"აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ..." - ლევან სალუქვაძე ნაკრების მორიგ მარცხს ეხმაურება

AutoSharing Option
სპორტულმა ჟურნალისტმა ლევან სალუქვაძემ გადაცემა "იმედის ფსონში" საქართველოს ნაკრების შესახებ ისაუბრა, მან საუბარი ხუმრობით დაიწყო...

"89-ე წუთზე ჩამეძინა არ ვიცი მერე რა მოხდა... რაც იქამდე ვნახე შედეგს არაუშავდა. მერე არც ვიცი და არც მაინტერესებს, რადგან ბოლო წუთები არ გვიყვარს ხოლმე, რამე არ მომხდარიყო იქ ცუდი, ამიტომ დაველოდები კოსოვოსთან მატჩს.

სადამდეც ვუყურე ბერძნები გვჯობდნენ და ყოჩაღ, რომ გავძელით... მოკლედ, აღარ მინდა ნერვერბის აშლა, ისედაც იმ ქალაქში რამდენი სანერვიულო გვქონდა...

სიმ
ართლე გითხრათ, შეგუებულიც ვიყავი. მე ვთქვი უკვე, რომ როგორც ვატყობ, არანაირი აზრი არ აქვს ვინ იქნება ნაკრების მწვრთნელი და სფფ-ის ხელმძღვანელი, მანამ სანამ განვითარების 10-წლიანი ან რამდენიმეწლიანი გეგმა არ გვექნება შემუშავებული.

დღეს ნაკრებში ის ვარსკვლავები ვინც გვყავს, მათზე ძლიერი ვარსკვლავებიც გვყოლია და შედეგი არ გვქონია.

ამიტომ ახლა ვინმეს კი არ ვაკნინებთ ან რაიმე მსგავსი, საქმე უბრალოდ სისტემაშია. ვერ დარბიან, არ დარბიან თუ რაც ხდება, ეს ყველაფერი ხდება აქ.

განა არ უნდათ?! უბრალოდ, ბავშვობიდანვე არასწორად არიან გაზრდილები და მაგალითად, ბევრმა ჩვენმა ფეხბურთელმა არ იცის ბევრი ელემენტარული რამ, რაც იცის ნორვეგიელმა, ისლანდიელმა და ა.შ...

მაგალითად, იმ ფეხბურთელებმა ჩვენებისგან განსხვავებით იციან, რომ ბურთი აუტზე გადადის, მაგრამ ვერ ეწევი მაინც გარბიან... ბურთი, რომ ცენტრის იქით გადავარდება და აუცილებლად ჩანს, რომ მეკარე ბურთს ხელში დაიჭერს, მიირბენენ მეკარესთან და მოდიან უკან...

აი, არის ასეთი ნიუანსები... ახლა გაბრაზდება ბევრი შენ რა იცი, რას პროფესორობო... ჰო და, ვინც იცით, იმათ გააკეთეთ და ჩვენ კომენტარებს გავაკეთებთ.

არა მაქვს პრეტენზია, რომ ვინმეზე მეტი ვიცი, მაგრამ ჰომ ყველა კარგად ვხედავთ რაც ხდება", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 53 /
რა გვჭირს და არ იყო მოტივაცია, რადგან მაინც გავარდნილები ვართ, ამიტომაც არ მოიკლეს თავი, ბატ. ლაშა და მართლებიც იყვნენ. რადგან, საბას, კვარას და ჩაკვეს ახალი მორჩენილი აქვთ ტრამვა, ბიჭები საკლუბო მომავალზე ფიქრობენ და უაზრო თამასსი ტრამვას არ მიიღებენ. ეს ერთი. მეორე, ამ უმოტივაციობას ხელს ისიც უწყობს, რომ როცა თამაში მოსაგები იყო, კოსოვოსთან, ბათუმის დინამო გაიყვანეს მინდორზე, უმოტივაციოთ თამაშის მიზეზია კიდევ მიკერძოებით ბიჭების გამოძახება ნაკრებში, ასევე სუსტი სტაფი, როგორც ფედერაციაში, ასევე ნაკრებში. შე კაცო, გვილია შეგყავს და წიტაიშვილს სკამზე სვამ? დღევანდელ ფეხბურთში საყრდენები შემქმნელები არიან, ყველა შეტევას ეგენი იწყებენ და ალაგებენ, ხოლო ჩვენთან საყრდენები არიან ჩამშლელები, ანტიფეხბურთის მოთამაშეები, თუარადა დააკვირდით, როცა ჯანო თამაშობდა საყდრენს, გუნდიც უკეთესი იყო, ასევე იყო კიტეს საყრდენად თამაშისას, ასე რომ ფეხბურთელები აქ არაფერ შუაში არ არიან. დააყენეთ დავითაშვილი და წიტაიშვილი საყრდენებად, ორივე ერთად, გამოსცადეთ, მიეცით შანსი ბერიძეს, ავთოს, კიდევაა სხვა ლეგიონერებიც, ამ ეროვნულიდან კი დაანებეთ ნაკრებში გასაყიდი ხალხის მოყვანას. აი ესაა მიზეზები ბატონო, უცოდინარობა, არაპროფესიონალობა ნეპოტიზმი და უნიჭო, ბანძი კორუფცია.გაიგეეეთ. გადმოსაყრელია ეგენი მანდედან და არა მარტო ეგენი, მათი მფარველებიც ზემოდან. ვოტ ვსო.
ლევან მაღლაკელიძე
10 ოქტომბერი 2021 22:59
4
რა დავითაშვილი წიტაიშვილი ჩამშლელად? ფეხბურთზეა აქ საუბარი გოლფზე კიარა?! სად გინახია დავითაშვილი ჩამშლელად ან სიმაღლე აქვს ან გამძლეობა გამოცდილება თუ რა? ბარემ მეკარედ ჩააყენე იქაც პრობლემური ადგილია
რომა
11 ოქტომბერი 2021 07:31
3
პორტუგალიასთან ყატარს რა მოტივაცია უნდა ჰქონოდა და მითუმეტეს 36წლის რონალდუს როცა გველა გადაგდებულ ბურთზე მიდიოდა. გაახილეთ თვალები ზედმეტ მაბიჯს არდგამენ ეზარებათ, რომელი ბრწყინავს კლუბში? კვარაცხელია?! ჩაკვეტაძე?! სად ? რუსეთში თუ ბელგიაში?! კაცს თამაში თუ ეზარება და მოტივაცია არაქვსო ამბობ რატო იცვამ ნაკრების მაისურს, რატო ალანძღინებ ხალხს თავს. კაცს უველა რეკორდიაქ მოხსნილი (-კრ7) და ბოლო წუთამდე დარბის სანამ მოედანზეა. მითუმეტეს როცა ლეგენდაა და გინდა მიბაძო შენ კუმირს გააკეთე ის რასაც ის აკეთებს.
uubaba
11 ოქტომბერი 2021 04:19
0
ყველა გამოხმაურება
ლიცენზირებული მწვრთვნელების მომზადება ევროპაში ბავშთა ფეხბურთი უფასო ინფრასტრუქტურა სახემწიფო ვალდებული ეს გააკეთოს. დაანებოს კლუბების შენახვას
თავი სახემწიფომ ფული იხარჯება შედეგები არ არის .
jorj
10 ოქტომბერი 2021 18:17
0
ბატონო ლევან, ცოტა უხერხულობას არ გრძნობ ჩვენი ნაკრების წევრებს ვარსკვლავებად რომ მოიხსენიებ? აბა მესი და როლანდო ვინები არიან?
ჰავლაბრელი ტიღუა
10 ოქტომბერი 2021 16:59
1
არ ვიცით ღიმილით მისალმება, გადასასვლელზე გადასვლა,საცობის დროს ერთ ზოლში სიარული, რიგში ისე დგომა რომ ჩვენ წინ მდგომს რამოდენიმე მეტრით არ გადავასწროთ, ნაგავი რომ არ უნდა დავყაროთ და ასე შემდეგ...... თითქოს ძალიან ელემენტარული მაგრამ მაინც:(((
და ფეხბურთი როგორ გვეცოდინება:(((
არც ერთი ნაკრების თამაში არ გამომიტოვებია
:((((
Daviti
10 ოქტომბერი 2021 19:57
2
ფეხბურთი გახდა ელიტარული სპორტი.უფულო კაცი რომ ვერ მიიყვანს თავის ნიჭიერ ბავშვს ფეხბურთზე იმის შიშით რომ ტრენერმა არ გაატყაოს,მანდ დამთავრდა საუბარი.კეთილი ნებაა საჭირო მეტი არაფერი.
დიმიტრი
10 ოქტომბერი 2021 22:30
0
უცხოელი მწვრთნელის ყოლას აზრი არა აქვს, კარგი ქართველი მწვრთნელი უნდა იყოს და შეიძლება საშვალოზე ცოტა დაბალი გუნდის შეკრება,მეტი ილუზიები არ უნდა გვქონდეს უახლოესი 10-15წელი
aleksandre
10 ოქტომბერი 2021 18:00
3
ხო არაფერი ეშველება სანამ თქვენ სისულელეებს ილაპარაკებთ, თან თქვენ ეგეთ გეგმას ვერ შეიმუშავებთ სისულელეებიდან გამომდინარე.
sddd
10 ოქტომბერი 2021 15:17
24
60 წელია ფეხბურთს ვუყურებ და ასეთი შეუთამაშებელი გუნდი არ მინახავს (არც ჩვენი და არც სხვისი). 10 ფეხბურთელი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად თამაშობდა. ტაქტიკა საერთოდ არ არსებობდა. ან ის რა იყო ჩაკვეტაძე და კვარაცხელია ერთმანეთისგან 5 მეტრში რომ ათამაშეს. ჩვენ თვითონ ჩავკეტეთ სივრცეები. საერთოდ არ ჩანდა მწვრთნელის ნააზრები (არა, ალბათ უთხრა დღეს 4-2-3-1-ს ვთამაშობთო და თქვენ იცითო). სხვა, უკეთ განსწავლული მწვრთნელის ხელში იგივე გუნდი უკეთ ითამაშებდა. ეს უნდა ვაღიაროთ.
გიორგი
11 ოქტომბერი 2021 12:45
1
ამ ფეხბურთელებს რომ ვუყურებ მაგათ ფიზიკური მომზადებაც რომ ჰქონდეთ ფეხბურთს მაინც ვერ ითამაშებენ. საფეხბურთო აზროვნება არა აქვთ. ტაქტიკასა და სტრატეგიაზე ხომ ზედმეტია საუბარი. ლევანს ვეთანხმები იმაში რომ გასაკეთებელია ფეხბურთის განვითარების პროგრამა. მთლიანად შესაცვლელია საფეხბურთო პოლიტიკა და ფილოსოფია. ის 500 მილიონი რომელიც სახზელმწიფომ გამოყო წყალში გადაყრილია. ის ფული უნდა მოხმარებოდა ბავშვთა ფეხბურთს. მოგვეწვია უცხოელი სპეციალისტები, ჩაგვეტარებინა ტრეინინგები, საფეხბურთო აკადემიები გაგვეხსნა, ბავშვები საერთაშორისო ტურნირებზე გაგვეშვა და ა.შ. ამის შემდეგ მივიღებდით შედეგს, ყოველ შემთხვევაში იმაზე უკეთესს ვიდრე დღეს გვაქვს.
გია
11 ოქტომბერი 2021 08:26
0
ვიღაცეები წერენ, ქართული ფეხბურთი საამაყო წარსულითო, ახლა განადგურდაო და ა.შ. ძალიან ეშლებათ. ის იყო საბჭოთა კავშირში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელები. თბილისის "დინამო" იყო საქართველოს ნაკრები და თამაშობდა ძალიან მაღალი დონის ჩემპიონატზე. ანუ, მუდმივად, მთელი წლის განმავლობაში, საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელები იყვნენ ერთად, შეთამაშებულები, ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ და მწვრთნელის დავალებებსაც კარგად ასრულებდნენ. ახლანდელი საქართველოს ნაკრები შედგება სახვადასხვა კლუბებში მოთამაშე ფეხბურთელებისაგან, რომლებიც წლის განმავლობაში 5-6-ჯერ, 4-5 დღით ხვდებიან ერთმანეთს და იმას ფიქრობენ, ტრავმა არ მიიღონ, რომ კლუბიდან არ ამოვარდნენ. ეს იმიტომ დავწერე, რომ მაშინდელი და ახლანელი სიტუაცია რადიკალურად განსხვავებულია და შედარება სრული აბსურდია. ის, რომ ბოლომდე არ იხარჯებიან და თავს უფრთხილდებიან, ეგ არხეინობის და არაპროფესიონალიზმის ბრალია. მაგას ფედერაცია და ნაკრების პრეზიდენტი ვერ გამოასწორებს. ძალიან მეეჭვება, ბრაზილიასა და არგენტინაში ფედერაციის პრეზიდენტს ბევრი იცნობდეს.
თემო
11 ოქტომბერი 2021 11:25
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული