"მანჩესტერი" ლინდელოფს საქართველოსთან მუნდიალის განაღდებას უსურვებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალური გვერდი საკუთარი გუნდის ფეხბურთელების სანაკრებო შეხვედრებზე საკმაოდ ვრცლად საუბრობს და მათ წარმატებებს უსურვებს. ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ვიქტორ ლინდელოფია:

"ვიმედოვნებთ, შვედეთის ნაკრების კაპიტანი ვიქტორ ლინდელოფი ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს. ჩვენს მე-2 ნომერს აქვს შანსი, საქართველოსთან გამარჯვებით საკუთარი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გაიყვანოს.

თუკი შვედები მოიგებენ, პარალელურად კი ესპანეთის ნაკრები ბერძნებს ვერ დაამარცხებს, ლინდელოფის თანაგუნდელები საგზურს უკანასკნელ ტურამდე გაიფორმებენ. ჯგუფის ორივე ლიდერის გამარჯვება ნიშნავს, რომ იანე ანდერსონის გუნდს ესპანეთში გასამართ უკანასკნელი ტურის მატჩში მარცხის თავიდან აცილება დასჭირდება."

შეგახსენებთ,
ჯგუფს შვედეთის ნაკრები ლიდერობს - 15 ქულით, ესპანელებს კი მათზე 2-ით ნაკლები აქვთ. მეორე ადგილზე გასვლის შანსს ბერძნებიც ინარჩუნებენ, რომელთაც 9 ქულა მოიპოვეს და 11 ნოემბერს "ფურია როხას" მასპინძლობენ.

altზლატანი საქართველოსა და ესპანეთთან მოახლოებულ მატჩებზე

altსაქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული