საქართველო VS შვედეთი საერთაშორისო ყურადღების ცენტრში - "ისაკი მთავარი ვარსკვლავია"

AutoSharing Option
საქართველო-შვედეთის შეხვედრა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გამო საერთაშორისო ყურადღების ქვეშ ექცევა. 

footballwhispers-ი წერს:

"სტუმრები ფავორიტები არიან, რადგან საქართველოს ნაკრები უკანასკნელი 6 შეხვედრიდან 5-ში დამარცხდა. აქედან თითქმის ყველა შემთხვევაში მათ გოლის გატანაც კი ვერ მოახერხეს.

ამ ნაკრებებს შორის მარტში გამართული შეხვედრა, მოულოდნელად, დაძაბული გამოდგა და შვედებმა მინიმალური სხვაობით (1:0) გაიმარჯვეს, ბათუმში კი უფრო შემტევ და სანახაობრივ დაპირისპირებას ველით, სადაც გოლებიც უნდა ვიხილოთ.

მიუხედავად იმისა, რომ იანე ანდერსონის გუნდს ზლატან იბრაჰიმოვიჩი დაუბრუნდა, შვედების მთავარი ვარსკვლავი "სოსიედადის" ფორვარდი ალექსანდერ ისაკია, რომელმაც მიმდინარე შესარჩევ ციკლში უკვე
4 გოლი გაიტანა.

შვედეთის ნაკრები ისეთივე ძლიერია, როგორც უკანასკნელ ევროპის ჩემპიონატზე იყო (ჯგუფიდან გასვლა მოახერხა) და გარდა ამისა, გუნდს ზლატანიც დაემატა. ასე რომ, მათი თამაში კიდევ უფრო სახიფათოა."

ბათუმში გასამართი შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. საქართველოს ნაკრები 4 ქულით ბოლოსწინა ადგილს იკავებს, შვედები კი 15 ქულით ჯგუფის ლიდერები არიან.

altთქვენი აზრით, რა შემადგენლობით ითამაშებს საქართველოს ნაკრები?

altკანკავას გარეშე - საქართველო VS შვედეთის უკრაინული პრევიუ

მკითხველის კომენტარები / 2 /
კვარაა მთავარი ვარსკვლავი ვინ ისაკი და ვინ იბრა?!
ქართველი
23:36 11-11-2021
1
ეს ისაკი გაგვიშრობს სისხლს.
მალაქია
12:40 11-11-2021
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული