კაშია: აქამდე სახლში პრაქტიკულად ნეიტრალურ მოედანზე ვთამაშობდით

AutoSharing Option
11 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში, ბათუმში შვედეთს უმასპინძლებს. პრესკონფერენციაზე კომენტარი "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამ გააკეთა:

"სექტემბერში ცუდად ვითამაშეთ, რაც მარტო განწყობის ბრალი არ იყო. ნაკრებში განწყობა ყოველთვის გვაქვს. განსხვავებული შემადგენლობაც გვყავდა. მართალი გითხრათ, გახსენებაც არ მინდა.

ზლატანი დიდი ფეხბურთელია. ასეთი სტილისაა. თამაშისას ასეთი რაღაცები ხდება. ეს ჩემზე განსაკუთრებულ გავლენას არ ახდენს და ყურადღებას არ ვაქცევთ.

ამ ციკლში მაყურებლის თანდასწრებით მხოლოდ ესპანეთთან ვითამაშეთ. აქამდე სახლში პრაქტიკულად ნეიტრალურ მოედანზე ვთამაშობდით. კარგია, რომ ბათუმში მატჩზე ქომაგი იქნება და
მათ გასახარებლად ყველაფერს გავაკეთებთ".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული