ბათუმში, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მატჩში, შვედეთის 2:0 დამარცხების შემდეგ ჟურნალისტების შეკითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სიამოვნებით და ხალისიანად უპასუხა:
"ხიზანიშვილთან ურთიერთობის პრობლემა არ იყო. ეს დაგეგმილი გახლდათ. მუსიკა უყვარს და ყურსასმენი ამიტომ ეკეთა (იღიმის).
კვარაცხელია უკანასკნელ ხანს საუკეთესო ფორმაში ვერ იყო, მაგრამ იცის, როგორ უყვართ ის სამშობლოში. გთხოვთ, მის ტრანსფერზე ცოტა ილაპარაკოთ. თუ ასე გააგრძელა, აუცილებლად ევროპის კარგ გუნდში გადავა. შევამჩნიეთ, რომ დაიღალა და შეცვლას ვაპირებდით, თვითონაც გვანიშნა, მერე კი მოსახდენი მოხდა.
კაკაბაძე კლუბში რთულ სიტუაციაშია, კოსოვოში კარგი
მატჩი ჩაატარა, გამახარა. ყველა ფეხბურთელი ბოლომდე დაიხარჯა. კაშიაზე ბევრი ლაპარაკი შემიძლია, ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ შესანიშნავია.
გამართლება? შვედეთში მათ გაუმართლათ, თორემ წაგებას არ ვიმსახურებდით. ეს გუნდი ერთი სტილის ფეხბურთს თამაშობს. განსხვავება მხოლოდ მაშინაა, როდესაც იბრაჰიმოვიჩი ჰყავთ.
სტაბილურობის მნიშვნელობაზე ადრეც გავამახვილე ყურადღება. ეს მაღალი მიზნებისთვის ბრძოლისათვის აუცილებელია. მარტში ტრავმების გამო ფეხბურთელები არ გვაკლდა, სექტემბერში კი შესუსტებული შემადგენლობით მოგვიწია თამაში. იმედია, მომავალში ნაკლები პრობლემები გვექნება და მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ.
მადლობა გულშემატკივარს, შესანიშნავად გვიქომაგეს. ასე ქომაგობენ ნაკრებს საქართველოში ყველგან".