"შეკითხვები მაშინაც გაჩნდებოდა..." - სანიოლი ფორვარდის საკითხს განიხილავს

AutoSharing Option
შვედეთსა (11 ნოემბერს) და უზბეკეთთან (15 ნოემბერს) გასამართი შეხვედრების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა:

"ფეხბურთი მხოლოდ შემადგენლობის დასახელება რომ იყოს, მაშინ მთავარი მწვრთნელის საჭიროება არც იქნებოდა. ეს გაცილებით მოცულობითი სამუშაოა და არა უბრალოდ გვარების ჩამოწერა.

სიის შედგენისას ვცდილობ, როგორც გონებით, ასევე გულით ვიმოქმედო. შემადგენლობის დასახელება განსაზღვრულ პერიოდში ხდება. ქვილითაიამ გოლი ადრეც გაიტანა, მაგრამ მსურს, გიორგიმ თავდაჯერება აიმაღლოს.

შანსს კაჭარავაც და სხვა შემტევებიც იმსახურებენ, მაგრამ არ მინდა 10 ფორვარდი გამოვიძახო. ეს გუნდში ბალანსს დაარღვევს.

სიაში რომ ქვილითაია
ყოფილიყო და მაგალითად, მიქაუტაძე არა, შეკითხვები მაშინაც გაჩნდებოდა...

რაც შეეხება ქართველი ფეხბურთელების კლუბის შესახებ ჩემს განცხადებას - მნიშვნელოვანია, ფაქტები და ემოციები განვსაზღვროთ. იმედია, მომავალ წლებში ტოპ-კლუბებში უფრო მეტი ფეხბურთელი ითამაშებს. ამისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მარტო მოთამაშეთა შესაძლებლობებს, არამედ გარემოსაც.

თუკი ასე მოხდება, ეს ორთქლმავალი გახდება, რათა უკეთეს შედეგებს მივაღწიოთ. წარმატებისთვის მთავარი მაინც გუნდური სულისკვეთება და ჟინია, რაც კოსოვოში ვნახეთ...

ძალიან დაგვწყდა გული კოსოვოსა და საბერძნეთთან საშინაო შეხვედრებში წაგებებით. შეიძლებოდა მეტი გაკეთებულიყო, მათ შორის, ფეხბურთელთა განწყობის კუთხით. კოსოვოს ნაკრების სიძლიერესთან არა მარტო მოთამაშეებში, გულშემატკივრებშიც სხვა მოლოდინი იყო.

უახლოეს დღეებში, ვარჯიშებზე, ყველას ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინოს. უკანასკნელ შეხვედრებში, განსაკუთრებით, კოსოვოში, გუნდის განწყობა კარგი იყო. ჩვენ არ გვყავს მესი, ნეიმარი და მარადონა, მაგრამ გვაქვს გული.

მოლოდინი და ამბიციები ზოგჯერ მაკვირვებს. ვამბობთ, რომ  კოსოვოსთან მარცხი ცუდია, შემდეგ კი მათთან გამარჯვებას გილოცავენ.

არ მსურს კონკრეტულად ვისაუბრო, თუ რატომ არაა ახლა ესა თუ ის მოთამაშე გამოძახებული. ამას სხვადასხვა ფაქტორი განაპირობებს. სია დგება მეტოქისა და მოთამაშეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად.

რა თქმა უნდა, თითოეული შეხვედრისგან ვსწავლობთ. პირველ რიგში, სტაბილურობას ვეძებთ - როგორც თამაშის, ასევე ტრავმების მხრივ. თუ წარმატებულ ნაკრებებს დავაკვირდებით, ისინი ერთი ბირთვით თამაშობენ. ჩვენ ეს მხოლოდ მარტის თამაშებში მოვახერხეთ, რამაც წარმატებაც განაპირობა.

ქართული არ ვიცი, მაგრამ ვცდილობ გავეცნო, რა იწერება ქართულ მედიაში. ზაფხულში ხვიჩა კვარაცხელიას ირგვლივ მთელი თეატრი იყო - ის 20 წლისაა, მას მეტი მხარდაჭერა სჭირდება და არა შეკითხვები. ჩვენ ახალგაზრდა და ნიჭიერი მოთამაშეები გვყავს, რომელთაც შეუძლიათ, ნაკრების ბირთვად ჩამოყალიბდნენ. ჩაკვეტაძეს ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რათა ფიზიკურად ბოლომდე მზად იყოს.

ჩვენ ამბიციები გვაქვს და გვსურდა, მაღალი ადგილები დაგვეკავებინა. ამ ეტაპზე კონცენტრაცია მოახლოებულ 2 შეხვედრაზე უნდა გვქონდეს და შემდეგ "ერთა ლიგაზე" გადავერთოთ.

გიორგი ბერიძე შვედეთთან საკმაოდ კარგად ჩაერთო, შემდეგ კი უფრო რთული შეხვედრები გვქონდა. 25 ფეხბურთელიდან 20 შემტევი ვერ გვეყოლება. ჩვენ ვაკვირდებით მასაც, ლევან შენგელიასა და დავით ვოლკოვსაც. ისე ხდება, რომ შემტევების გამოძახებაზე უფრო მეტი შეკითხვაა, ვიდრე მცველებზე.

კაკაბაძე ახალ პოზიციაზე მშვენიერი იყო - ის გონებითა და გულით თამაშობს. ლობჟანიძესთან მას კარგი ურთიერთქმედება ჰქონდა. ასეთივე გაგება იყო გვილიასა და კვეკვესკირს შორის. განსხვავებულ ამპლუას თორნიკე ოქრიაშვილიც მშვენივრად მოერგო."

altსანიოლის არჩევანი - დასჯა, რეაბილიტაცია, ალტერნატივები

altვილი სანიოლმა შემადგენლობა დაასახელა

altსაქართველო-შვედეთი - მატჩზე სტადიონის ტევადობის 33%-ის გულშემატკივართა რაოდენობა დაიშვება




მკითხველის კომენტარები / 16 /
როგორც მივხვდი არანაირ დასახულ მიზანზე არ ჰქონია შეთანხმება ფედერაციასთან.
sul2
15:24 07-11-2021
8
ეს კაცი მწვრთნელი არ არის. მწირზე მწირი გამოცდილება აქვს და დიდხანს უმუშევარი იყო.ახლა სწავლობს. შეიძლება ოდესმე ისწავლოს კიდეც მაგრამ ვერ გავიგე საქართველოს ნაკრები რატომ უნდა იყოს პრაქტიკანის ხელში. საცდელი პოლიგონია თუ რა. თავმოყვარეობა კარგი რამეა ისე.
არტ
20:22 07-11-2021
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული