"ქართველი ფეხბურთელები საკმარისად კარგები იქნებიან და კიდევ ერთ შეხვედრაში არ დამარცხდებიან" - უკრაინული მედიის პრევიუ

AutoSharing Option
უკრაინული sportsmole საქართველოს ნაკრების მორიგი შეხვედრის პრევიუს გვთავაზობს, ამჯერად კოსოვოელთა წინააღმდეგ:

"კოსოვოს ნაკრებმა სექტემბერში ქართველები სტუმრად დაამარცხა და შალანდეს გუნდი 3 ქულას ისევ მათთან თუ დაგეგმავს. "ჯვაროსნებს" კი შესარჩევ ციკლში მხოლოდ ერთი ნათელი წერტილი ჰქონდათ - საბერძნეთის ნაკრებთან გასვლითი მატჩი (1:1). ვილი სანიოლის გუნდი უკანასკნელ 3 შეხვედრაში ისე დამარცხდა, გოლიც ვერ გაიტანა. საქართველოს ნაკრების ჯგუფის აუტსაიდერად ხილვა გასაკვირი სულაც არაა, ისინი ხომ მსოფლიო ჩემპიონატის უკვე მესამე საკვალიფიკაციო ციკლში ვერაფერს ახერხებენ.

შაბათს საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ერთიანობაში ცუდი შეხვედრა არ ჰქონია,
მაგრამ კოსოვოს გაუჭირდა შვედეთისთვის წინააღმდეგობის გაწევა. მოსალოდნელია, რომ სამშაბათ საღამოს ქართველი ფეხბურთელები საკმარისად კარგები იქნებიან და კიდევ ერთ შეხვედრაში არ დამარცხდებიან (თუმცა, გამარჯვებაც გაუჭირდებათ)."

უკრაინული გვერდი სავარაუდო შემადგენლობას ისევ აქვეყნებს, თუმცა მასში საკმაოდ ბევრი უზუსტობაა. როგორც ჩანს, მათ გიორგი მიქაუტაძისა და გიორგი ჩაკვეტაძის დანაკლისის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. შეგახსენებთ, "ფადილ ვოკრიზე" დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 22:45 საათზე შედგება.

altპირველი გამარჯვების მოლოდინში - ძირითადი თერთმეტეულის ჩვენებური ვერსია

altსაქართველოს ნაკრებს პრიშტინას აეროპორტში დაშვების პრობლემა შეექმნა

მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებო ყურადღებით, მასპინძლებს არაფერი ვაწყენინოთ, მაინც არაღიარებული ყვეყანაა და მეტს ნუღარ დავთრგუნავთ, დავუტოვოთ ბარემ მაგათაც 3 ქულა და უკეთესი მომავლის იმედით დავემშვიდობოთ.
!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
12 ოქტომბერი 2021 15:03
11
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული