"რთული პერიოდია, ბევრია თქვენზე დამოკიდებული..." - შოთა არველაძე კვარაცხელიასა და ჩაკვეტაძეს მიმართავს

AutoSharing Option
შოთა არველაძე სოციალურ ქსელში გიორგი ჩაკვეტაძისა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთობლივ ფოტოს აქვეყნებს და წერს:

"რთული პერიოდია და თქვენზე ბევრი რამეა დამოკიდებული. უნდა შეძლოთ!", - წერს არველაძე სოციალურ ქსელში.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ზედიზედ 3 ოფიციალური შეხვედრა აქვს წაგებული.

ჩვენი გუნდი 12 ოქტომბერს პრიშტინაში კოსოვოს ეთამაშება და ჯგუფში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ეგ "რთული პერიოდი" ოცდაათი წელიწადია გრძელდება! თვით შოთას თაობის ნაკრებმაც ვერაფერი შეძლო, თუმცა გაცილებით უკეთესი ფეხბურთელები იყვნენ, ვიდრე ესენი! მიზეზი ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ სანამ თვითონ შოთა და სხვა სახელიანი ფეხბურთელები არ აღიარებენ რა არის ქართული ფეხბურთის განადგურების საფუძველი, მანამ არაფერი გვეშველება. მაგრამ, ალბათ არ იტყვიან, რადგან ამ ამბების უკან უზარმაზარი ( მათ შორის კორუპციული) ინტერესები და ფული დგას! ასე რომ, მოეშვით სასწაულზე ოცნებებს...
levan
11 ოქტომბერი 2021 15:41
4
იმ თაობამ იმიტომ ვერ შეძლო,რომ მაშინ ჯგუფში მინიმუმ 2 ტოპ გუნდი გვხვდებოდა ხოლმე.ესეთი ჯგუფები რომ ყოლოდათ უეჭველი გავიდოდნენ.უელსი და კოსოვო და მაგნაირ გუნდებს თავზე ახევდნენ ბურთს.
გოჩა
11 ოქტომბერი 2021 22:12
0
შოთი ჯიგარია, მაგრამ რას იტყვის, ფაქტია, რომ რომის პაპას და რეზის მმართველობის დროს პარადი რეზის მიჰყავდა და რბილად რომ ვთქვათ ფეხბურთის განვითარებისათვის არ ეცალა, ჩალიჩით იყო დაკავებული, შოთის ეს არ ეხება, მან, განსხვავებით რეზისგან, საკუთარი შრომით იშოვა ფული და ღმერთმა შეარგოს მას და მის ოჯახს, მაგრამ რეზის რა გითხრათ, ახლკაცმა დაიწყო ნგრევა, სიჭინავამ (რომის პაპა , ვაი ჩვენს პატრონს) გააგრძელა რეზის თამადობით. კობიაშვილი ყველას მირჩევნია, უბრალოდ ასეთ გეგმას შედეგი ცოტა გვიან მოაქვს, მთავარია ბაზებთან ერთად მწვრთნელები გადაამზადონ. პ.ს. ოცნებაზე ალერგია მაქვს.
12 ოქტომბერი 2021 00:51
0
სტატიის ფინალია მაგარი))) "შეეცდება გამარჯვებას"))) ესეც ღადაობს.
საბა
11 ოქტომბერი 2021 16:17
4
იქნებ ჩაიბარო შენი ქვეყნის ნაკრები??
beqa
11 ოქტომბერი 2021 15:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული