„ხვალ ნამდვილად რთული შეხვედრა გველის. ჩვენი მიზანი თავიდანვე ჯგუფიდან გასვლა იყო. იმის გამო, რომ საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ვერ დავამარცხეთ, განსაკუთრებული ზეწოლა არ გვაქვს.
ყოველთვის ვცდილობთ, გუნდურობა შევინარჩუნოთ. ის ფაქტი, რომ ახლა ყველანი ერთად ვართ და ძლიერი შემადგენლობით ვიასპარეზებთ, დამატებით მოტივაციას გვიქმნის. მთავარია, ჭკვიანურად და ტაქტიკურად სწორად, ზედმეტი ემოციების გარეშე ვითამაშოთ და საბერძნეთში 3 ქულით დავბრუნდეთ".