანჯე აღარ შემიძლია.
დავიღალე უცხოელების თამაშის ყურებით,აღარ მინდა
თენგო
10:31 06-10-2021
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული