იაშვილი: "მიზანი 3 ქულაა" - ბილეთების გაყიდვა დაიწყო

AutoSharing Option
საქართველო-საბერძნეთის მატჩზე დასასწრები (სტადიონის ტევადობის 33%) ბილეთების გაყიდვა უკვე დაწყებულია, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა და სანაკრებო კურატორმა ალექსანდრე იაშვილმა კი ტელეკომპანია "იმედის" ეთერში მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა:

"ძალიან დიდი სურვილი გვქონდა, შეხვედრას გულშემატკივრები დასწრებოდნენ. ფეხბურთელებმა იციან, საკუთარ მოედანზე თამაშს რამხელა ძალა აქვს. სასიხარულოა, რომ ბათუმის ახლად გახსნილ არენაზე ნაკრები გულშემატკივრის თვალწინ პირველად ითამაშებს და ეს წარმატების მიღწევაში ძალიან დაეხმარება.

ჩვენი და თითოეული მოთამაშის სურვილია, სექტემბრის ცუდად ჩატარებული მატჩები გამოვასწოროთ. საბერძნეთის ნაკრების წინააღმდეგ მიზანი 3 ქულის მოპოვებაა.

ფეხბურთელებს თვითკრიტიკა აქვთ, ეს კი
სიტუაციის გამოსწორებისათვის აუცილებელია. დარწმუნებული ვარ, ყველამ, ვინც ამ პროცესში ჩართულია, სწორი ანალიზი გააკეთა და ამას მოედანზე ვნახავთ".

ბათუმში გასამართი დაპირისპირება 9 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყება. მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საქართველოს ნაკრებს ჯერჯერობით მხოლოდ ერთი ქულა აქვს მოპოვებული.

altსანიოლმა მიქაუტაძეს, ხოჭოლავასა და ჩაბრაძეს დასვენების საშუალება მისცა

altსტადიონის ტერიტორიაზე სავალდებულოა პირბადის ტარება - საქართველოს ნაკრების მატჩზე დასწრების ყველა დეტალი ცნობილია

altშემტევები კარგ ფორმაში - ნაკრების ფეხბურთელები მოახლოებული მატჩების წინ

მკითხველის კომენტარები / 6 /
ტქვენი ჰაერიდან აგებული სიტყვების ვის ჯერა.
ბაჯო
16:49 06-10-2021
1
3 რაში გვეყოფა 7-8 მინომუმ
ნოდო
15:16 06-10-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული